შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

მუხლი 28. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შესაბამის უწყებებთან ერთად, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოფს მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობის მხარდაჭერას, აგრეთვე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს შესაბამის სამშენებლო სტანდარტებში/რეგლამენტებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებისადმი გონივრული მისადაგებისა და უნივერსალური დიზაინის სტანდარტებით ადაპტირების სავალდებულო მექანიზმების შემუშავებაში.

2.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია (შემდგომ − ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია) ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და განხორციელებისას უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებას.

3.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით და შესაბამის სფეროში მომუშავე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და სათანადო კვალიფიკაციის ექსპერტთა მონაწილეობით, უზრუნველყოფს: ა) მის მიერ შექმნილი ან/და დაპროექტებული ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებას, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში; ბ) მისი ოფიციალური ვებგვერდისა და მის მიერ შემუშავებული აუდიოვიზუალური მასალის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებას.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შესაბამის უწყებებთან ერთად, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოფს მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობის მხარდაჭერას, აგრეთვე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს შესაბამის სამშენებლო სტანდარტებში/რეგლამენტებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებისადმი გონივრული მისადაგებისა და უნივერსალური დიზაინის სტანდარტებით ადაპტირების სავალდებულო მექანიზმების შემუშავებაში. 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია (შემდგომ − ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია) ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და განხორციელებისას უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებას. 3. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით და შესაბამის სფეროში მომუშავე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და სათანადო კვალიფიკაციის ექსპერტთა მონაწილეობით, უზრუნველყოფს: ა) მის მიერ შექმნილი ან/და დაპროექტებული ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებას, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში; ბ) მისი ოფიციალური ვებგვერდისა და მის მიერ შემუშავებული აუდიოვიზუალური მასალის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9¹7374⁶8²14¹27302453453428
მნიშვნელობით ახლოსტურიზმის შესახებდასაქმების ხელშეწყობის…შეზღუდული შესაძლებლობი…უმაღლესი განათლების შე…ტრანსპორტის სფეროს მარ…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა