საქართველოს ტყის კოდექსი

მუხლი 77. სატყეო მეთესლეობა

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ტყის აღდგენა-გაშენებით მაღალპროდუქტიული, მიზნობრივი ტყის ან/და პლანტაციის შექმნის საფუძველია სატყეო მეთესლეობა.

2.სატყეო მეთესლეობის მოწესრიგებისა და განვითარების მიზნით ხორციელდება ტყის მერქნიან სახეობათა: ა) დარაიონება; ბ) მუდმივი სათესლე უბნების მოწყობა; გ) სათესლე მასალის ბანკის შექმნა.

3.ტყის მერქნიან სახეობათა თესლების დამზადების, გადამუშავების, შენახვის, რეალიზაციისა და გამოყენების ხელშეწყობის მიზნით უნდა განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები.

4.ტყის აღდგენა-გაშენებისას გამოიყენება ტყის მერქნიან სახეობათა მაღალი ხარისხის თესლები, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში თესლები შესაბამის კონდიციამდე მიიყვანება.

5.ტყის აღდგენა-გაშენებისას დაუშვებელია დარაიონებული სახეობების თესლებისა და სარგავი მასალის სხვაგან გამოყენება, აგრეთვე შეუმოწმებელი და დაუდგენელი ხარისხის თესლების გამოყენება.

6.ტყის მერქნიან სახეობათა თესლების დამზადებისა და გამოყენების წესი დგინდება „ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ“ დებულებით. თავი XVIII ტყის მოვლა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ტყის აღდგენა-გაშენებით მაღალპროდუქტიული, მიზნობრივი ტყის ან/და პლანტაციის შექმნის საფუძველია სატყეო მეთესლეობა. 2. სატყეო მეთესლეობის მოწესრიგებისა და განვითარების მიზნით ხორციელდება ტყის მერქნიან სახეობათა: ა) დარაიონება; ბ) მუდმივი სათესლე უბნების მოწყობა; გ) სათესლე მასალის ბანკის შექმნა. 3. ტყის მერქნიან სახეობათა თესლების დამზადების, გადამუშავების, შენახვის, რეალიზაციისა და გამოყენების ხელშეწყობის მიზნით უნდა განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები. 4. ტყის აღდგენა-გაშენებისას გამოიყენება ტყის მერქნიან სახეობათა მაღალი ხარისხის თესლები, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში თესლები შესაბამის კონდიციამდე მიიყვანება. 5. ტყის აღდგენა-გაშენებისას დაუშვებელია დარაიონებული სახეობების თესლებისა და სარგავი მასალის სხვაგან გამოყენება, აგრეთვე შეუმოწმებელი და დაუდგენელი ხარისხის თესლების გამოყენება. 6. ტყის მერქნიან სახეობათა თესლების დამზადებისა და გამოყენების წესი დგინდება „ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ“ დებულებით. თავი XVIII ტყის მოვლა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 28 მაი. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2430365429¹11387554531077
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ტყის კოდექ…ქარსაფარი (მინდორდაცვი…საქართველოს ადმინისტრა…სატყეო მეურნეობის მართ…საქართველოს „წითელი ნუ…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა