Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკარეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებმუხლი 11

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 11. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.ამ კანონის შესაბამისად მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის მონაწილეობა სავალდებულოა.

2.გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი არის შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე, პროფესიული წრეების წარმომადგენელი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი. იგი უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კეთილსინდისიერი.

3.ამ კანონის მიზნებისთვის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი. საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომ − იუსტიციის მინისტრი) უფლებამოსილია ბრძანებით განსაზღვროს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა კატეგორიები, რომლებიც დაშვებული იქნებიან სხვადასხვა ტიპის გადახდისუუნარობის საქმეებზე, მათი სირთულის გათვალისწინებით.

4.გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო). გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის განხორციელების წესსა და პირობებს, აგრეთვე გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრის წარმოების წესს ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.

5.გადახდისუუნარობის საქმეზე მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი შეირჩევა ავტომატურად, მისი შესარჩევი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემთხვევითი განაწილების პრინციპის დაცვით, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6.გადახდისუუნარობის საქმეზე მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით შერჩევის წესს ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.

7.მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის შესარჩევი ელექტრონული სისტემის დროებითი შეფერხებისას დასაშვებია მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის მისი შესარჩევი ელექტრონული სისტემის გარეშე, რიგითობის წესით შერჩევა, რაც გულისხმობს შესაბამისი განცხადების სასამართლოში შეტანის რიგითობის მიხედვით და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიან რეესტრში მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ანბანური თანამიმდევრობით შერჩევას.

8.სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს ერთზე მეტი მმართველის დანიშვნის საჭიროება, თუ ეს გამომდინარეობს საქმის სირთულიდან და მოვალის წლიური ბრუნვა 100 მილიონ ლარს აღემატება.

9.გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი ვალდებულია მოვალისთვის, კრედიტორისთვის ან სხვა დაინტერესებული პირისთვის მიყენებული შესაძლო მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად კანონით დადგენილი წესით დააზღვიოს თავისი პროფესიული პასუხისმგებლობა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 10შემდეგი მუხლი 12

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 24 ივნ. 2026 · №5

  • ციტირებულია 9 მუხლი
  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 12მუხლი 122მუხლი 30მუხლი 47მუხლი 64მუხლი 92მუხლი 93მუხლი 95მუხლი 99

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 12გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის აცილება/თვითაცილება
  • 120გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის საქმიანობა
  • 119გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის საქმიანობის ანაზღაურების წესი

იურიდიული დახმარების შესახებ

  • 6პირის გადახდისუუნარობის დადგენა
  • 5იურიდიული დახმარების გაწევის პირობები

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 79მმართველი
  • 91²⁰გადახდის ვალდებულების შესრულების წესი

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 22გადახდის ოპერაციის ავტორიზაცია
  • 3სისტემის ოპერატორის რეგისტრაცია
  • 13¹საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის ნებადართული საქმიანობა

ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

  • 3

ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

  • 3

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
796223121223047649293959912011911
მითითებამნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…იურიდიული დახმარების შ…სააღსრულებო წარმოებათა…საგადახდო სისტემისა და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026 · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026