ბავშვის უფლებათა კოდექსი

მუხლი 90. საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბავშვის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და ამ კოდექსის აღსრულების მიზნით საქართველოს მთავრობა ახორციელებს სამართლებრივ, ადმინისტრაციულ, სოციალურ, საგანმანათლებლო და სხვა ღონისძიებებს, მათ შორის: ა) უზრუნველყოფს ბავშვის უფლებათა აღიარების, რეალიზებისა და დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავებითა და განხორციელებით; ბ) ახორციელებს საკანონმდებლო ინიციატივებს და შეიმუშავებს კანონქვემდებარე აქტებს; გ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შეიმუშავებს და ამტკიცებს ბავშვის უფლებათა განხორციელების, დაცვისა და მხარდაჭერის სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს; დ) იღებს ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად საჭირო სხვა ზომებს.

2.ამ მუხლით გათვალისწინებული და ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას საქართველოს მთავრობა ხელმძღვანელობს ბავშვის ან ბავშვთა ჯგუფის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინების პრინციპით, რისთვისაც ამ კოდექსის შესაბამისად ქმნის ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენის შეფასების ფორმალურ მექანიზმს.

3.ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, მათ შორის, ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში, საქართველოს მთავრობის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით იქმნება ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭო.

4.გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია კოორდინაციას უწევს საქართველოს მიერ ნაკისრი ბავშვის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას და ამ კოდექსის აღსრულებას, შესაბამისი სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 27 სექ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
593²37508589972422790
მნიშვნელობით ახლოსბავშვის უფლებათა კოდექ…ადრეული და სკოლამდელი …შეზღუდული შესაძლებლობი…საქართველოს მთავრობის …სოციალური მუშაობის შეს…კონვენცია ბავშვის უფლე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა