Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასატყეო მეურნეობის მართვის შესახებმუხლი 3

სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ

მუხლი 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2017
თემები:სატყეო საქმეგარემოს დაცვის დანაშაულებინახშირბადის ბაზრები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ტყის ფონდი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდი, გარდა ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის და სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიებისა; ბ) ტყის ფონდის მონიტორინგი – ტყის ფონდის შეფასების, მისი მდგომარეობის დინამიკაზე უწყვეტი დაკვირვების, ანალიზისა და პროგნოზირების სისტემა; გ) ხე-ტყე – ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებული მერქნული რესურსი; დ) ხე-ტყის დამზადება – ზემდგომი ხე-ტყის მოჭრა და/ან ძირნაყარი ხე-ტყიდან მერქნის ამოღება და გამოზიდვა; ე ) ტყის რესურსი – ტყის ფონდში არსებული მიწის ნაყოფიერი ფენა, ტყის არამერქნული რესურსი (სოკოები, სამკურნალო და ტექნიკური ნედლეული, სხვა ბალახეული, ბუჩქოვანი მცენარეები და მათი პროდუქტები), ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტები და ხის მეორეხარისხოვანი მასალები (თესლი, ნაყოფი, ძირკვი, ლაფანი, ფიჩხი, ნეკერი და სხვა); ვ ) ტყის მოვლა – სატყეო სამეურნეო ღონისძიებათა სისტემა, რომლის მიზანია ტყის მდგრადი და მაღალპროდუქტიული კორომების ჩამოყალიბება, ტყის ბუნებრივი სასარგებლო თვისებებისა და სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება, ტყის ფონდის დაცვა ხანძრებისაგან, ენტომომავნებლებისა და ფიტოდაავადებებისაგან; ზ ) ტყის აღდგენა – სატყეო სამეურნეო ღონისძიებათა მრავალწლიანი ციკლი, რომლის მიზანია ტყით დაუფარავ ფართობებზე, დაბალი სიხშირისა და დეგრადირებულ კორომებში ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა, ტყის გაშენება და გაშენებული ნარგაობის მრავალწლიანი მოვლა; თ ) ხე-ტყის დამზადების ბილეთი – დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც პირს უფლება აქვს ტყის ფონდის ტერიტორიებზე მოიპოვოს ხე-ტყე; ი ) ნადირობის ბილეთი – დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც პირს უფლება აქვს, მოიპოვოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სახეობის ცხოველთა სამყაროს ობიექტი გარკვეულ ტერიტორიაზე, დადგენილ დროში, დაწესებული საშუალების გამოყენებით; კ ) სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა – ტყის ფონდის გამოყენება სათიბად, საძოვრად, სახნავად, საფუტკრისა და პირუტყვის დროებითი სადგომების მოსაწყობად, სატყეო პლანტაციური მეურნეობის საწარმოებლად, მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქტების საწარმოებლად, თევზის მეურნეობის მოსაწყობად; ლ ) არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა – ტყით დაუფარავ ფართობებზე შენობა-ნაგებობების მშენებლობა-მოწყობა, კვებისა და სხვა დანიშნულების ობიექტების მშენებლობა-მოწყობა, საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების მშენებლობა-მოწყობა; მ ) მომსახურების საფასური – შესაბამისი მომსახურებისათვის ტყის მართვის ორგანოსათვის სავალდებულოდ გადასახდელი თანხა; ნ ) ტყითსარგებლობის ხელშეკრულება – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება; ო ) მართვის ორგანო – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო; პ ) სოციალური ჭრა – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში არაკომერციული მიზნით, მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა პირების ხე-ტყით უზრუნველყოფისათვის შესაბამის ღონისძიებათა განხორციელება.

2.ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც საქართ ვ ელოს ტყის კოდექსში.

წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხა (მუხლი 303)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ნახშირბადის კრედიტებისერვისის გვერდი
  • სატყეო სამართალისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ ჯორბენაძე

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2017-06-23 · №1

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ

  • 5მართვის ორგანოს კომპეტენცია ტყის ფონდის მართვის სფეროში
  • 1კანონის მოქმედების სფერო
  • 12ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემა

საქართველოს ტყის კოდექსი

  • 2ტერმინთა განმარტება
  • 35ტყის რესურსების მოპოვება
  • 1კოდექსის მოქმედების სფერო და მიზნები

სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

სახელმწიფო ქონების შესახებ

  • 29¹მერქნული რესურსის გაცემის წესი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

მუზეუმების შესახებ

  • 4კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 3კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
423229¹5112223513
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ტყის კოდექ…სატყეო მეურნეობის მართ…სახელმწიფოს საკუთრებაშ…სახელმწიფო ქონების შეს…საქართველოს გარემოს და…მუზეუმების შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2017