აკვაკულტურის შესახებ

მუხლი 40. გარდამავალი დებულებები

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 1 მარტამდე დაამტკიცოს: ა) აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტი; ბ) აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესი და სანებართვო პირობები; გ) (ამოღებულია - 01.02.2022, №1356); დ) (ამოღებულია - 01.02.2022, №1356) ; ე) აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭოს შემადგენლობა, მუშაობის ორგანიზება და საქმიანობის წესი.

1¹.საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 31 დეკემბრამდე დაამტკიცოს: ა) საზღვაო წყლებში აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონა/ზონები; ბ) აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმა.

2.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2021 წლის 1 მარტამდე გამოსცეს ბრძანებები: ა) აკვაკულტურის  მრჩეველთა  საბჭოს  შემადგენლობისა  და  საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე; ბ) უცხო სახეობის შემოყვანის წესისა და პირობების შესახებ; გ) აკვაკულტურის კვლევაზე თანხმობის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ; დ) საქართველოში წარმოებული აკვაკულტურის ობიექტის აკვაკულტურისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმისა და გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ.

3.ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული თევზჭერის ლიცენზიები, რომლებიც ითვალისწინებს საქართველოს შიდა წყლების − წყალსატევების დათევზიანებას, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მოქმედების ვადის გასვლამდე ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაუქმებამდე. ამ ლიცენზიების მოქმედების ვადის გასვლის ან მათი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაუქმების შემთხვევაში ექსტენსიური აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად ამ კანონით დადგენილი წესით გაიცემა ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვა.

4.იმ პირებს, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ახორციელებდნენ ამავე კანონით მოწესრიგებულ აკვაკულტურის საქმიანობას, უფლება აქვთ, გააგრძელონ ეს საქმიანობა. აღნიშნული პირები ვალდებული არიან ამ კანონის ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში უზრუნველყონ აკვაკულტურის ნებართვის მიღება.

5.საქართველოს ტერიტორიული წყლების (ტერიტორიული ზღვის) და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სივრცითი დაგეგმვის განსაზღვრამდე საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა ამ კანონის შესაბამისად შექმნილი აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის ფარგლებში. საქართველოს 2022 წლის 1 თებერვლის კანონი №1356 – ვებგვერდი, 08.02.2022წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 1 მარტამდე დაამტკიცოს: ა) აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტი; ბ) აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესი და სანებართვო პირობები; გ) (ამოღებულია - 01.02.2022, №1356); დ) (ამოღებულია - 01.02.2022, №1356) ; ე) აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭოს შემადგენლობა, მუშაობის ორგანიზება და საქმიანობის წესი. 1 1 . საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 31 დეკემბრამდე დაამტკიცოს: ა) საზღვაო წყლებში აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონა/ზონები; ბ) აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმა. 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2021 წლის 1 მარტამდე გამოსცეს ბრძანებები: ა) აკვაკულტურის  მრჩეველთა  საბჭოს  შემადგენლობისა  და  საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე; ბ) უცხო სახეობის შემოყვანის წესისა და პირობების შესახებ; გ) აკვაკულტურის კვლევაზე თანხმობის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ; დ) საქართველოში წარმოებული აკვაკულტურის ობიექტის აკვაკულტურისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმისა და გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ. 3. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული თევზჭერის ლიცენზიები, რომლებიც ითვალისწინებს საქართველოს შიდა წყლების − წყალსატევების დათევზიანებას, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მოქმედების ვადის გასვლამდე ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაუქმებამდე. ამ ლიცენზიების მოქმედების ვადის გასვლის ან მათი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაუქმების შემთხვევაში ექსტენსიური აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად ამ კანონით დადგენილი წესით გაიცემა ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვა. 4. იმ პირებს, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ახორციელებდნენ ამავე კანონით მოწესრიგებულ აკვაკულტურის საქმიანობას, უფლება აქვთ, გააგრძელონ ეს საქმიანობა. აღნიშნული პირები ვალდებული არიან ამ კანონის ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში უზრუნველყონ აკვაკულტურის ნებართვის მიღება. 5. საქართველოს ტერიტორიული წყლების (ტერიტორიული ზღვის) და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სივრცითი დაგეგმვის განსაზღვრამდე საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა ამ კანონის შესაბამისად შექმნილი აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის ფარგლებში. საქართველოს 2022 წლის 1 თებერვლის კანონი №1356 – ვებგვერდი, 08.02.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 8 თებ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
67¹2486²103756014411245502340
მითითებამნიშვნელობით ახლოსაკვაკულტურის შესახებტურიზმის შესახებსურსათის/ცხოველის საკვ…სავალდებულო სერტიფიცირ…პროდუქტის უსაფრთხოების…ატმოსფერული ჰაერის დაც…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა