დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

მუხლი 24. გარდამავალი დებულებანი

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.(ამოღებულია - 17.02.2016, №4736).

2.2013 წლის 1 ივნისამდე გამოიცეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებები: ა) „დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“; ბ)„დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“.

3.2013 წლის 1 ივლისამდე მიღებულ იქნეს საქართველოს მთავრობის დადგენილება „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.

4.2013 წლის 1 დეკემბრამდე გამოიცეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებები: ა) „დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპებისა და პროცედურის შესახებ“; ბ) (ამოღებულია - 17.02.2016, №4736).

4¹.2016 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გამოსცეს ბრძანება „საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“.

4².2016 წლის 1 ივლისამდე საქართველოს მთავრობამ მიიღოს დადგენილება „დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევისას და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.

5.( ამოღებულ ია – 25.03.2013, №476).

6.2014 წლის 1 ივნისამდე მიღებულ იქნეს საქართველოს მთავრობის დადგენილება „დაცული ტერიტორიების საზღვრების დემარკაციის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“.

7.2013 წლის 31 დეკემბრამდე არსებული დაცული ტერიტორიების საზღვრების დემარკაცია დასრულდეს 2016 წლის 31 დეკემბრამდე.

8.საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 1 მაისამდე მიიღოს დადგენილება „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისა და სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის წესის განსაზღვრის თაობაზე“.

9.საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 1 მარტამდე მიიღოს დადგენილება „დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევის უფლების გადაცემისას და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმით სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“. საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5629 - სსმ I, №48, 27.12.2007 წ., მუხ.419 საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №4863 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 76 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1027 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. ​ საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2307 - ვებგვერდი, 13.05.2014წ. საქართველოს 2016 წლის 17 თებერვლის კანონი №4736 - ვებგვერდი, 25.02.2016წ. საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1103 – ვებგვერდი, 24.12.2021წ. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1454 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №21 · ძალაშია 24 მარ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 24-ე მუხლის მე-8 პუნქტში დადგენილების მიღების ვადა 2022 წლის 1 მარტიდან 1 მაისამდე გადაიწია. იმავე პუნქტში დადგენილების სახელწოდებიდან ამოღებულია სიტყვები „ამ ქონებით“.

  2. · გამოქვეყნდა 24 დეკ. 2021
  3. 24-ე მუხლში პირველი პუნქტის დადგენილების მიღების ვადა 2015 წლის 1 სექტემბრამდეა და დაზუსტდა მისი სახელწოდება; დაემატა დემარკაციის წესისა და დემარკაციის დასრულების ვადები.

  4. 24-ე მუხლის გარდამავალი ნორმებიდან პირველ პუნქტში ჩამოყალიბდა მთავრობის დადგენილების მიღების ვალდებულება 2014 წლის 1 იანვრამდე, ხოლო მე-4 პუნქტში — მინისტრის ორი ბრძანების გამოცემის ვალდებულება 2013 წლის 1 დეკემბრამდე.

  5. · გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    24 მუხლის პირველ–მე-4 პუნქტებში გარდამავალი აქტების გამოცემის ვადები გადაიწია 2013–2014 წლებზე და მინისტრის დასახელება განახლდა; მე-3 პუნქტში დადგენილების სახელწოდება შეიცვალა, მე-4 პუნქტს დაემატა სტრატეგიის ბრძანება, ხოლო მე-5 პუნქტი ამოღებულია.

  6. 24-ე მუხლს დაემატა მე-3–მე-5 პუნქტები, რომლებიც ადგენს ვადებს მთავრობის დადგენილებისა და გარემოს დაცვის მინისტრის ორი ბრძანების გამოსაცემად.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7⁵21141330910360232833135024
მნიშვნელობით ახლოსტურიზმის შესახებპოლიციის შესახებსაჯარო სამართლის იურიდ…მიწის მიზნობრივი დანიშ…გეოდეზიური და კარტოგრა…ფიზიკური და კერძო სამა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა