აკვაკულტურის შესახებ

მუხლი 18. აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად იჯარის მოთხოვნა

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო/სავალდებულო იჯარის ხელშეკრულება უნდა დაიდოს აკვაკულტურის სუბიექტსა და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირს/ორგანოს შორის. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის მიზნებისთვის ტყითსარგებლობის განსახორციელებლად დაინტერესებული პირი იხდის მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის სანებართვო საფასურს/მოსაკრებელს.

2.აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო იჯარის ხელშეკრულება განსაზღვრავს იჯარის პირობებს, მათ შორის, ადგენს იჯარის ვადას და მისი გაგრძელების შესაძლებლობას, საიჯარო ფართობის ადგილმდებარეობასა და გეოგრაფიულ კოორდინატებს, საიჯარო ქირის ოდენობას.

3.აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო იჯარის უფლების ვადას. იჯარის უფლება შეიძლება გაგრძელდეს, თუ აკვაკულტურის სუბიექტი არ არღვევს იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრულ იჯარის პირობებს.

4.აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად იჯარით გაცემულ სახელმწიფო ან ადგილობრივ ქონებაზე იჯარის უფლების შესახებ ინფორმაცია საჯაროა. საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1099 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო/სავალდებულო იჯარის ხელშეკრულება უნდა დაიდოს აკვაკულტურის სუბიექტსა და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირს/ორგანოს შორის. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის მიზნებისთვის ტყითსარგებლობის განსახორციელებლად დაინტერესებული პირი იხდის მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის სანებართვო საფასურს/მოსაკრებელს. 2. აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო იჯარის ხელშეკრულება განსაზღვრავს იჯარის პირობებს, მათ შორის, ადგენს იჯარის ვადას და მისი გაგრძელების შესაძლებლობას, საიჯარო ფართობის ადგილმდებარეობასა და გეოგრაფიულ კოორდინატებს, საიჯარო ქირის ოდენობას. 3. აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო იჯარის უფლების ვადას. იჯარის უფლება შეიძლება გაგრძელდეს, თუ აკვაკულტურის სუბიექტი არ არღვევს იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრულ იჯარის პირობებს. 4. აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად იჯარით გაცემულ სახელმწიფო ან ადგილობრივ ქონებაზე იჯარის უფლების შესახებ ინფორმაცია საჯაროა. საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1099 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 24 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე მიქაუტაძე

სალომე მიქაუტაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2586²6566581445961921920718
მნიშვნელობით ახლოსაკვაკულტურის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…ლიცენზიებისა და ნებართ…საქართველოს ტყის კოდექ…ცხოველთა და მცენარეთა …საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა