შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

მუხლი 20. პერსონალური ასისტენტი

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტებსა და წესებს, მათ შორის, პერსონალური ასისტენტის შერჩევის კრიტერიუმებს, ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

2.პერსონალური ასისტენტი არის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელიც გამოხატავს თანხმობას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს გაუწიოს მისთვის საჭირო მომსახურება დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და საკუთარი ცხოვრების კონტროლის გაზრდის მიზნით, განათლების მიღებისას, სამუშაო ადგილზე, საჯარო სერვისებით სარგებლობისას ან ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას.

3.პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდებას ახორციელებს მუნიციპალიტეტი, რომელიც განსაზღვრავს ამ სერვისის მოცულობას და შეიმუშავებს მისი მიწოდების წესს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი III ადმინისტრაციული ორგანოსა და კერძო სამართლის სუბიექტის ვალდებულებები

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტებსა და წესებს, მათ შორის, პერსონალური ასისტენტის შერჩევის კრიტერიუმებს, ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 2. პერსონალური ასისტენტი არის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელიც გამოხატავს თანხმობას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს გაუწიოს მისთვის საჭირო მომსახურება დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და საკუთარი ცხოვრების კონტროლის გაზრდის მიზნით, განათლების მიღებისას, სამუშაო ადგილზე, საჯარო სერვისებით სარგებლობისას ან ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას. 3. პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდებას ახორციელებს მუნიციპალიტეტი, რომელიც განსაზღვრავს ამ სერვისის მოცულობას და შეიმუშავებს მისი მიწოდების წესს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი III ადმინისტრაციული ორგანოსა და კერძო სამართლის სუბიექტის ვალდებულებები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
469¹8516811161 (და…436¹548320
მნიშვნელობით ახლოსახალი კორონავირუსით (S…დასაქმების ხელშეწყობის…სამედიცინო-სოციალური ე…საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს ფინანსთა ს…ფსიქიკური ჯანმრთელობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა