1.ამ კოდექსის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2.პასუხისმგებლობის დაკისრება სამართალდამრღვევს არ ათავისუფლებს ტყისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან. აღნიშნული ზიანის ანაზღაურების საფუძვლები და წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
თავი XXII
გარდამავალი დებულებები
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კოდექსის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.2. პასუხისმგებლობის დაკისრება სამართალდამრღვევს არ ათავისუფლებს ტყისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან. აღნიშნული ზიანის ანაზღაურების საფუძვლები და წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.თავი XXIIგარდამავალი დებულებები მუხლი 92. ტყითსარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიისა და იჯარის, მიჩენის მიზნით ტყითსარგებლობის განხორციელებისა და სხვა საკითხების მოწესრიგება გარდამავალ პერიოდში 1. ამ კოდექსის ამოქმედებამდე ტყითსარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზია და იჯარა ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი მოქმედების ვადის განმავლობაში. 2. ამ კოდექსის ამოქმედებამდე ტყითსარგებლობის სფეროში მიჩენის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად დადებული ხელშეკრულება ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი მოქმედების ვადის განმავლობაში. 3. ამ კოდექსის ამოქმედებამდე გაცემული ტყითსარგებლობის უფლების მიმნიჭებელი დოკუმენტი ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი მოქმედების ვადის განმავლობაში. 4. ელექტროსადგურების, მილსადენების, ელექტრული ქსელების ინფრასტრუქტურის უსაფრთხო ექსპლუატაციის მიზნით მათი დაცვის ზონებში მოხვედრილ ფართობებზე განაკაფის ზოლის დასაცავად ხე-მცენარეების მოჭრა, აგრეთვე მათი ფუნქციონირებისთვის საჭირო/აუცილებელი სამუშაოები კომპენსირების გარეშე ხორციელდება. 5. ამ კოდექსის ამოქმედებამდე შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ დამტკიცებული ტყის მართვის გეგმები ინარჩუნებს ძალას მათი სარევიზიო პერიოდის ამოწურვამდე. ამასთანავე, 2021 წლის 1 იანვრამდე ჩატარებული/დაგეგმილი ტყეთმოწყობის სამუშაოების საფუძველზე შემუშავებული ტყის მართვის გეგმები დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით. ამ კოდექსის ამოქმედებამდე მოქმედი ტყის მართვის გეგმების ამ კოდექსის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის საკითხი განისაზღვროს „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესით“. 6. სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს მიერ 2021 წლის 1 იანვრამდე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებები, რომლებიც დაკავშირებულია ტყის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (ერთწლოვანი კულტურების) მოყვანასთან, გაგრძელდეს ამ კოდექსის ამოქმედებამდე მოქმედი წესით. 7. ამ კოდექსის მე-14 მუხლით გათვალისწინებული პირობების გარდა, საქართველოს ტყის საზღვრის კორექტირება შეიძლება განხორციელდეს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 8. ამ კოდექსის 56-ე მუხლით განსაზღვრული სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა 2026 წლის 1 იანვრამდე გულისხმობს აგრეთვე 2021 წლის 1 იანვრამდე ტყეში არსებული ბაღებით (მათ შორის, კაკლოვანი კულტურების ბაღებით), ვენახებითა და ჩაის პლანტაციებით სარგებლობას. საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1098 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.
ამ მუხლის ტექსტები დროში
1 იან. 2024 – 1 იან. 2027ტექსტი უცნობია
28 მაი. 2020 – 18 მარ. 2021ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ტყის კოდექ…წყლის რესურსების მართვ…ატმოსფერული ჰაერის დაც…ცოცხალი გენმოდიფიცირებ…სამეწარმეო საქმიანობის…კულტურის შესახებ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა