Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკარეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებმუხლი 118

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 118. სახელმწიფო ბაჟი

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების წარდგენისას გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობაა გადახდისუუნარობის მასის ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა და არაუმეტეს 10 000 ლარისა. სახელმწიფო ბაჟი გადახდისუუნარობის მასის განსაზღვრის ეტაპზე გამოითვლება. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმდინარეობისას გადახდისუუნარობის მასა ერთზე მეტჯერ შეფასდა, სახელმწიფო ბაჟი ბოლო შეფასების მიხედვით გამოითვლება.

2.გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების წარდგენისას მოვალე სახელმწიფო ბაჟს არ იხდის, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის შემდეგ მისი თანხა საპროცესო ხარჯებში თავსდება და  გაკოტრების შემთხვევაში დაიფარება გადახდისუუნარობის მასიდან, ხოლო რეაბილიტაციის შემთხვევაში − რეაბილიტაციის გეგმის შესაბამისად.

3.გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების წარდგენისას კრედიტორი სახელმწიფო ბაჟს იხდის მისი მოთხოვნის ღირებულების 3 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა და: ა) არაუმეტეს 5 000 ლარისა, თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია; ბ) არაუმეტეს 10 000 ლარისა, თუ განმცხადებელი იურიდიული პირია.

4.კრედიტორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არის საპროცესო ხარჯი და იგი ამ კანონით დადგენილი წესით ანაზღაურდება. თუ კრედიტორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გადასახდელ სახელმწიფო ბაჟზე ნაკლებია, სხვაობა გადახდისუუნარობის მასიდან დაიფარება. თუ კრედიტორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გადასახდელ სახელმწიფო ბაჟზე მეტია, სხვაობა კრედიტორს უბრუნდება.

5.რეგულირებული შეთანხმების დადების შესახებ შეთავაზების წარდგენის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის თანხაა 1 000 ლარი, რომელსაც განმცხადებელი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ განცხადების წარდგენისას იხდის. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, თუ რეგულირებული შეთანხმება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების საფუძველზე მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ფარგლებში დამტკიცდა და შესრულდა.

6.თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ კრედიტორის განცხადება დაუშვებლად იქნა ცნობილი, მას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის 70 პროცენტი დაუბრუნდება.

7.თუ განმცხადებელმა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადება მის დასაშვებად ცნობამდე გაიხმო, მას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად დაუბრუნდება.

8.რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის თანხა ნახევრდება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 117შემდეგი მუხლი 119

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 24 ივნ. 2026 · №5

  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 6გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების საფუძველი
  • 47გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობა
  • 48გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 39სახელმწიფო ბაჟის ოდენობა
  • 38სახელმწიფო ბაჟი
  • 49სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება

სახელმწიფო ბაჟის შესახებ

  • 4სახელმწიფო ბაჟის განაკვეთები
  • 6სახელმწიფო ბაჟის გადახდის ან დაბრუნების წესი
  • 2სახელმწიფო ბაჟის გადამხდელები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 50

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 9სახელმწიფო ბაჟი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 204ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ხარჯები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20493938495046264748118
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…სახელმწიფო ბაჟის შესახ…საქართველოს საკონსტიტუ…საქართველოს ადმინისტრა…რეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს ზოგადი ადმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026 · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა 28 ოქტ. 2026