მუხლი 53. კრედიტორთა რეესტრის მონაცემები
კრედიტორთა რეესტრი უნდა შედგეს ამ კანონით გათვალისწინებული კრედიტორთა ჯგუფების შესაბამისად. იგი უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას (მონაცემებს): ა) კრედიტორის გვარს, სახელსა და მისამართს, ხოლო თუ კრედიტორი იურიდიული პირია – სახელწოდებას, იურიდიულ მისამართსა და საიდენტიფიკაციო ნომერს (არსებობის შემთხვევაში); ბ) კრედიტორის ელექტრონული ფოსტის მისამართს; გ) კრედიტორთა რეესტრში შეტანის დღისთვის კრედიტორის მოთხოვნის მოცულობას. ამ მოთხოვნის ძირითადი თანხა, პროცენტი და პირგასამტეხლო ცალ-ცალკე მიეთითება; დ) ვალის ოდენობას; ე) უზრუნველყოფილი მოთხოვნის შემთხვევაში − მითითებას იმის თაობაზე, თუ ამ მოთხოვნის რა ნაწილია უზრუნველყოფილი. კრედიტორის უზრუნველყოფილი მოთხოვნა და არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა ცალ-ცალკე უნდა იქნეს აღიარებული.
მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში
მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც
