აკვაკულტურის შესახებ

მუხლი 4. აკვაკულტურის სახელმწიფო მართვა

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აკვაკულტურის სფეროში ურთიერთობების სამართლებრივ რეგულირებას, აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას გარემოსა და წყლის ბუნებრივი რესურსების დაცვას, სასურსათო, რეკრეაციული, სოციალური და სხვა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, აგრეთვე აკვაკულტურის მდგრადი განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას უზრუნველყოფს სამინისტრო.

2.აკვაკულტურის სფეროში სამინისტრო უზრუნველყოფს: ა) აკვაკულტურის მდგრადი განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას; ბ) აკვაკულტურის სფეროში სამართლებრივი აქტების (მათ შორის, სტრატეგიების, სამოქმედო გეგმების, კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების) პროექტების შემუშავებას და დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობისთვის წარდგენას, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემას და შესაბამისი ნორმატიული აქტების აღსრულების სახელმწიფო კონტროლს; გ) (ამოღებულია - 17.03.2022, №1450); დ) სხვა უფლებამოსილ სახელმწიფო დაწესებულებებსა და უწყებებთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობისთვის საზღვაო წყლებში აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის დასამტკიცებლად წარდგენას; ე) აკვაკულტურის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობას; ვ) აკვაკულტურის სახელმწიფო მართვისა და მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად სამეცნიერო კვლევების ჩატარებისა და შესაბამისი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობას; ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, აკვაკულტურის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

3.ამ კანონით განსაზღვრული აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვას გასცემს, ერთი სარკმლის პრინციპით აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემისთვის საჭირო ლიცენზიის/ნებართვის ან თანხმობის მოპოვებაში აკვაკულტურის სუბიექტს ხელს უწყობს და კანონით დადგენილ ფარგლებში აკვაკულტურის სუბიექტის უფლებებს იცავს სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო. გარემოს ეროვნული სააგენტო: ა) არის ამ კანონით განსაზღვრული აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მქონე ორგანო; ბ) კოორდინაციას უწევს აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის პროცესს ნებართვის მაძიებლის მიერ განაცხადის წარდგენიდან გადაწყვეტილების მიღების ჩათვლით, აგრეთვე საზღვაო არეალის ზონირების, აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომობას; გ) უზრუნველყოფს აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განაცხადის დაინტერესებულ ორგანოებთან შეთანხმებას, ხელს უწყობს ნებართვის მაძიებელს უფლებამოსილი ორგანოებისგან შესაბამის სახელმწიფო ან ადგილობრივ ქონებაზე საჭირო უფლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებაში; დ) ამ კანონით განსაზღვრული აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭოს დასკვნის საფუძველზე აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის მფლობელს აძლევს თანხმობას უცხო სახეობის შემოყვანაზე; ე) მონაწილეობს აკვაკულტურის სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში; ვ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4.აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას გამოსაყენებელ საკვებთან, ვეტერინარულ პრეპარატთან, აკვაკულტურის ობიექტის ჯანმრთელობის მართვასა და სერტიფიცირებასთან დაკავშირებულ უფლებამოსილებებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1450 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. აკვაკულტურის სფეროში ურთიერთობების სამართლებრივ რეგულირებას, აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას გარემოსა და წყლის ბუნებრივი რესურსების დაცვას, სასურსათო, რეკრეაციული, სოციალური და სხვა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, აგრეთვე აკვაკულტურის მდგრადი განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას უზრუნველყოფს სამინისტრო. 2. აკვაკულტურის სფეროში სამინისტრო უზრუნველყოფს: ა) აკვაკულტურის მდგრადი განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას; ბ) აკვაკულტურის სფეროში სამართლებრივი აქტების (მათ შორის, სტრატეგიების, სამოქმედო გეგმების, კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების) პროექტების შემუშავებას და დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობისთვის წარდგენას, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემას და შესაბამისი ნორმატიული აქტების აღსრულების სახელმწიფო კონტროლს; გ) (ამოღებულია - 17.03.2022, №1450); დ) სხვა უფლებამოსილ სახელმწიფო დაწესებულებებსა და უწყებებთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობისთვის საზღვაო წყლებში აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის დასამტკიცებლად წარდგენას; ე) აკვაკულტურის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობას; ვ) აკვაკულტურის სახელმწიფო მართვისა და მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად სამეცნიერო კვლევების ჩატარებისა და შესაბამისი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობას; ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, აკვაკულტურის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. 3. ამ კანონით განსაზღვრული აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვას გასცემს, ერთი სარკმლის პრინციპით აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემისთვის საჭირო ლიცენზიის/ნებართვის ან თანხმობის მოპოვებაში აკვაკულტურის სუბიექტს ხელს უწყობს და კანონით დადგენილ ფარგლებში აკვაკულტურის სუბიექტის უფლებებს იცავს სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო. გარემოს ეროვნული სააგენტო: ა) არის ამ კანონით განსაზღვრული აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მქონე ორგანო; ბ) კოორდინაციას უწევს აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის პროცესს ნებართვის მაძიებლის მიერ განაცხადის წარდგენიდან გადაწყვეტილების მიღების ჩათვლით, აგრეთვე საზღვაო არეალის ზონირების, აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომობას; გ) უზრუნველყოფს აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განაცხადის დაინტერესებულ ორგანოებთან შეთანხმებას, ხელს უწყობს ნებართვის მაძიებელს უფლებამოსილი ორგანოებისგან შესაბამის სახელმწიფო ან ადგილობრივ ქონებაზე საჭირო უფლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებაში; დ) ამ კანონით განსაზღვრული აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭოს დასკვნის საფუძველზე აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის მფლობელს აძლევს თანხმობას უცხო სახეობის შემოყვანაზე; ე) მონაწილეობს აკვაკულტურის სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში; ვ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას გამოსაყენებელ საკვებთან, ვეტერინარულ პრეპარატთან, აკვაკულტურის ობიექტის ჯანმრთელობის მართვასა და სერტიფიცირებასთან დაკავშირებულ უფლებამოსილებებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1450 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 1 მაი. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 24 მარ. 2022

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
52386²5¹18136218312564
მნიშვნელობით ახლოსაკვაკულტურის შესახებგარემოს დაცვის შესახებკულტურული მემკვიდრეობი…დაცული ტერიტორიების სი…საქართველოს ადმინისტრა…ცხოველთა სამყაროს შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა