Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებმუხლი 1

კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

მუხლი 1. ტერმინების განმარტება

რედაქცია №28 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026
თემები:სატყეო საქმეგარემოს დაცვის დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) „დაცული ტერიტორია“ – „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი განსაზღვრული სტატუსის მქონე სახმელეთო ტერიტორია და/ან ზღვის აკვატორია; ბ) „დაცული ტერიტორიების სისტემა“ – „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დაცული ტერიტორიების სხვადასხვა კატეგორიების ქსელი, რომელიც ფუნქციონირებს და იმართება, როგორც ერთიანი სისტემა; გ) „დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელი“ – ბიოსფერული რეზერვატების, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნების და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო სამართლის ნორმებით დადგენილი სტატუსის მქონე დაცული ტერიტორიების ქსელი; დ) „სახელმწიფო ნაკრძალი“ – დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების I კატეგორიას – მკაცრი ბუნებრივი რეზერვატი (Strict Nature Reserve / Wilderness Area); ე) „ეროვნული პარკი“ – დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების II კატეგორიას – ეროვნული პარკი (National Park); ვ) „აღკვეთილი“ – დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების IV კატეგორიას – ჰაბიტატების/სახეობების მართვის ტერიტორია (Habitat / Species Management Area); ზ) „მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია“ – დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების VI კატეგორიას – რესურსების მართვის დაცული ტერიტორია (Managed Resource Protected Area); თ) „ანთროპოგენური ზემოქმედება“ – ადამიანის, საზოგადოების მხრიდან სასიცოცხლო გარემოზე გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი გარდამქმნელი ზემოქმედება, რომელსაც უმეტესწილად მოსდევს ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევა და ბუნებრივი რესურსების აღუდგენელი განადგურება; ი) „ვიზიტორი“ – დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის პერსონალის გარდა ამ ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაშვებული პირი; კ) “მანიპულაციები“ – მეცნიერული კვლევისა და მოვლა-პატრონობის აქტიური ქმედება და საქმიანობა, კერძოდ, ბუნებრივი მასალის მოპოვება, ლაბორატორიებისა და საცდელი სადგურების მოწყობა, ცხოველთა სახეობების ინტროდუქცია, რეინტროდუქცია, ტრანსლოკაცია, სანიტარიული და სხვა მოვლითი და აღდგენითი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები და სხვა; ლ) „სამენეჯმენტო გეგმა“ – დაცული ტერიტორიის ფუნქციონალურ-გეგმარებითი ორგანიზაციისა და ეკონომიკური დაგეგმვის ინტეგრალური, განხორციელებად ღონისძიებებზე ორიენტირებული დოკუმენტი; მ) (ამოღებულია - 20.07.2018, №3233); ნ) (ამოღებულია); ო) „ისტორიულ-კულტურული ძეგლების კონსერვაცია“ – ისტორიულ-კულტურული ძეგლების არსებულ მდგომარეობაში შენარჩუნება; პ) “მონიტორინგი“ – გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვებისა და მიღებული ინფორმაციის ანალიზისა და პროგნოზირების ერთიანი სისტემა; ჟ) „მდგრადი განვითარება“ – საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც გა­რე­მოს და­ცვისა და საზოგადოების ეკონომიკური განვითარების ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველ­ყოფს ადამიანის ცხოვრების დონის ზრდას და მომავალი თაო­ბების უფლებას, ისარგებლონ შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარის­ხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი; რ) „ეკოსისტემა“ – გარკვეულ ტერიტორიაზე არსებულ ურთიერთმოქმედ ცოცხალ ორგანიზმთა და არაორგანულ ელემენტთა ერთობლიობა; ს) „ბიოლოგიური მრავალფეროვნება“ – ცხოველთა და მცენარეთა მრავალფეროვნება სახეობებს შორის, ერთი სახეობის ფარგლებში და ეკოსისტემებში; ტ) „ჭარბტენიანი ტერიტორიები“ – ჭაობები, ჭანჭრობები, ტორფიანი ადგილები ან წყალსატევები – ბუნებრივი, ხელოვნური, მუდმივი, დროებითი, გამდინარი, გაუდინარი, მტკნარი, ნაკლებად მარილიანი ან მარილიანი, ზღვის აკვატორიის ჩათვლით, რომლის სიღრმე უკუქცევის დროს არ აღემატება 6 მეტრს; უ) „ბიომრავალფეროვნების კონვენცია“ – 1992 წლის კონვენცია „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №17, 1994წ., მუხ.

344); ფ) „რამსარის კონვენცია“ – 1971 წლის რამსარის კონვენცია „საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიების შესახებ” (პარლამენტის უწყებანი, №008, 1996 წ.); ქ) „in-situ კონსერვაცია“ – გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა ბიოლოგიური სახეობების დაცვა ბუნებრივ პირობებში; ღ) „დამხმარე (ბუფერული) ზონა“ – დაცული ტერიტორიის გარშემო არსებული ზონა, რომლის გამოყენება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოებს მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის კატეგორიის გამოყენებით. საქართველოს 2007 წლის 23 მაისის კანონი №4791 - სსმ I, №19, 01.06.2007 წ., მუხ.167 საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3233 – ვებგვერდი, 13.08.2018წ .

შემდეგი მუხლი 2

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დაცული ტერიტორიების დაარღვევა4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დაცული სახეობების სამართალისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ ჯორბენაძე

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-28 · №28

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 1ტერმინების განმარტება

გარემოს დაცვის შესახებ

  • 49დაცული ტერიტორიების კატეგორიები

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 1¹ტერმინთა განმარტება
  • 3დაცული ტერიტორიების კატეგორიები
  • 1დაცული ტერიტორიების სისტემის მიზნები

დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებული ტერმინები

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

  • 2ტერმინების განმარტება

გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

  • 3ტერმინების განმარტება

საქართველოს ტყის კოდექსი

  • 2ტერმინთა განმარტება
  • 8დაცული კატეგორიის ტყე

ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებული ტერმინები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
132221¹31492281
მნიშვნელობით ახლოსთუშეთის, ბაწარა-ბაბანე…გარემოს დაცვის შესახებდაცული ტერიტორიების სი…დაცული ტერიტორიების სტ…საქართველოს გარემოს და…საქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 28 მაი. 2026