Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებმუხლი 2

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

მუხლი 2. ტერმინების განმარტება

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 28 ივნ. 2023
თემები:დაბინძურების კონტროლითავდაცვის შესყიდვებიდავები და დაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საქართველოს სახელმწიფო საზღვარი – ხაზი და ამ ხაზის გასწვრივ გამავალი ვერტიკალური სიბრტყე, რომელიც საქართველოს ტერიტორიას - ხმელეთს, წყალს, წიაღს, საჰაერო სივრცეს – გამოყოფს მოსაზღვრე სახელმწიფოს ტერიტორიისაგან; ბ) სახელმწიფო საზღვრის დაცვა – სამართლებრივ-პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო-ოპერატიული, ოპერატიულ-სამძებრო, საინჟინრო-ტექნიკური, სარეჟიმო, ორგანიზაციული, ეკოლოგიური, სანიტარიული და სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობას, სასაზღვრო ზონაში, სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო გამტარ პუნქტებში დადგენილი წესების შესრულებასა და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო, კერძო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას; გ) სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი – სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის წესი; საქართველოსა და სხვა სახელმწიფოთა სამხედრო და არასამხედრო გემების საქართველოს შიდა წყლებში, პორტებსა და ტერიტორიულ წყლებში ყოფნისა და ცურვის წესები, აგრეთვე სახელმწიფო საზღვარზე სარეწი და სხვა საქმიანობის, სხვადასხვა სამუშაოთა წარმოების წესები; გ 1 ) (ამოღებულია); დ) სასაზღვრო ზონა – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან ან სანაპირო ზოლიდან საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში შემავალი, არაუმეტეს 5 კილომეტრის სიგანის სახმელეთო ზოლი, აგრეთვე საერთაშორისო აეროპორტის (აეროდრომის), რკინიგზის სადგურის, საერთაშორისო სამდინარო და საზღვაო პორტის ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო კონტროლი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, რელიეფის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე სასაზღვრო ზონა შეიძლება განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან 30 კილომეტრით; ე) სასაზღვრო ზოლი – არა უმეტეს 500 მეტრის სიგანის სასაზღვრო ზონის ნაწილი, რომელიც უშუალოდ ემიჯნება სახელმწიფო საზღვარს; ვ) საჰაერო სივრცე - საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიის ვერტიკალურად მდებარე საჰაერო სივრცე (ატმოსფერო), რომელზედაც საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ვრცელდება საქართველოს სუვერენიტეტი; ზ) საჰაერო ხომალდი – ძრავიანი ან უძრავო საფრენი აპარატი; თ) საჰაერო მიმოსვლა – ორ სახელმწიფოს შორის (რომელთაგან ერთი საქართველოა) საჰაერო ხომალდით მგზავრთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა; ი) სასაზღვრო გამტარი პუნქტი – საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული გზატკეცილის ან გზის მონაკვეთი, რკინიგზის სადგურის, პორტის, ნავსადგურის, აეროპორტის (აეროდრომის) ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სახის კონტროლი; კ) კარანტინი – ადამიანების, ცხოველების, ტვირთის, სათესლე და სარგავი მასალის, ცხოველური და მცენარეული წარმოშობის სხვა პროდუქტების საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილების დროებითი შეზღუდვა; ლ) სახელმწიფო საზღვრის ფიზიკური და ტექნიკური დაცვა – სახელმწიფო საზღვრისა და მისი ტექნიკური აღჭურვილობის (შენობა-ნაგებობების, სასაზღვრო გამტარი პუნქტებისა და სხვა ობიექტების) მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა; მ) პორტი – ზღვის სანაპიროს მონაკვეთი და მიმდებარე წყლის სივრცე, რომელიც აღჭურვილია სანაოსნო საშუალებების შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის, სატვირთო და სხვა სამუშაოთა ჩასატარებლად საჭირო მუდმივი მოწყობილობებითა და ჰიდროტექნიკური ნაგებობებით და რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია; ნ) სამხედრო გემი – რომელიმე სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების კუთვნილი ნებისმიერი სანაოსნო საშუალება, რომელსაც მეთაურობს ამ სახელმწიფოს საზღვაო-სანაოსნო ოფიცერთა სიაში ან სხვა ამგვარ დოკუმენტში შეტანილი სამხედრო სამსახურის ოფიცერი და რომელსაც უნდა ჰქონდეს სახელმწიფოებრივი კუთვნილების აღმნიშვნელი განმასხვავებელი ნიშნები და უნდა ჰყავდეს სამხედრო დისციპლინისადმი დაქვემდებარებული ეკიპაჟი; ო) სპეციალური დანიშნულების გემი, რომელიც სახელმწიფო დავალებას ასრულებს – ნებისმიერი სახელმწიფოს სანაოსნო საშუალება, რომელიც გამოიყენება სამეცნიერო-კვლევითი ან სხვა არასამეწარმეო საქმიანობისათვის; პ) ატომური გემი – ნებისმიერი სანაოსნო საშუალება, რომელიც აღჭურვილია ატომური ენერგეტიკული დანადგარით ან შეიარაღებულია ატომური იარაღით, ანდა რომელსაც გადააქვს ბირთვული ან სხვა მომწამვლელი ნივთიერება; ჟ) გემის შემოწმება – სანავიგაციო და სანაოსნო საშუალების, აგრეთვე ეკიპაჟის წევრების, მგზავრებისა და ტვირთის დოკუმენტების, აუცილებლობის შემთხვევაში კი გემის სათავსების შემოწმება; რ) სასაზღვრო ინციდენტი – საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს მოქალაქეებსა და მოსაზღვრე სახელმწიფოს სასაზღვრო ფორმირებებს შორის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოსა და მოსაზღვრე სახელმწიფოს მოქალაქეებს შორის კონფლიქტი, რომელიც შეიძლება შეიარაღებული ხასიათის იყოს. საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრ ის კანონი № 812 - სსმ I, № 39 , 25 .

12 .200 4 წ., მუხ. 191 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი № 3152 - სსმ I, № 19 , 01 .

06 .200 6 წ., მუხ. 141 საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრ ის კანონი № 4140 - სსმ I, № 49 , 29 .

12 .200 6 წ., მუხ. 375 საქართველოს 200 8 წლის 5 დეკემბრ ის კანონი № 616 - სსმ I, № 35 , 05 .

12 .200 8 წ., მუხ. 222 საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1154 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საქართველოს სახელმწიფო საზღვარი – ხაზი და ამ ხაზის გასწვრივ გამავალი ვერტიკალური სიბრტყე, რომელიც საქართველოს ტერიტორიას - ხმელეთს, წყალს, წიაღს, საჰაერო სივრცეს – გამოყოფს მოსაზღვრე სახელმწიფოს ტერიტორიისაგან; ბ) სახელმწიფო საზღვრის დაცვა – სამართლებრივ-პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო-ოპერატიული, ოპერატიულ-სამძებრო, საინჟინრო-ტექნიკური, სარეჟიმო, ორგანიზაციული, ეკოლოგიური, სანიტარიული და სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობას, სასაზღვრო ზონაში, სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო გამტარ პუნქტებში დადგენილი წესების შესრულებასა და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო, კერძო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას; გ) სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი – სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის წესი; საქართველოსა და სხვა სახელმწიფოთა სამხედრო და არასამხედრო გემების საქართველოს შიდა წყლებში, პორტებსა და ტერიტორიულ წყლებში ყოფნისა და ცურვის წესები, აგრეთვე სახელმწიფო საზღვარზე სარეწი და სხვა საქმიანობის, სხვადასხვა სამუშაოთა წარმოების წესები; გ 1 ) (ამოღებულია); დ) სასაზღვრო ზონა – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან ან სანაპირო ზოლიდან საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში შემავალი, არაუმეტეს 5 კილომეტრის სიგანის სახმელეთო ზოლი, აგრეთვე საერთაშორისო აეროპორტის (აეროდრომის), რკინიგზის სადგურის, საერთაშორისო სამდინარო და საზღვაო პორტის ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო კონტროლი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, რელიეფის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე სასაზღვრო ზონა შეიძლება განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან 30 კილომეტრით; ე) სასაზღვრო ზოლი – არა უმეტეს 500 მეტრის სიგანის სასაზღვრო ზონის ნაწილი, რომელიც უშუალოდ ემიჯნება სახელმწიფო საზღვარს; ვ) საჰაერო სივრცე - საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიის ვერტიკალურად მდებარე საჰაერო სივრცე (ატმოსფერო), რომელზედაც საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ვრცელდება საქართველოს სუვერენიტეტი; ზ) საჰაერო ხომალდი – ძრავიანი ან უძრავო საფრენი აპარატი; თ) საჰაერო მიმოსვლა – ორ სახელმწიფოს შორის (რომელთაგან ერთი საქართველოა) საჰაერო ხომალდით მგზავრთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა; ი) სასაზღვრო გამტარი პუნქტი – საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული გზატკეცილის ან გზის მონაკვეთი, რკინიგზის სადგურის, პორტის, ნავსადგურის, აეროპორტის (აეროდრომის) ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სახის კონტროლი; კ) კარანტინი – ადამიანების, ცხოველების, ტვირთის, სათესლე და სარგავი მასალის, ცხოველური და მცენარეული წარმოშობის სხვა პროდუქტების საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილების დროებითი შეზღუდვა; ლ) სახელმწიფო საზღვრის ფიზიკური და ტექნიკური დაცვა – სახელმწიფო საზღვრისა და მისი ტექნიკური აღჭურვილობის (შენობა-ნაგებობების, სასაზღვრო გამტარი პუნქტებისა და სხვა ობიექტების) მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა; მ) პორტი – ზღვის სანაპიროს მონაკვეთი და მიმდებარე წყლის სივრცე, რომელიც აღჭურვილია სანაოსნო საშუალებების შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის, სატვირთო და სხვა სამუშაოთა ჩასატარებლად საჭირო მუდმივი მოწყობილობებითა და ჰიდროტექნიკური ნაგებობებით და რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია; ნ) სამხედრო გემი – რომელიმე სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების კუთვნილი ნებისმიერი სანაოსნო საშუალება, რომელსაც მეთაურობს ამ სახელმწიფოს საზღვაო-სანაოსნო ოფიცერთა სიაში ან სხვა ამგვარ დოკუმენტში შეტანილი სამხედრო სამსახურის ოფიცერი და რომელსაც უნდა ჰქონდეს სახელმწიფოებრივი კუთვნილების აღმნიშვნელი განმასხვავებელი ნიშნები და უნდა ჰყავდეს სამხედრო დისციპლინისადმი დაქვემდებარებული ეკიპაჟი; ო) სპეციალური დანიშნულების გემი, რომელიც სახელმწიფო დავალებას ასრულებს – ნებისმიერი სახელმწიფოს სანაოსნო საშუალება, რომელიც გამოიყენება სამეცნიერო-კვლევითი ან სხვა არასამეწარმეო საქმიანობისათვის; პ) ატომური გემი – ნებისმიერი სანაოსნო საშუალება, რომელიც აღჭურვილია ატომური ენერგეტიკული დანადგარით ან შეიარაღებულია ატომური იარაღით, ანდა რომელსაც გადააქვს ბირთვული ან სხვა მომწამვლელი ნივთიერება; ჟ) გემის შემოწმება – სანავიგაციო და სანაოსნო საშუალების, აგრეთვე ეკიპაჟის წევრების, მგზავრებისა და ტვირთის დოკუმენტების, აუცილებლობის შემთხვევაში კი გემის სათავსების შემოწმება; რ) სასაზღვრო ინციდენტი – საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს მოქალაქეებსა და მოსაზღვრე სახელმწიფოს სასაზღვრო ფორმირებებს შორის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოსა და მოსაზღვრე სახელმწიფოს მოქალაქეებს შორის კონფლიქტი, რომელიც შეიძლება შეიარაღებული ხასიათის იყოს. საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრ ის კანონი № 812 - სსმ I, № 39 , 25 . 12 .200 4 წ., მუხ. 191 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი № 3152 - სსმ I, № 19 , 01 . 06 .200 6 წ., მუხ. 141 საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრ ის კანონი № 4140 - სსმ I, № 49 , 29 . 12 .200 6 წ., მუხ. 375 საქართველოს 200 8 წლის 5 დეკემბრ ის კანონი № 616 - სსმ I, № 35 , 05 . 12 .200 8 წ., მუხ. 222 საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1154 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №23 · ძალაშია 8 ოქტ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 15 დეკ. 2022
  2. 1 ივლ. 2017· გამოქვეყნდა 11 ნოე. 2015
  3. 8 ოქტ. 2013

    2-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტში 30 კილომეტრიანი სასაზღვრო ზონის განსაზღვრა პრეზიდენტის ბრძანებულებიდან მთავრობის დადგენილებაზე გადავიდა; ამასთან დაემატა სიტყვა „საქართველოს“ სახელმწიფო საზღვრის მითითებებში.

  4. 5 დეკ. 2008

    მე-2 მუხლიდან ამოღებულია „გ 1“ ქვეპუნქტი (სასაზღვრო პოლიციის განმარტება), ხოლო „რ“ ქვეპუნქტში სასაზღვრო ინციდენტის მხარედ სასაზღვრო პოლიციის ნაცვლად დასახელებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო.

  5. 29 დეკ. 2006

    „დ“ ქვეპუნქტის განმარტებას, რომელიც არა უმეტეს 5 კილომეტრის სიგანის ზონას ითვალისწინებს, დაემატა წინადადება: განსაკუთრებულ შემთხვევაში, რელიეფის გათვალისწინებით, პრეზიდენტის ბრძანებულებით სახმელეთო მონაკვეთზე ზონა შეიძლება განისაზღვროს საზღვრის ხაზიდან 30 კილომეტრით.

  6. 1 ივნ. 2006

    მე-2 მუხლში „გ 1)“ ქვეპუნქტი ახლა განსაზღვრავს საქართველოს სასაზღვრო პოლიციას, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას, ხოლო „რ)“ ქვეპუნქტში სასაზღვრო ინციდენტის მხარედ დეპარტამენტის სასაზღვრო ძალების ნაცვლად სასაზღვრო პოლიციაა დასახელებული.

  7. 25 დეკ. 2004

    მე-2 მუხლს დაემატა „გ¹“ ქვეპუნქტი ტერმინით „დეპარტამენტი“, ხოლო „რ“ ქვეპუნქტში სასაზღვრო ძალების მფლობელი ორგანო ახლა ამ ტერმინით არის დასახელებული.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 3

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მილსადენის სამართალისერვისის გვერდი
  • საზღვრის დავებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 28 ივნ. 2023 · №37

  • 7 ცვლილება · ბოლო 15 დეკ. 2022
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 9 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 41

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

  • 10საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დადგენა
  • 12საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი
  • 32საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა

საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

  • 28საქართველოს მიმდებარე ზონა
  • 6კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 1ტერმინების განმარტება

პოლიციის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 1ტერმინების განმარტება

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 3კანონის რეგულირების სფერო

საქართველოს ტყის კოდექსი

  • 2ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2112864110123222232
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახელმწიფო…საქართველოს საზღვაო სი…თუშეთის, ბაწარა-ბაბანე…პოლიციის შესახებკოლხეთის დაცული ტერიტო…საქართველოს მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 28 ივნ. 2023 · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026