გარემოს დაცვის შესახებ

მუხლი 15. გარემოს დაცვის დაგეგმვა

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით იქმნება გარემოს დაცვის დაგეგმვის სისტემა.

2.გარემოს დაცვის დაგეგმვის სისტემა მოიცავს გრძელვადიან სტრატეგიულ გეგმას (მდგრადი განვითარების სტრატეგია), ხუთწლიან გეგმას (გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამა) და საქმიანობის ობიექტებისათვის შედგენილ გარემოს დაცვის სამენეჯმენტო გეგმას. 2​ 1 . გრძელვადიან სტრატეგიულ გეგმაში (მდგრადი განვითარების სტრატეგია) უნდა აისახოს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უნივერსალური დიზაინის დანერგვის პრინციპი და პერიოდულობა.

3.გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის საფუძველია ქვეყნის მდგრადი განვითარების სტრატეგია, რომელსაც შეიმუშავებს სამინისტრო სხვა დაინტერესებულ უწყებებთან ერთად; მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის პროექტის მომზადების ორგანიზებისათვის. აუცილებელია საზოგადოებრიობის მონაწილეობა მდგრადი განვითარების სტრატეგიის პროექტის შემუშავებაში.

4.მდგრადი განვითარების სტრატეგიის პროექტს განიხილავს და ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.

5.ა) გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამა წარმოადგენს საქართველოს სოციალ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატური გეგმის ნაწილს; ბ) გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამა მტკიცდება საქართველოს მთავრობის განკარგულებით.

6.გარემოს დაცვის მოქმედებათა პროგრამები დგება რეგიონალურ, ადგილობრივ და უწყებრივ დონეებზე.

7.მდგრადი განვითარების სტრატეგია წარმოადგენს მდგრადი განვითარების პრინციპების საფუძველზე შედგენილ სტრატეგიულ გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების თანაფარდობას.

8.ქვეყნის მდგრადი განვითარების სტრატეგიის, გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის, გარემოს დაცვის მოქმედებათა რეგიონალური, უწყებრივი და ადგილობრივი პროგრამებისა და საქმიანობის ობიექტთა გარემოს დაცვის სამენეჯმენტო გეგმების შედგენის წესსა და პერიოდულობას განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5289 - ვებგვერდი, 05.12.2011წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6826 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. თავი V ეკონომიკური მექანიზმები გარემოს დაცვის სფეროში

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №29 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 ივლ. 2020 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
254413151593515861415
მნიშვნელობით ახლოსდაცული ტერიტორიების სი…გარემოსდაცვითი პასუხის…ცხოველთა სამყაროს შესა…გარემოს დაცვის შესახებატმოსფერული ჰაერის დაც…საქართველოს სივრცის და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №38 · ბოლოს შემოწმდა