აკვაკულტურის შესახებ

მუხლი 21. აკვაკულტურის საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასება

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.წელიწადში 40 ტონაზე მეტი წარმადობის აკვაკულტურის მეურნეობის მოწყობის მოთხოვნის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელმა განაცხადთან ერთად უნდა წარადგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ინფორმაცია დაგეგმილი საქმიანობის შესახებ (საქმიანობის მოკლე აღწერა); ბ) ინფორმაცია დაგეგმილი საქმიანობის მახასიათებლების შესახებ (საქმიანობის განხორციელების ადგილი, GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატების მითითებით (shp-ფაილთან ერთად)); გ) ინფორმაცია საქმიანობის განხორციელების შედეგად გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების ხასიათის თაობაზე, შემდეგი მახასიათებლების მიხედვით: გ.ა) საქმიანობის მახასიათებლები (საქმიანობის მასშტაბი; არსებულ საქმიანობასთან ან/და დაგეგმილ საქმიანობასთან კუმულაციური ზემოქმედება; ბუნებრივი რესურსების (განსაკუთრებით – წყლის, ნიადაგის, მიწის,  ბიომრავალფეროვნების) გამოყენება; ნარჩენების წარმოქმნა; გარემოს დაბინძურება და ხმაური; საქმიანობასთან დაკავშირებული მასშტაბური ავარიის ან/და კატასტროფის რისკი); გ.ბ) დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი და მისი თავსებადობა ჭარბტენიან ტერიტორიასთან, შავი ზღვის სანაპირო ზოლთან, ტყით დაფარულ ტერიტორიასთან, სადაც გაბატონებულია საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობები, დაცულ ტერიტორიასთან, დასახლებულ ტერიტორიასთან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლსა და სხვა ობიექტთან, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ლანდშაფტურ, სარეკრეაციო და სატყეო ტერიტორიებთან (ზონებთან); გ.გ) საქმიანობის შედეგად გარემოზე შესაძლო ზემოქმედება (ზემოქმედების ტრანსსასაზღვრო ხასიათი; ზემოქმედების შესაძლო ხარისხი და კომპლექსურობა).

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას განიხილავს აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭო და შეიმუშავებს რეკომენდაციას აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის შესახებ ან ნებართვის მაძიებლისთვის გარემოს ცალკეული ელემენტების/კომპონენტების დამატებითი შესწავლისა და შესაბამისი ინფორმაციის ან/და კვლევების შედეგების წარდგენის ვალდებულების განსაზღვრის თაობაზე.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წარდგენილი ინფორმაციის ან/და კვლევების შედეგების შესწავლის საფუძველზე აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭო ამზადებს აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის საკითხის შესახებ რეკომენდაციას. ამასთანავე, ამ ნებართვის გაცემის შესახებ რეკომენდაციის მომზადების შემთხვევაში აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭო უფლებამოსილია განსაზღვროს ნებართვის ფარგლებში აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული პირობები, რომლებიც აღნიშნულ ნებართვაში აისახება და მისი განუყოფელი ნაწილი იქნება. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №796 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 4 ივლ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26¹⁰482586²258¹ (დ…111382615172221
მითითებამნიშვნელობით ახლოსაკვაკულტურის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…ლიცენზიებისა და ნებართ…სამრეწველო ემისიების შ…გარემოსდაცვითი შეფასებ…კულტურული მემკვიდრეობი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა