აკვაკულტურის შესახებ

მუხლი 20. აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას მიწის ნაკვეთით სარგებლობა

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ხმელეთზე განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციის გამოყენების შემთხვევაში აკვაკულტურის სუბიექტს იმ ტერიტორიისთვის, რომელზედაც მას სურს აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელება, ესაჭიროება მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (იჯარის ხელშეკრულება, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი).

2.აკვაკულტურის საქმიანობის კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განხორციელების შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთზე უფლება დადასტურებულად მიიჩნევა, თუ არსებობს ამ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის წინასწარი თანხმობა, რომ აკვაკულტურის ნებართვის გაცემის შემთხვევაში იგი შესაბამის პირთან დადებს მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულებას. აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა ამ ხელშეკრულების (თანხმობის) მოქმედების ვადით. აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებამდე აუცილებელია აღნიშნული ხელშეკრულების (თანხმობის) მოქმედების ვადის გაგრძელება.

3.აკვაკულტურის სუბიექტს უფლება აქვს, აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად მოითხოვოს სახელმწიფოს/თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე  იჯარის უფლება. აკვაკულტურის სუბიექტის მიერ შესაბამისი წყალსატევის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო მიწის ნაკვეთით სარგებლობა რეგულირდება ამ მიწის ნაკვეთის მესაკუთრესა და აკვაკულტურის სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულებით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ხმელეთზე განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციის გამოყენების შემთხვევაში აკვაკულტურის სუბიექტს იმ ტერიტორიისთვის, რომელზედაც მას სურს აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელება, ესაჭიროება მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (იჯარის ხელშეკრულება, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი). 2. აკვაკულტურის საქმიანობის კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განხორციელების შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთზე უფლება დადასტურებულად მიიჩნევა, თუ არსებობს ამ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის წინასწარი თანხმობა, რომ აკვაკულტურის ნებართვის გაცემის შემთხვევაში იგი შესაბამის პირთან დადებს მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულებას. აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა ამ ხელშეკრულების (თანხმობის) მოქმედების ვადით. აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებამდე აუცილებელია აღნიშნული ხელშეკრულების (თანხმობის) მოქმედების ვადის გაგრძელება. 3. აკვაკულტურის სუბიექტს უფლება აქვს, აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად მოითხოვოს სახელმწიფოს/თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე  იჯარის უფლება. აკვაკულტურის სუბიექტის მიერ შესაბამისი წყალსატევის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო მიწის ნაკვეთით სარგებლობა რეგულირდება ამ მიწის ნაკვეთის მესაკუთრესა და აკვაკულტურის სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 1 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
48472586²9527171819102420
მნიშვნელობით ახლოსაკვაკულტურის შესახებლიცენზიებისა და ნებართ…საქართველოს ადმინისტრა…წყლის რესურსების მართვ…კულტურული მემკვიდრეობი…დაცული ტერიტორიების სი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა