„ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონი
მუხლი 14. სატრენინგო პროგრამები
1. საქართველოს მთავრობა სამინისტროს წარდგინებით, ეკეგ-ის შესაბამისად ამტკიცებს სატრენინგო პროგრამებს: ა) მრეწველობასა და ტრანსპორტის სექტორში ენერგოაუდიტის განმახორციელებელი პირებისთვის; ბ) შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების განმახორციელებელი პირებისთვის; გ) ენერგომენეჯერებისა და შენობის მიერ ენერგიის მოხმარებაზე გავლენის მქონე ელემენტების მემონტაჟეებისთვის; დ) შენობებში არსებული გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტებისთვის; ე) შენობების სექტორში ენერგოაუდიტის განმახორციელებელი პირებისთვის.
2. სატრენინგო პროგრამით მომზადებულ ექსპერტთა სიას ადგენს სამინისტრო და მას საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.
