Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკათუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებმუხლი 1

თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

მუხლი 1. ტერმინების განმარტება

რედაქცია №19 კონსოლიდირებული · 18 თებ. 2025
თემები:წყლის რესურსებისატყეო საქმეგარემოს დაცვის დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) „დაცული ტერიტორია" – „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი განსაზღვრული სტატუსის მქონე სახმელეთო ტერიტორია და/ან ზღვის აკვატორია; ბ) „დაცული ტერიტორიების სისტემა" – „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული დაცული ტერიტორიების სხვადასხვა კატეგორიების ქსელი, რომელიც ფუნქციონირებს და იმართება, როგორც ერთიანი სისტემა; გ) „სახელმწიფო ნაკრძალი" – დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების I კატეგორიას – მკაცრი ბუნებრივი რეზერვატი (Strict Nature Reserve / Wilderness Area); დ) „ეროვნული პარკი" – დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების II კატეგორიას – ეროვნული პარკი (National Park); ე) „ბუნების ძეგლი" – დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების III კატეგორიას – ბუნების ძეგლი (Natural Monument); ვ) „აღკვეთილი" – დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების IV კატეგორიას – ჰაბიტატების/სახეობების მართვის ტერიტორია (Habitat / Species Management Area); ზ) „დაცული ლანდშაფტი" – დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების V კატეგორიას – დაცული ლანდშაფტი (Protected Landscape); თ) (ამოღებულია); ი) „ანთროპოგენური ზემოქმედება" – ადამიანის, საზოგადოების მხრიდან სასიცოცხლო გარემოზე გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი გარდამქმნელი ზემოქმედება, რომელსაც უმეტესწილად მოსდევს ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევა და ბუნებრივი რესურსების აღუდგენელი განადგურება; კ) „ვიზიტორი" – დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის პერსონალის გარდა ამ ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაშვებული პირი; ლ) „მანიპულაციები" – მეცნიერული კვლევისა და მოვლა-პატრონობის აქტიური ქმედება და საქმიანობა, კერძოდ, ბუნებრივი მასალის მოპოვება, ლაბორატორიებისა და საცდელი სადგურების მოწყობა, ცხოველთა სახეობების ინტროდუქცია, რეინტროდუქცია, ტრანსლოკაცია, სანიტარიული და სხვა მოვლითი და აღდგენითი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები და სხვა; მ) „სამენეჯმენტო გეგმა" – დაცული ტერიტორიის ფუნქციონალურ-გეგმარებითი ორგანიზაციისა და ეკონომიკური დაგეგმვის ინტეგრალური, განხორციელებად ღონისძიებებზე ორიენტირებული დოკუმენტი, მიღებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ნ) (ამოღებულია - 20.07.2018, №3232); ო) (ამოღებულია). პ) „მონიტორინგი" – გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვებისა და მიღებული ინფორმაციის ანალიზისა და პროგნოზირების ერთიანი სისტემა; ჟ) „მდგრადი განვითარება" – საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც გარემოს დაცვისა და საზოგადოების ეკონომიკური განვითარების ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის ცხოვრების დონის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას, ისარგებლონ შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი; რ) „ეკოსისტემა" – გარკვეულ ტერიტორიაზე არსებულ ურთიერთმოქმედ ცოცხალ ორგანიზმთა და არაორგანულ ელემენტთა ერთობლიობა; ს) „ბიოლოგიური მრავალფეროვნება" – ცხოველთა და მცენარეთა მრავალფეროვნება სახეობებს შორის, ერთი სახეობის ფარგლებში და ეკოსისტემებში; ტ) „ბიომრავალფეროვნების კონვენცია" – 1992 წლის კონვენცია "ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ" (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №17, 1994წ., მუხ.

344); უ) „მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის კონვენცია" – კონვენცია "მსოფლიო მნიშვნელობის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ"; ფ) „in-situ კონსერვაცია" – გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა ბიოლოგიური სახეობების დაცვა ბუნებრივ პირობებში. საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი № 4684 - სსმ I, № 16 , 07.05.2007წ., მუხ. 126 საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4457-ვებგვერდი, 05.04.2011წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3232 – ვებგვერდი, 13.07.2018წ.

რედაქციების შედარება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) „დაცული ტერიტორია" – „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი განსაზღვრული სტატუსის მქონე სახმელეთო ტერიტორია და/ან ზღვის აკვატორია; ბ) „დაცული ტერიტორიების სისტემა" – „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული დაცული ტერიტორიების სხვადასხვა კატეგორიების ქსელი, რომელიც ფუნქციონირებს და იმართება, როგორც ერთიანი სისტემა; გ) „სახელმწიფო ნაკრძალი" – დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების I კატეგორიას – მკაცრი ბუნებრივი რეზერვატი (Strict Nature Reserve / Wilderness Area); დ) „ეროვნული პარკი" – დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების II კატეგორიას – ეროვნული პარკი (National Park); ე) „ბუნების ძეგლი" – დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების III კატეგორიას – ბუნების ძეგლი (Natural Monument); ვ) „აღკვეთილი" – დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების IV კატეგორიას – ჰაბიტატების/სახეობების მართვის ტერიტორია (Habitat / Species Management Area); ზ) „დაცული ლანდშაფტი" – დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების V კატეგორიას – დაცული ლანდშაფტი (Protected Landscape); თ) (ამოღებულია); ი) „ანთროპოგენური ზემოქმედება" – ადამიანის, საზოგადოების მხრიდან სასიცოცხლო გარემოზე გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი გარდამქმნელი ზემოქმედება, რომელსაც უმეტესწილად მოსდევს ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევა და ბუნებრივი რესურსების აღუდგენელი განადგურება; კ) „ვიზიტორი" – დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის პერსონალის გარდა ამ ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაშვებული პირი; ლ) „მანიპულაციები" – მეცნიერული კვლევისა და მოვლა-პატრონობის აქტიური ქმედება და საქმიანობა, კერძოდ, ბუნებრივი მასალის მოპოვება, ლაბორატორიებისა და საცდელი სადგურების მოწყობა, ცხოველთა სახეობების ინტროდუქცია, რეინტროდუქცია, ტრანსლოკაცია, სანიტარიული და სხვა მოვლითი და აღდგენითი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები და სხვა; მ) „სამენეჯმენტო გეგმა" – დაცული ტერიტორიის ფუნქციონალურ-გეგმარებითი ორგანიზაციისა და ეკონომიკური დაგეგმვის ინტეგრალური, განხორციელებად ღონისძიებებზე ორიენტირებული დოკუმენტი, მიღებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ნ) „ტერიტორიული დაგეგმარება" – სახელმწიფოს ტერიტორიის დაგეგმარება სხვადასხვა ტერიტორიულ რანგში და სხვადასხვა დეტალიზაციით: განსახლების გენერალური სქემებით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რაიონული დაგეგმარების სქემებითა და პროექტებით რეგიონულ დონეზე, გენერალური სქემებითა და მენეჯმენტის გეგმებით სპეციალური მნიშვნელობის ტერიტორიებისა და ზონებისთვის, გენერალური გეგმებით დასახლებებისა და დასახლებების ჯგუფებისთვის და სხვა; [ ნ) (ამოღებულია - 20.07.2018, №3232); (ამოქმედდეს 2019 წლის 3 ივნისიდან) ] ო) (ამოღებულია). პ) „მონიტორინგი" – გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვებისა და მიღებული ინფორმაციის ანალიზისა და პროგნოზირების ერთიანი სისტემა; ჟ) „მდგრადი განვითარება" – საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც გარემოს დაცვისა და საზოგადოების ეკონომიკური განვითარების ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის ცხოვრების დონის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას, ისარგებლონ შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი; რ) „ეკოსისტემა" – გარკვეულ ტერიტორიაზე არსებულ ურთიერთმოქმედ ცოცხალ ორგანიზმთა და არაორგანულ ელემენტთა ერთობლიობა; ს) „ბიოლოგიური მრავალფეროვნება" – ცხოველთა და მცენარეთა მრავალფეროვნება სახეობებს შორის, ერთი სახეობის ფარგლებში და ეკოსისტემებში; ტ) „ბიომრავალფეროვნების კონვენცია" – 1992 წლის კონვენცია "ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ" (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №17, 1994წ., მუხ. 344); უ) „მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის კონვენცია" – კონვენცია "მსოფლიო მნიშვნელობის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ"; ფ) „in-situ კონსერვაცია" – გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა ბიოლოგიური სახეობების დაცვა ბუნებრივ პირობებში. საქართველოს 2007200 7 წლის 27 აპრილის კანონი № 4684 - სსმ I, № 16 , 07.05.2007წ.,07.05.2007 წ., მუხ. 126 საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4457-ვებგვერდი, 05.04.2011წ. საქართველოს 2018 წლის 20  ივლისის  კანონი №3232  –  ვებგვერდი, 13.07.2018წ.

შემდეგი მუხლი 2

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დაცული ტერიტორიების დაარღვევა4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დაცული სახეობების სამართალისერვისის გვერდი
  • ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვასერვისის გვერდი
  • ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ ჯორბენაძე

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-02-18 · №19

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 1ტერმინების განმარტება

გარემოს დაცვის შესახებ

  • 49დაცული ტერიტორიების კატეგორიები

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 1¹ტერმინთა განმარტება
  • 3დაცული ტერიტორიების კატეგორიები
  • 1დაცული ტერიტორიების სისტემის მიზნები

დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებული ტერმინები

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

  • 2ტერმინების განმარტება

გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

  • 3ტერმინების განმარტება

საქართველოს ტყის კოდექსი

  • 2ტერმინთა განმარტება
  • 8დაცული კატეგორიის ტყე

ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებული ტერმინები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
132221¹31492281
მნიშვნელობით ახლოსკოლხეთის დაცული ტერიტო…გარემოს დაცვის შესახებდაცული ტერიტორიების სი…დაცული ტერიტორიების სტ…საქართველოს გარემოს და…საქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 18 თებ. 2025