იურიდიული დახმარების შესახებ

მუხლი 6. პირის გადახდისუუნარობის დადგენა

რედაქცია №34 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.იმ პირთა კატეგორიებს, რომლებიც ამ კანონის მიზნებისათვის გადახდისუუნაროდ ითვლებიან, და გადახდისუუნარობის დადასტურების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

2.საჭიროების შემთხვევაში პირის გადახდისუუნარობის დადგენის მიზნით იურიდიული დახმარების ბიურო ან მიმწოდებელი უფლებამოსილია, მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც ვალდებულია, დაუყოვნებლივ გასცეს სათანადო ინფორმაცია. საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340 საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1779 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. იმ პირთა კატეგორიებს, რომლებიც ამ კანონის მიზნებისათვის გადახდისუუნაროდ ითვლებიან, და გადახდისუუნარობის დადასტურების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 2. საჭიროების შემთხვევაში პირის გადახდისუუნარობის დადგენის მიზნით იურიდიული დახმარების ბიურო ან მიმწოდებელი უფლებამოსილია, მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც ვალდებულია, დაუყოვნებლივ გასცეს სათანადო ინფორმაცია. საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340 საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1779 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. მუხლი 6 1 . ოჯახური დანაშაულის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის მიმდინარე საპროცესო სტატუსისა და ფინანსური მდგომარეობის დადგენა 1. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 1 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ან/და 126 1 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირი, რომელიც ამ კანონის მიხედვით გადახდისუუნარო პირად არ მიიჩნევა, ამავე კანონის მე-5 მუხლის 2 6 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დასადასტურებლად იურიდიული დახმარების სამსახურს მიმართავს და მას შესაბამის წერილობით დოკუმენტაციას წარუდგენს. 2. იურიდიული დახმარების სამსახური უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მიმართვის საფუძველზე, მისი წერილობითი თანხმობის არსებობისას, ამ კანონის მე-5 მუხლის 2 6 პუნქტით გათვალისწინებული პირის მიმდინარე საპროცესო სტატუსისა და დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში მითითებული კვალიფიკაციის დადგენის მიზნით შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვოს სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოსგან. ეს ორგანო  ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია მას დაუყოვნებლივ მიაწოდოს. 3. იურიდიული დახმარების სამსახური ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მიმართვის საფუძველზე, მისი წერილობითი თანხმობის არსებობისას თავად მოიძიოს ამ კანონის მე-5 მუხლის 2 6 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგენისთვის აუცილებელი ინფორმაცია. ყველა ადმინისტრაციული ორგანო და საბანკო დაწესებულება ვალდებულია იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, რომელშიც მითითებულია განმცხადებლის მიერ მისთვის ინფორმაციის მოპოვების უფლებამოსილების გადაცემის თაობაზე, დაუყოვნებლივ, უსასყიდლოდ მიაწოდოს იურიდიული დახმარების სამსახურს ინფორმაცია შესაბამისი პირის ქონებრივი მდგომარეობის, შემოსავლების, საბანკო ანგარიშების, ამ ანგარიშებზე არსებული ნაშთებისა და თანხის ბრუნვის შესახებ. აღნიშნული პირის წერილობით თანხმობაში პირდაპირ უნდა იყოს მითითებული მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის ამ პუნქტით გათვალისწინებული ორგანოებისა და დაწესებულებებისგან გამოთხოვის უფლებამოსილების იურიდიული დახმარების სამსახურისთვის ერთჯერადად გადაცემის თაობაზე. საქართველოს 2022 წლის 21 ივნისის კანონი №1660 – ვებგვერდი, 01.07.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 იან. 2030). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №26 · ძალაშია 1 ივლ. 2022-დან · იცვლება 1 იან. 2030-დან

1. იმ პირთა კატეგორიებს, რომლებიც ამ კანონის მიზნებისათვის გადახდისუუნაროდ ითვლებიან, და გადახდისუუნარობის დადასტურების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 2. საჭიროების შემთხვევაში პირის გადახდისუუნარობის დადგენის მიზნით იურიდიული დახმარების ბიურო ან მიმწოდებელი უფლებამოსილია, მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც ვალდებულია, დაუყოვნებლივ გასცეს სათანადო ინფორმაცია. საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340 საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1779 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. მუხლი 6 1 . ოჯახური დანაშაულის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის მიმდინარე საპროცესო სტატუსისა და ფინანსური მდგომარეობის დადგენა 1. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 1 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ან/და 126 1 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირი, რომელიც ამ კანონის მიხედვით გადახდისუუნარო პირად არ მიიჩნევა, ამავე კანონის მე-5 მუხლის 2 6 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დასადასტურებლად იურიდიული დახმარების სამსახურს მიმართავს და მას შესაბამის წერილობით დოკუმენტაციას წარუდგენს. 2. იურიდიული დახმარების სამსახური უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მიმართვის საფუძველზე, მისი წერილობითი თანხმობის არსებობისას, ამ კანონის მე-5 მუხლის 2 6 პუნქტით გათვალისწინებული პირის მიმდინარე საპროცესო სტატუსისა და დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში მითითებული კვალიფიკაციის დადგენის მიზნით შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვოს სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოსგან. ეს ორგანო  ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია მას დაუყოვნებლივ მიაწოდოს. 3. იურიდიული დახმარების სამსახური ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მიმართვის საფუძველზე, მისი წერილობითი თანხმობის არსებობისას თავად მოიძიოს ამ კანონის მე-5 მუხლის 2 6 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგენისთვის აუცილებელი ინფორმაცია. ყველა ადმინისტრაციული ორგანო და საბანკო დაწესებულება ვალდებულია იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, რომელშიც მითითებულია განმცხადებლის მიერ მისთვის ინფორმაციის მოპოვების უფლებამოსილების გადაცემის თაობაზე, დაუყოვნებლივ, უსასყიდლოდ მიაწოდოს იურიდიული დახმარების სამსახურს ინფორმაცია შესაბამისი პირის ქონებრივი მდგომარეობის, შემოსავლების, საბანკო ანგარიშების, ამ ანგარიშებზე არსებული ნაშთებისა და თანხის ბრუნვის შესახებ. აღნიშნული პირის წერილობით თანხმობაში პირდაპირ უნდა იყოს მითითებული მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის ამ პუნქტით გათვალისწინებული ორგანოებისა და დაწესებულებებისგან გამოთხოვის უფლებამოსილების იურიდიული დახმარების სამსახურისთვის ერთჯერადად გადაცემის თაობაზე. საქართველოს 2022 წლის 21 ივნისის კანონი №1660 – ვებგვერდი, 01.07.2022წ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-6 მუხლის პირველ პუნქტში უფლებამოსილება გადავიდა მინისტრიდან მთავრობაზე და გაფართოვდა: მთავრობა განსაზღვრავს როგორც გადახდისუუნარო პირთა კატეგორიებს, ისე დადასტურების წესს.

  2. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    პირველ პუნქტში გადახდისუუნარობის დადასტურების წესის დამდგენი მინისტრი ახლა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ელვინ შეირიევი

ელვინ შეირიევი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი გუბელაძე

გიორგი გუბელაძე

ადვოკატი გიორგი გუბელაძე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11¹126¹91²⁰545¹1616363¹²363¹⁰18²309¹246477436
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…იურიდიული დახმარების შ…რეაბილიტაციისა და კრედ…დაზღვევის შესახებსააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს საბიუჯეტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №34 · ბოლოს შემოწმდა