გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ
მუხლი 47. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობა
1.გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების მოვალის მიერ შეტანის შემთხვევაში სასამართლო ამ განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხს წყვეტს მისი შეტანიდან 7 დღის ვადაში, ხოლო აღნიშნული განცხადების კრედიტორის მიერ შეტანის შემთხვევაში − მოვალისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსთვის წარდგენიდან 10 დღის ვადაში. ეს ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს ერთჯერადად, საკუთარი ინიციატივით, დასაბუთებული განჩინებით. გაგრძელებული ვადა არ უნდა აღემატებოდეს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხის განხილვისთვის დადგენილ ვადას.
2.გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხს სასამართლო ზეპირი მოსმენით განიხილავს. თუ საქმის ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის, სასამართლო უფლებამოსილია ეს საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს.
3.სასამართლო მმართველად/ზედამხედველად დასანიშნად პირის შერჩევის პროცედურას იწყებს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების მიღებისთანავე. ამ პროცედურით შერჩეულ პირს დაუყოვნებლივ ეცნობება მმართველად/ზედამხედველად მისი მოსალოდნელი დანიშვნის თაობაზე, რათა მაქსიმალურად დროულად იქნეს უზრუნველყოფილი იმ გარემოებების შესწავლა და სათანადოდ მომზადება, რომლებიც გავლენას ახდენს მმართველის/ზედამხედველის მიერ თავისი ფუნქციების შესრულებაზე. მმართველად/ზედამხედველად დასანიშნად შერჩეული პირის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ქვეყნდება ელექტრონულ სისტემაში.
4.
