Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაშენობების ენერგოეფექტურობის შესახებმუხლი 11

შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

მუხლი 11. საინფორმაციო და წამახალისებელი ფინანსური ღონისძიებები

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 27 ივნ. 2024
თემები:უძრავი ქონების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევაESG შესაბამისობაინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული Feasibilityენერგიის წარმოებასაინვესტიციო ანალიზისამრეწველო აღჭურვილობის და მანქანა-დანადგარების შეფასება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს მთავრობა შენობების ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელებისა და წიაღისეულ საწვავზე მომუშავე გათბობის ქვაბების ალტერნატიული, უფრო მდგრადი საშუალებებით ჩანაცვლების წახალისების მიზნით უზრუნველყოფს: ა) შენობების ან შენობების ნაწილების მესაკუთრეებისა და დამქირავებლებისთვის/მოიჯარეებისთვის შენობების ენერგოეფექტურობის, ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების, მათი მიზნის/დანიშნულების, შენობებში არსებული გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირების ანგარიშების, შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ხარჯეფექტური საშუალებებისა და არსებული ფინანსური ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაციის, მეთოდოლოგიური მასალებისა და სახელმძღვანელოების მომზადებასა და გავრცელებას; ბ) შენობების ენერგოეფექტურობის სფეროში მომუშავე ექსპერტებისთვის შესაბამისი ტრენინგებისა და სერტიფიცირების ან/და აკრედიტაციის შესახებ გზამკვლევებისა და სხვა ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; გ) ადმინისტრაციული ორგანოების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული შენობებისთვის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებში მითითებული რეკომენდაციების განსახორციელებლად საჭირო ღონისძიებების შესაბამის ეროვნულ გეგმებში ასახვას; დ) ყოველ 3 წელიწადში შენობების ენერგოეფექტურობის წამახალისებელი ღონისძიებებისა და ინსტრუმენტების ნუსხის შედგენას, მათ შორის, იმ ფინანსური ინსტრუმენტების განსაზღვრას, რომლებიც ხელს შეუწყობს შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას, და განახლებას; ე) ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და გამჭვირვალობას.

2.შენობის რეკონსტრუქციის დროს მისი ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად ფინანსური ღონისძიებების გამოყენებისას, დასახული მაჩვენებლის მისაღწევად გათვალისწინებული უნდა იქნეს ერთ-ერთი ან რამდენიმე შემდეგი კრიტერიუმი: ა) შენობის განახლების სამუშაოებისთვის გამოყენებული მასალის ან აღჭურვილობის ენერგოეფექტურობა. იგი უფლებამოსილმა მემონტაჟემ უნდა დაამონტაჟოს; ბ) შენობაში ენერგიის დაზოგვის გამოსათვლელი სტანდარტული პირობები; გ) შენობის რეკონსტრუქციის შედეგად ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება, რაც დასტურდება რეკონსტრუქციამდე და მის შემდეგ გაცემული ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების შედარებით; დ) ენერგოაუდიტის შედეგები; ე) სხვა შესაბამისი, გამჭვირვალე და პროპორციული მეთოდის შედეგები, რომლებიც ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებაზე მიუთითებს.

3.შენობის მშენებლობისას ან მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციისას ენერგოეფექტურობის წამახალისებელი ღონისძიებების შეთავაზების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ხარჯოპტიმალური დონე. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4311 – ვებგვერდი, 11.07.2024წ. თავი III. პასუხისმგებლობა ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 31 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 30 ივნ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 31 დეკ. 2025· გამოქვეყნდა 11 ივლ. 2024
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 10შემდეგი მუხლი 12

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ალტერნატიული საინვესტიციო სცენარების შედარებითი ანალიზისერვისის გვერდი
  • არსებული შენობის დემონტაჟის vs. რეფუნქციონალიზაციის ანალიზისერვისის გვერდი
  • განახლებადი ენერგიის პროექტებისერვისის გვერდი
  • განახლებადი ენერგიის პროექტის (მზის, ქარის, ჰიდრო) Feasibility Studyსერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 27 ივნ. 2024 · №2

  • 1 ცვლილება · ბოლო 11 ივლ. 2024
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 19გარდამავალი დებულებები
  • 5შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების ენერგოეფექტურობის მოთხოვნები
  • 2¹რეკონსტრუქციის გრძელვადიანი სტრატეგია

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 16შენობების ენერგოეფექტურობის პოლიტიკა და მისი ღონისძიებები
  • 7სამინისტროს მიერ პროგრამების, ღონისძიებებისა და საქმიანობების პოპულარიზაცია, ხელშეწყობა და განხორციელება
  • 17ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული შენობების ენერგოეფექტურობის პოლიტიკა

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 14საინფორმაციო უზრუნველყოფა და ტრენინგები
  • 3საქართველოს სავალდებულო ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლების დადგენა და განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოყენების ღონისძიებები
  • 20საქართველოს მიერ ანგარიშის წარდგენის ვალდებულება

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 33¹ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები

თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ

  • 6სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 7სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
633¹1432071952¹1671711
მნიშვნელობით ახლოსენერგოეფექტურობის შესა…განახლებადი წყაროებიდა…შენობების ენერგოეფექტუ…განსაკუთრებული მნიშვნე…თავისუფალი ტურისტული ზ…ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 27 ივნ. 2024 · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026