Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ტყის კოდექსიმუხლი 92

საქართველოს ტყის კოდექსი

მუხლი 92. ტყითსარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიისა და იჯარის, მიჩენის მიზნით ტყითსარგებლობის განხორციელებისა და სხვა საკითხების მოწესრიგება გარდამავალ პერიოდში

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.ამ კოდექსის ამოქმედებამდე ტყითსარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზია და იჯარა ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი მოქმედების ვადის განმავლობაში.

2.ამ კოდექსის ამოქმედებამდე ტყითსარგებლობის სფეროში მიჩენის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად დადებული ხელშეკრულება ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი მოქმედების ვადის განმავლობაში. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია გააგრძელოს ეს ვადა. ამ შემთხვევაში მიჩენის ჯამური ვადა 49 წელს არ უნდა აღემატებოდეს.

3.ამ კოდექსის ამოქმედებამდე გაცემული ტყითსარგებლობის უფლების მიმნიჭებელი დოკუმენტი ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი მოქმედების ვადის განმავლობაში.

4.ელექტროსადგურების, მილსადენების, ელექტრული ქსელების ინფრასტრუქტურის უსაფრთხო ექსპლუატაციის მიზნით მათი  დაცვის ზონებში მოხვედრილ ფართობებზე განაკაფის ზოლის დასაცავად ხე-მცენარეების მოჭრა, აგრეთვე მათი ფუნქციონირებისთვის საჭირო/აუცილებელი სამუშაოები კომპენსირების გარეშე ხორციელდება.

5.ამ კოდექსის ამოქმედებამდე შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ დამტკიცებული ტყის მართვის გეგმები ინარჩუნებს ძალას მათი სარევიზიო პერიოდის ამოწურვამდე. ამასთანავე, 2021 წლის 1 იანვრამდე ჩატარებული/დაგეგმილი ტყეთმოწყობის სამუშაოების საფუძველზე შემუშავებული ტყის მართვის გეგმები დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით. ამ კოდექსის ამოქმედებამდე მოქმედი ტყის მართვის გეგმების ამ კოდექსის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის საკითხი განისაზღვროს „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესით“.

6.სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს მიერ 2021 წლის 1 იანვრამდე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებები, რომლებიც დაკავშირებულია ტყის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (ერთწლოვანი კულტურების) მოყვანასთან, გაგრძელდეს ამ კოდექსის ამოქმედებამდე მოქმედი წესით.

7.ამ კოდექსის მე-14 მუხლით გათვალისწინებული პირობების გარდა, საქართველოს ტყის საზღვრის კორექტირება შეიძლება განხორციელდეს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

8.ამ კოდექსის 56-ე მუხლით განსაზღვრული სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა 2026 წლის 1 იანვრამდე  გულისხმობს აგრეთვე 2021 წლის 1 იანვრამდე ტყეში არსებული ბაღებით (მათ შორის, კაკლოვანი კულტურების ბაღებით), ვენახებითა და ჩაის პლანტაციებით სარგებლობას. საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1098 – ვებგვერდი, 24.12.2021წ. საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1772 – ვებგვერდი, 01.07.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2024 – 1 იან. 2027 ტექსტი უცნობია

  2. 28 მაი. 2020 – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივლ. 2026
  2. 24 დეკ. 2021

    92-ე მუხლს დაემატა 5–8 პუნქტები გარდამავალი რეგულირებით ტყის მართვის გეგმების, ადმინისტრაციული წარმოებების, საზღვრის კორექტირებისა და სასოფლო-სამეურნეო ტყითსარგებლობის შესახებ.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 91შემდეგი მუხლი 93

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 24 ივნ. 2026 · №8

  • 2 ცვლილება · ბოლო 1 ივლ. 2026

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ტყის კოდექსი

  • 95კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები/გამოსაცემი ნორმატიული აქტები
  • 3ტყის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა
  • 96კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 66უკანონო ტყითსარგებლობა, ტყითსარგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 39სარგებლობის ლიცენზიების გარდამავალი რეგულირება
  • 16საქმიანობის ლიცენზიის ამოქმედება და მოქმედების ვადა
  • 19სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი. სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა

გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 5ქონებრივი ურთიერთობები, მიწით, სასარგებლო წიაღისეულითა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 15ლიცენზიის მოქმედება დროსა და სივრცეში

სახელმწიფო ქონების შესახებ

  • 46ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები

წიაღის შესახებ

  • 10წიაღით სარგებლობის ვადები
  • 9წიაღით სარგებლობის ლიცენზირება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
39161966109461595396592
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ტყის კოდექ…საქართველოს ადმინისტრა…ლიცენზიებისა და ნებართ…გურიის ეროვნული პარკის…ენერგეტიკისა და წყალმო…სახელმწიფო ქონების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026 · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026