საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 32. მომსახურების საფასურები

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირს არ ეკისრება საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამუშაო დროის განმავლობაში საბაჟო კონტროლის განხორციელებისთვის ამ ორგანოსთვის საფასურის გადახდის ვალდებულება.

2.პირს შეიძლება დაეკისროს მომსახურების საფასურის გადახდის ან გაწეული ხარჯის ანაზღაურების ვალდებულება საბაჟო ორგანოს მიერ მომსახურების გაწევისას, კერძოდ, იმ შემთხვევაში, როდესაც: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბაჟო ორგანო დაინტერესებული პირის მოთხოვნით საბაჟო კონტროლს ახორციელებს არასამუშაო დროს, საბაჟო გამშვები პუნქტის, საქონლის გაფორმების ადგილის ან საბაჟო ორგანოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული საბაჟო ფორმალობების განხორციელების ადგილის გარეთ; ბ) წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემისთვის ან საბაჟო ორგანოს მიერ ამ კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის გამოყენების შესახებ ინფორმაციის გაცემისთვის აუცილებელი გახდა შესაბამისი პირის მიერ საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილი საქონლის გამოკვლევის/ექსპერტიზის ჩატარება და ამ საქონლის განმცხადებლისთვის დაბრუნების საფოსტო მომსახურების გაწევა; გ) ხორციელდება საქონლის გამოკვლევა/ექსპერტიზა საბაჟო დეკლარაციის შემოწმების მიზნით ან საქონლის განადგურება, თუ გაწეულია სხვა დანახარჯები, გარდა საბაჟო ორგანოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯებისა; დ) საქონლის სახეობიდან ან პოტენციური რისკიდან გამომდინარე, ხორციელდება განსაკუთრებული კონტროლის ღონისძიებები; ე) საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას გაიწევა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სხვა სახის მომსახურება.

3.მომსახურების საფასურის განაკვეთი და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. თავი IV. საბაჟო დავა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პირს არ ეკისრება საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამუშაო დროის განმავლობაში საბაჟო კონტროლის განხორციელებისთვის ამ ორგანოსთვის საფასურის გადახდის ვალდებულება. 2. პირს შეიძლება დაეკისროს მომსახურების საფასურის გადახდის ან გაწეული ხარჯის ანაზღაურების ვალდებულება საბაჟო ორგანოს მიერ მომსახურების გაწევისას, კერძოდ, იმ შემთხვევაში, როდესაც: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბაჟო ორგანო დაინტერესებული პირის მოთხოვნით საბაჟო კონტროლს ახორციელებს არასამუშაო დროს, საბაჟო გამშვები პუნქტის, საქონლის გაფორმების ადგილის ან საბაჟო ორგანოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული საბაჟო ფორმალობების განხორციელების ადგილის გარეთ; ბ) წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემისთვის ან საბაჟო ორგანოს მიერ ამ კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის გამოყენების შესახებ ინფორმაციის გაცემისთვის აუცილებელი გახდა შესაბამისი პირის მიერ საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილი საქონლის გამოკვლევის/ექსპერტიზის ჩატარება და ამ საქონლის განმცხადებლისთვის დაბრუნების საფოსტო მომსახურების გაწევა; გ) ხორციელდება საქონლის გამოკვლევა/ექსპერტიზა საბაჟო დეკლარაციის შემოწმების მიზნით ან საქონლის განადგურება, თუ გაწეულია სხვა დანახარჯები, გარდა საბაჟო ორგანოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯებისა; დ) საქონლის სახეობიდან ან პოტენციური რისკიდან გამომდინარე, ხორციელდება განსაკუთრებული კონტროლის ღონისძიებები; ე) საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას გაიწევა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სხვა სახის მომსახურება. 3. მომსახურების საფასურის განაკვეთი და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. თავი IV. საბაჟო დავა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14⁴11⁷451494117 (დ…5 (და…1227831832
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საავტომობილო გზების შე…გადასახადების ადმინისტ…მკაცრი აღრიცხვის ფორმე…საქართველოს საგადასახა…შემოსავლების სამსახური…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა