Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებმუხლი 34

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

მუხლი 34. მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით ინიციირებული ავტორიზებული გადახდის ოპერაციის თანხის ანაზღაურება

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:გადახდის მომსახურებაკრიპტო ბარათების მომსახურებაDeFi პროტოკოლის შექმნა და მხარდაჭერა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.გადამხდელი უფლებამოსილია საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან მიიღოს ანაზღაურება შესრულებულ ავტორიზებულ გადახდის ოპერაციაზე, რომელიც ინიციირებული იყო მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით, თუ დაკმაყოფილებულია ყველა შემდეგი პირობა: ა) ავტორიზაციის გაცემისას ავტორიზაცია არ განსაზღვრავდა გადახდის ოპერაციის ზუსტ თანხას; ბ) გადახდის ოპერაციის თანხა აჭარბებს იმ ოდენობას, რომლის გონივრული მოლოდინიც გადამხდელს შეეძლო ჰქონოდა წინა ხარჯვითი თავისებურებიდან, ჩარჩოხელშეკრულების პირობებიდან და არსებული შემთხვევის შესაბამისი გარემოებებიდან გამომდინარე.

2.საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მოთხოვნით, გადამხდელი ვალდებულია დაამტკიცოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობა.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ანაზღაურება უნდა განხორციელდეს შესრულებული გადახდის ოპერაციის სრული თანხის ოდენობით. ანაზღაურებულ თანხაზე სარგებლის თარიღი უნდა იყოს არაუგვიანეს თანხის დადებეტების თარიღისა.

4.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს პირდაპირი დებეტის წესი, რომლის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებასთან ერთად, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში მოთხოვნის შემთხვევაში მომხმარებელს ექნება ანაზღაურების უპირობო უფლება. პირდაპირი დებეტის წესი არ უნდა ზღუდავდეს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას.

5.დაუშვებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის გადამხდელის მიერ ვალუტის გადაცვლასთან დაკავშირებული საფუძვლების მითითება, თუ გამოყენებულ იქნა თავის პროვაიდერთან შეთანხმებული გაცვლითი კურსი.

6.გადამხდელსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს შორის დადებული ჩარჩოხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ გადამხდელს არ აქვს ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, თუ დაკმაყოფილებულია ყველა შემდეგი პირობა: ა) გადამხდელმა უშუალოდ თავის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს მისცა თანხმობა გადახდის ოპერაციის შესრულებაზე; ბ) მომავალი გადახდის ოპერაციის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შესახებ ინფორმაცია შეთანხმებული ფორმით გადამხდელისთვის მიწოდებულია ან მასთან შეთანხმებული ფორმით სხვაგვარად ხელმისაწვდომია საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ან მიმღების მიერ ამ გადახდის ვალდებულების თარიღამდე არანაკლებ 4 კვირით ადრე.

7.გადამხდელი უფლებამოსილია ამ მუხლის შესაბამისად მოითხოვოს მიმღების მიერ ან მისი საშუალებით ინიციირებული ავტორიზებული გადახდის ოპერაციის თანხის ანაზღაურება საგადახდო ანგარიშის დადებეტებიდან არაუგვიანეს 8 კვირის განმავლობაში.

8.საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია გადამხდელისგან ანაზღაურების მოთხოვნის მიღებიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში აუნაზღაუროს მას გადახდის ოპერაციის სრული თანხა ან წარუდგინოს დასაბუთებული უარი. უარის შემთხვევაში პროვაიდერი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიისა და მისთვის მიმართვის უფლების შესახებ. ამ პუნქტით განსაზღვრული უარი დაუშვებელია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 23 სექ. 2022

    34-ე მუხლმა ახლებურად დაადგინა გადამხდელის უფლება, პირობები, 8-კვირიანი ვადა, 10-სამუშაო დღიანი პასუხი და პირდაპირი დებეტის წესი.

  2. 22 მარ. 2017
  3. 10 სექ. 2015
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 33³შემდეგი მუხლი 34¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ავტომატიზებული მარკეტ-მეიკერის (AMM) მექანიკის შემუშავებასერვისის გვერდი
  • ბარათებზე ლიმიტების და გადახდების ოპტიმიზაციასერვისის გვერდი
  • კრიპტო დებეტური ბარათის გაცემა და აქტივაცია საქართველოშისერვისის გვერდი
  • საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიცენზირებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №21

  • 3 ცვლილება · ბოლო 23 სექ. 2022
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 19

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 33მომხმარებლისა და პროვაიდერის ვალდებულებები არაავტორიზებულ გადახდის ოპერაციასთან დაკავშირებით
  • 22გადახდის ოპერაციის ავტორიზაცია
  • 32შეტყობინება არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული გადახდის ოპერაციის შესახებ

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 684გამგზავნის მითითებათა საფუძველზე წარმოშობილი ხარჯების ანაზღაურების უფლება

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 48¹ (დანართი 1)ანაზღაურების გადახდა საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 7¹საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან გახსნილი საგადახდო ანგარიშის მიმართ მოთხოვნები
  • 129¹საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებთან დაკავშირებული წინასწარი შეთანხმება

საზღვაო კოდექსი

  • 152

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 119გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის საქმიანობის ანაზღაურების წესი

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 19დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებელი თანხის გადახდის ვადები და პროცედურები

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 48²საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია და ზედამხედველობა

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 18²საგადასახადო ან/და სხვა ვალდებულების სხვა პირის მიერ შესრულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15268418²48²7¹129¹48¹ (…193322321911934
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგადახდო სისტემისა და…საქართველოს სამოქალაქო…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…საზღვაო კოდექსირეაბილიტაციისა და კრედ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026