Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკარეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებმუხლი 119

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 119. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის საქმიანობის ანაზღაურების წესი

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სასამართლო განსაზღვრავს (ამტკიცებს) გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის საქმიანობისთვის გადასახდელი გონივრული ანაზღაურების ოდენობას მის მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში გაწეული მომსახურებისთვის, აგრეთვე გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის მიერ გაწეული საჭირო ხარჯების ანაზღაურების წესს. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის საქმიანობა გადახდისუუნარობის მასიდან ანაზღაურდება.

2.გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დასრულებამდე სასამართლოს დასამტკიცებლად წარუდგენს მისაღები ანაზღაურების შესახებ ანგარიშს. ამ ანგარიშში ამომწურავად უნდა იყოს აღწერილი მის მიერ გაწეული ყველა მომსახურება და მათი ღირებულებები.

3.სასამართლო უფლებამოსილია: ა) შეამციროს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის მიერ მოთხოვნილი ანაზღაურება, თუ იგი მის გონივრულობასა და საჭიროებას ვერ დაასაბუთებს; ბ) გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის შუამდგომლობის საფუძველზე მისი ანაზღაურება განსაზღვროს ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილზე მეტი ოდენობით, თუ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი დაასაბუთებს მის მიერ დამატებით გაწეული მომსახურების საჭიროებასა და გონივრულობას; გ) გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის შუამდგომლობის საფუძველზე დაადგინოს მისთვის ავანსის სახით წინასწარ გადასახდელი თანხის გადახდა ან გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება, რომელიც მისი საქმიანობისთვის გადასახდელი საბოლოო ანაზღაურების ოდენობის ნახევარს არ უნდა აღემატებოდეს.

4.გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის საქმიანობისთვის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს მის მიერ გაწეული მომსახურების შინაარსსა და მოცულობას და ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს: ა) მომსახურების გაწევისთვის დახარჯულ დროს; ბ) მომსახურების გაწევისთვის განსაზღვრულ ტარიფს; გ) მომსახურების აუცილებლობას გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისთვის; დ)  იქნა თუ არა  მომსახურება გაწეული გონივრულ ვადაში, პრობლემის, საკითხის ან დავალების არსის, სირთულისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით; ე) არის თუ არა ანაზღაურება გონივრული იმავე სახისა და ხარისხის (იმავე დონის პროფესიონალის მიერ გაწეული) მომსახურებისთვის დადგენილ საბაზრო ღირებულებასთან შედარებით.

5.სასამართლო გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის მიერ გაწეული მომსახურების ხარჯის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნას არ დაამტკიცებს, თუ: ა) დაადგენს, რომ მომსახურების გაწევა გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისთვის აუცილებელი არ იყო, ან ანაზღაურების მოცულობას გაუმართლებლად მიიჩნევს; ბ) ხარჯის გაწევამდე არსებობდა საფუძველი გონივრული ვარაუდისთვის, რომ მომსახურების გაწევა გადახდისუუნარობის მასისთვის სარგებელს არ მოიტანდა.

6.გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის საქმიანობისთვის განსაზღვრული გონივრული ანაზღაურების ჯამური ოდენობა, მათ შორის, რამდენიმე მმართველის დანიშვნის შემთხვევაში, შესრულებული ვალდებულებების ოდენობის მიხედვით გამოიანგარიშება. შესრულებული ვალდებულებების ოდენობად მიიჩნევა: ა) რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების შემთხვევაში − რეაბილიტაციის გეგმით განსაზღვრული ჯამური თანხა; ბ) გაკოტრების შემთხვევაში − ჯამურად ამონაგები თანხა.

7.გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის საქმიანობისთვის განსაზღვრული გონივრული ანაზღაურების ჯამური ოდენობა, მათ შორის, რამდენიმე მმართველის დანიშვნის შემთხვევაში, შემდეგი წესით გამოიანგარიშება: ა) 5 000 ლარამდე შესრულებული ვალდებულებების შემთხვევაში − შესრულებული ვალდებულებების არაუმეტეს 30 პროცენტისა; ბ) 5 000 ლარიდან 50 000 ლარამდე შესრულებული ვალდებულებების შემთხვევაში − შესრულებული ვალდებულებების არაუმეტეს 20 პროცენტისა; გ) 50 000 ლარიდან 500 000 ლარამდე შესრულებული ვალდებულებების შემთხვევაში − შესრულებული ვალდებულებების არაუმეტეს 10 პროცენტისა; დ) 500 000 ლარიდან 2 000 000 ლარამდე შესრულებული ვალდებულებების შემთხვევაში − შესრულებული ვალდებულებების არაუმეტეს 5 პროცენტისა; ე) 2 000 000 ლარიდან 5 000 000 ლარამდე შესრულებული ვალდებულებების შემთხვევაში − შესრულებული ვალდებულებების არაუმეტეს 3 პროცენტისა; ვ) 5 000 000 ლარზე მეტი შესრულებული ვალდებულებების შემთხვევაში −  შესრულებული ვალდებულებების არაუმეტეს 1 პროცენტისა.

8.მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის ანაზღაურება ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის მასის ღირებულების თითოეული ნიშნულისთვის დამოუკიდებლად გამოითვლება და ჯამდება. თავი XIV გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 118შემდეგი მუხლი 120

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 24 ივნ. 2026 · №5

  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 11გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი
  • 120გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის საქმიანობა
  • 12გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის აცილება/თვითაცილება

იურიდიული დახმარების შესახებ

  • 6პირის გადახდისუუნარობის დადგენა

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 34მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით ინიციირებული ავტორიზებული გადახდის ოპერაციის თანხის ანაზღაურება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 91საპროცესო ხარჯების გადახდევინება

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 56დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის საპენსიო შენატანებისა და საკუთარი საპენსიო შენატანების გადაუხდელობა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 363¹⁰განცხადების განხილვა
  • 53სასამართლო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის

სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ

  • 3სანოტარო მოქმედებათა ანაზღაურების წესი

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 14¹⁷საზღაური

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 32მომსახურების საფასურები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14¹⁷63363¹⁰53913432111201256119
მნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…იურიდიული დახმარების შ…საგადახდო სისტემისა და…საქართველოს სისხლის სა…ნებაყოფლობითი კერძო პე…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026 · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026