აკვაკულტურის შესახებ

მუხლი 39. ეკოლოგიური მონიტორინგი

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას საზღვაო წყლებსა და საქართველოს შიდა წყლებში − წყალსატევებში განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციის გამოყენების შემთხვევაში, აგრეთვე ექსტენსიური აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას აკვაკულტურის  სუბიექტის მიერ მისთვის განსაზღვრულ აკვატორიაში აკვაკულტურის საქმიანობის დაწყების შემდეგ ყოველ წელს, არანაკლებ 2 სეზონის განმავლობაში სააგენტო აკვაკულტურის სუბიექტის მიმართ ეკოლოგიურ მონიტორინგს ახორციელებს.

2.ეკოლოგიური მონიტორინგის საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს აკვაკულტურის სუბიექტის სავალდებულო ადგილმონაცვლეობა, თუ საფრთხე ექმნება ადგილობრივ ეკოსისტემას, აგრეთვე თევზის ან/და სხვა ჰიდრობიონტის ჩასმის სიმჭიდროვის შემცირება, კონსტრუქციული და ტექნოლოგიური ცვლილებები.

3.ეკოლოგიური მონიტორინგის მიზანია აგრეთვე აკვაკულტურის სუბიექტის გარემოსდაცვითი გავლენის შეფასება, რისკების შეფასება და შესაბამისი დასკვნისა და რეკომენდაციების შემუშავება. თუ ეკოლოგიური მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა გარემოებები, რომლებიც შეიძლება აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონისთვის, აკვაკულტურის პროდუქტისა და მისი უვნებლობისთვის საზიანო იყოს, ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება აკვაკულტურის ნებართვის მფლობელს, აგრეთვე მიიღება ის ზომები და განხორციელდება ის ღონისძიებები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.

4.ეკოლოგიური მონიტორინგის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. თავი XII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას საზღვაო წყლებსა და საქართველოს შიდა წყლებში − წყალსატევებში განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციის გამოყენების შემთხვევაში, აგრეთვე ექსტენსიური აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას აკვაკულტურის  სუბიექტის მიერ მისთვის განსაზღვრულ აკვატორიაში აკვაკულტურის საქმიანობის დაწყების შემდეგ ყოველ წელს, არანაკლებ 2 სეზონის განმავლობაში სააგენტო აკვაკულტურის სუბიექტის მიმართ ეკოლოგიურ მონიტორინგს ახორციელებს. 2. ეკოლოგიური მონიტორინგის საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს აკვაკულტურის სუბიექტის სავალდებულო ადგილმონაცვლეობა, თუ საფრთხე ექმნება ადგილობრივ ეკოსისტემას, აგრეთვე თევზის ან/და სხვა ჰიდრობიონტის ჩასმის სიმჭიდროვის შემცირება, კონსტრუქციული და ტექნოლოგიური ცვლილებები. 3. ეკოლოგიური მონიტორინგის მიზანია აგრეთვე აკვაკულტურის სუბიექტის გარემოსდაცვითი გავლენის შეფასება, რისკების შეფასება და შესაბამისი დასკვნისა და რეკომენდაციების შემუშავება. თუ ეკოლოგიური მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა გარემოებები, რომლებიც შეიძლება აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონისთვის, აკვაკულტურის პროდუქტისა და მისი უვნებლობისთვის საზიანო იყოს, ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება აკვაკულტურის ნებართვის მფლობელს, აგრეთვე მიიღება ის ზომები და განხორციელდება ის ღონისძიებები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით. 4. ეკოლოგიური მონიტორინგის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. თავი XII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 1 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
86²202045344639 (დ…36 (დ…41143122439
მითითებამნიშვნელობით ახლოსაკვაკულტურის შესახებსამრეწველო ემისიების შ…საქართველოს ადმინისტრა…ნაგავსაყრელის მოწყობის…მეზღვაურთა განათლებისა…დაცული ტერიტორიების სი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა