Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეწარმეთა შესახებმუხლი 5

მეწარმეთა შესახებ

მუხლი 5. მეწარმე იურიდიული პირის რეგისტრაციის პირობები

რედაქცია №70კონსოლიდირებული · 2 აგვ. 2021

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.01.2022.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: მეწარმეთა შესახებ
თემები:კორპორატიული მდივანიბიზნესის დაფუძნებაკორპორაციული მიგრაციამეწარმის ვიზებიმართვაკრიპტო ლიცენზირება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹1²1³2345678

1.საწარმოს რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს საწარმოს ყველა პარტნიორის მიერ ხელმოწერილი და სათანადო წესით დამოწმებული სარეგისტრაციო განაცხადი, რომელიც იმავდროულად არის პარტნიორთა შეთანხმების ნაწილი და რომელშიც უნდა მიეთითოს: ა) საწარმოს სახელწოდება/საფირმო სახელწოდება; ბ) საწარმოს სამართლებრივი ფორმა; გ) საწარმოს იურიდიული მისამართი; დ) საწარმოს პარტნიორის (პარტნიორების) სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი, ხოლო თუ პარტნიორი იურიდიული პირია – მისი საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი და მონაცემები მისი წარმომადგენლების შესახებ; ე) საწარმოს მმართველობის ორგანო, გადაწყვეტილების მიღების წესი, ხოლო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში – მონაცემები პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის შესახებ. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილები გამოხატული უნდა იყოს წილადი რიცხვებით/პროცენტებში და მათი ჯამი უნდა შეადგენდეს 1 მთელს; ე 1 ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილის მმართველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი; ვ) კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში – რომელი პარტნიორია შეზღუდული და რომელი – სრული; ზ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში – პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებები; თ) საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი, ასევე უფლებამოსილების ვადა; ი) პროკურისტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი; კ) თუ საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი რამდენიმე პირი ჰყავს – ისინი ერთად წარმოადგენენ საწარმოს თუ ცალ-ცალკე; ლ) სარეგისტრაციო განაცხადის ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი, ხოლო თუ სარეგისტრაციო განაცხადის ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი იურიდიული პირია, – მისი საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი და მონაცემები მისი წარმომადგენლების შესახებ; მ) ელექტრონული ფოსტის მისამართი და ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იურიდიული მისამართისგან განსხვავებული მისამართი, რომლებზე მიღებული გზავნილიც ჩაბარებულად ჩაითვლება.

1¹.თუ საწარმოს პარტნიორის, საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების), წილის მმართველის, რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი განსხვავდება მისი რეგისტრაციის ადგილის მისამართისაგან, სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის მითითება სავალდებულოა.

1².საწარმოს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) დანიშვნისთვის/რეგისტრაციისთვის სარეგისტრაციო დოკუმენტაციით უნდა დასტურდებოდეს ამ პირის (პირების) ნება.

1³.თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით განსაზღვრული არ არის საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) უფლებამოსილების ვადა, იგი ითვლება შეუზღუდავად. თუ ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ კანონით დადგენილი წესით არ მოხდება უფლებამოსილების ახალი ვადის ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ცვლილების რეგისტრაცია, რეგისტრირებული პირის (პირების) უფლებამოსილების ვადა ითვლება უვადოდ გაგრძელებულად.

2.პარტნიორებს უფლება აქვთ, რეესტრში მიუთითონ სარეგისტრაციო განაცხადის ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი და მისი უფლებამოსილების ფარგლები, მათ შორის, იზღუდება თუ არა ამ კანონის 5 1 მუხლით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილ პირთა უფლებამოსილება, განახორციელონ სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილება. სარეგისტრაციო განაცხადის ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი.

3.სარეგისტრაციო განაცხადის სანოტარო წესით დამოწმება სავალდებულო არ არის, თუ უფლებამოსილი პირები მას ხელს მარეგისტრირებელ ორგანოში აწერენ ან იგი დადგენილი წესით დამოწმებულია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ხელმოწერის დამოწმების წესი და პირობები განისაზღვრება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით.

4.თუ საწარმოს პარტნიორი (პარტნიორები), ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (პირები), სარეგისტრაციო განაცხადის ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არიან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირები ან უცხო ქვეყნის იურიდიული პირები, ისინი სარეგისტრაციოდ წარადგენენ შესაბამისად საქართველოს მოქალაქისათვის ან საქართველოში რეგისტრირებული საწარმოსათვის დადგენილ ეკვივალენტურ მონაცემებს. სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტების ეკვივალენტურობის დადგენის წესი განისაზღვრება ინსტრუქციით. უცხო ქვეყნის იურიდიული პირის შემთხვევაში მისი იურიდიულ პირად რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები დამოწმებული ან ლეგალიზებული უნდა იყოს სათანადო წესით.

5.საწარმოს რეგისტრაციისათვის ან საქმიანობისათვის არ არის სავალდებულო საწარმოს ბეჭდის არსებობა. დაუშვებელია, ნორმატიული აქტით ან სახელმწიფო ორგანოს მიერ მოთხოვნილი იქნეს საწარმოს ბეჭდით დამოწმებული ნებისმიერი დოკუმენტი.

6.საწარმოს რეგისტრაციის მიზნებისათვის კაპიტალის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა არ მოითხოვება.

7.(ამოღებულია - 24.06.2016, №5569) .

8.(ამოღებულია - 24.06.2016, №5569) . საქართველოს 1996 წლის 13 დეკემბრის კანონი №535 – პარლამენტის უწყებანი, №1-2, 22.01.1997 წ., გვ.9 საქართველოს 1999 წლის 19 თებერვლის კანონი №1805 – სსმ I, №6(13), 04.03.1999 წ., მუხ.23 საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №835 – სსმ I, №10, 19.04.2001 წ., მუხ.36 საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №938 – სსმ I, №19, 02.07.2001 წ., მუხ.66 საქართველოს 2003 წლის 23 აპრილის კანონი №2097 – სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.60 საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2507 – სსმ I, №22, 08.08.2003 წ., მუხ.157 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1781 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.279 საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1830 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.298 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3139 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.133 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4581 - სსმ I, №9, 31.03.2007წ., მუხ.94 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1974 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.262 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2457 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.369 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2979 - სსმ I, №24, 10.05.2010წ., მუხ.145 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4946 – ვებგვერდი, 13.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5575 - ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5667– ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2287 - ვებგვერდი, 02.05.2014წ. საქართველოს 2015 წლის 1 აპრილის კანონი №3419 - ვებგვერდი, 22.04.2015წ. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5569 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საწარმოს რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს საწარმოს ყველა პარტნიორის მიერ ხელმოწერილი და სათანადო წესით დამოწმებული სარეგისტრაციო განაცხადი, რომელიც იმავდროულად არის პარტნიორთა შეთანხმების ნაწილი და რომელშიც უნდა მიეთითოს: ა) საწარმოს სახელწოდება/საფირმო სახელწოდება; ბ) საწარმოს სამართლებრივი ფორმა; გ) საწარმოს იურიდიული მისამართი; დ) საწარმოს პარტნიორის (პარტნიორების) სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი, ხოლო თუ პარტნიორი იურიდიული პირია – მისი საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი და მონაცემები მისი წარმომადგენლების შესახებ; ე) საწარმოს მმართველობის ორგანო, გადაწყვეტილების მიღების წესი, ხოლო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში – მონაცემები პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის შესახებ. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილები გამოხატული უნდა იყოს წილადი რიცხვებით/პროცენტებში და მათი ჯამი უნდა შეადგენდეს 1 მთელს; ე 1 ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილის მმართველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი; ვ) კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში – რომელი პარტნიორია შეზღუდული და რომელი – სრული; ზ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში – პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებები; თ) საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი, ასევე უფლებამოსილების ვადა; ი) პროკურისტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი; კ) თუ საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი რამდენიმე პირი ჰყავს – ისინი ერთად წარმოადგენენ საწარმოს თუ ცალ-ცალკე; ლ) სარეგისტრაციო განაცხადის ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი, ხოლო თუ სარეგისტრაციო განაცხადის ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი იურიდიული პირია, – მისი საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი და მონაცემები მისი წარმომადგენლების შესახებ; მ) ელექტრონული ფოსტის მისამართი და ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იურიდიული მისამართისგან განსხვავებული მისამართი, რომლებზე მიღებული გზავნილიც ჩაბარებულად ჩაითვლება. 1 1 . თუ საწარმოს პარტნიორის, საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების), წილის მმართველის, რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი განსხვავდება მისი რეგისტრაციის ადგილის მისამართისაგან, სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის მითითება სავალდებულოა. 1 2 . საწარმოს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) დანიშვნისთვის/რეგისტრაციისთვის სარეგისტრაციო დოკუმენტაციით უნდა დასტურდებოდეს ამ პირის (პირების) ნება. 1 3 . თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით განსაზღვრული არ არის საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) უფლებამოსილების ვადა, იგი ითვლება შეუზღუდავად. თუ ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ კანონით დადგენილი წესით არ მოხდება უფლებამოსილების ახალი ვადის ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ცვლილების რეგისტრაცია, რეგისტრირებული პირის (პირების) უფლებამოსილების ვადა ითვლება უვადოდ გაგრძელებულად. 2. პარტნიორებს უფლება აქვთ, რეესტრში მიუთითონ სარეგისტრაციო განაცხადის ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი და მისი უფლებამოსილების ფარგლები, მათ შორის, იზღუდება თუ არა ამ კანონის 5 1 მუხლით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილ პირთა უფლებამოსილება, განახორციელონ სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილება. სარეგისტრაციო განაცხადის ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. 3. სარეგისტრაციო განაცხადის სანოტარო წესით დამოწმება სავალდებულო არ არის, თუ უფლებამოსილი პირები მას ხელს მარეგისტრირებელ ორგანოში აწერენ ან იგი დადგენილი წესით დამოწმებულია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ხელმოწერის დამოწმების წესი და პირობები განისაზღვრება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით. 4. თუ საწარმოს პარტნიორი (პარტნიორები), ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (პირები), სარეგისტრაციო განაცხადის ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არიან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირები ან უცხო ქვეყნის იურიდიული პირები, ისინი სარეგისტრაციოდ წარადგენენ შესაბამისად საქართველოს მოქალაქისათვის ან საქართველოში რეგისტრირებული საწარმოსათვის დადგენილ ეკვივალენტურ მონაცემებს. სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტების ეკვივალენტურობის დადგენის წესი განისაზღვრება ინსტრუქციით. უცხო ქვეყნის იურიდიული პირის შემთხვევაში მისი იურიდიულ პირად რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები დამოწმებული ან ლეგალიზებული უნდა იყოს სათანადო წესით. 5. საწარმოს რეგისტრაციისათვის ან საქმიანობისათვის არ არის სავალდებულო საწარმოს ბეჭდის არსებობა. დაუშვებელია, ნორმატიული აქტით ან სახელმწიფო ორგანოს მიერ მოთხოვნილი იქნეს საწარმოს ბეჭდით დამოწმებული ნებისმიერი დოკუმენტი. 6. საწარმოს რეგისტრაციის მიზნებისათვის კაპიტალის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა არ მოითხოვება. 7. (ამოღებულია - 24.06.2016, №5569) . 8. (ამოღებულია - 24.06.2016, №5569) . საქართველოს 1996 წლის 13 დეკემბრის კანონი №535 – პარლამენტის უწყებანი, №1-2, 22.01.1997 წ., გვ.9 საქართველოს 1999 წლის 19 თებერვლის კანონი №1805 – სსმ I, №6(13), 04.03.1999 წ., მუხ.23 საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №835 – სსმ I, №10, 19.04.2001 წ., მუხ.36 საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №938 – სსმ I, №19, 02.07.2001 წ., მუხ.66 საქართველოს 2003 წლის 23 აპრილის კანონი №2097 – სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.60 საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2507 – სსმ I, №22, 08.08.2003 წ., მუხ.157 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1781 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.279 საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1830 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.298 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3139 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.133 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4581 - სსმ I, №9, 31.03.2007წ., მუხ.94 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1974 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.262 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2457 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.369 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2979 - სსმ I, №24, 10.05.2010წ., მუხ.145 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4946 – ვებგვერდი, 13.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5575 - ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5667– ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2287 - ვებგვერდი, 02.05.2014წ. საქართველოს 2015 წლის 1 აპრილის კანონი №3419 - ვებგვერდი, 22.04.2015წ. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5569 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №57 · ძალაშია 2 სექ. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 10 სექ. 2015 – 1 ნოე. 2015 ტექსტი უცნობია

  2. 19 ივნ. 2012 – 26 ივნ. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 17

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2022· გამოქვეყნდა 4 აგვ. 2021
  2. 2 სექ. 2016· გამოქვეყნდა 13 ივლ. 2016

    მე-5 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები სრულად ამოღებულია: მოხსნილია სურსათთან, ვეტერინარიასა და მცენარეთა დაცვასთან დაკავშირებული საქმიანობისა და საზღვარგარეთ შრომით მოწყობის მითითების სავალდებულოობა და მათი დამატებითი სარეგისტრაციო პირობები.

  3. 1 ნოე. 2015· გამოქვეყნდა 22 აპრ. 2015
  4. 16 მაი. 2014· გამოქვეყნდა 2 მაი. 2014

    მე-7 პუნქტში გაფართოვდა იმ საქმიანობათა ჩამონათვალი, რომელიც სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში უნდა მიეთითოს (ცხოველი, მცენარე, მათი პროდუქტები, ვეტერინარული პრეპარატი, პესტიციდი, აგროქიმიკატი, პირველადი წარმოება, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მომსახურება), საკვებწარმოების ობიექტები კი ჩამონათვალიდან გავიდა. დამატებითი პირობები ახლა ეხება მეწარმე სუბიექტის ბიზნესოპერატორად რეგისტრაციას.

  5. 14 თებ. 2014
  6. 1 იან. 2012· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2011

    მე-5 მუხლის პირველ პუნქტში დაემატა „მ“ ქვეპუნქტი ელექტრონული ფოსტისა და ჩაბარებულად ჩასათვლელი სხვა მისამართის შესახებ.

  7. 1 იან. 2012· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2011

    მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის ბოლო წინადადებაში სურსათის/ცხოველის საკვების სფეროს საწარმოს საქმიანობის რეგისტრაციის საფასურის განმსაზღვრელი აქტი „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის ნაცვლად საქართველოს მთავრობის დადგენილებაა; დამატებითი პირობები კვლავ ინსტრუქციით განისაზღვრება.

  8. 27 ივლ. 2011· გამოქვეყნდა 13 ივლ. 2011
  9. 24 მაი. 2010· გამოქვეყნდა 10 მაი. 2010

    მე-5 მუხლის პირველი პუნქტი გადაკეთდა სარეგისტრაციო განაცხადის გარშემო და გაფართოვდა მასში მისათითებელი მონაცემები (დ–ლ ქვეპუნქტები); მე-3 პუნქტში შეიცვალა დამოწმების წესი, მე-4 პუნქტში — ეკვივალენტურობის წესის განმსაზღვრელი და დაემატა ახალი სუბიექტი, ხოლო დაემატა მე-7 პუნქტი სურსათის/საკვების საწარმოებზე.

  10. 1 ივნ. 2007· გამოქვეყნდა 31 მარ. 2007

    5.3.2 პუნქტიდან ამოღებულია შენატანის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა, 5.3.3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში საბუთის ნაცვლად მიეთითება თითოეული პარტნიორის წილი, ხოლო დოკუმენტების ჩამონათვალის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულია.

  11. 1 ივლ. 2006· გამოქვეყნდა 31 მაი. 2006

    5.1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში ხელმძღვანელის მონაცემთა ჩამონათვალი შეიცვალა, 5.4 პუნქტით განცხადებას ხელს აწერს ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების პირი, ხოლო 5.5 პუნქტში წესდების ეგზემპლარები 2-მდე შემცირდა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა დანიშვნის დოკუმენტები ამოიღეს. 5.6 და 5.7 პუნქტები ხელმოწერის ნიმუშებსა და ნოტარიულ დამოწმებას ახლებურად აწესრიგებს.

  12. 1 აგვ. 2005· გამოქვეყნდა 18 ივლ. 2005

    5.5 პუნქტში წესდება 5 ეგზემპლარად წარედგინება, „გ“ ქვეპუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა და დაემატა „დ“ ქვეპუნქტი მოსაკრებლის გადახდის დოკუმენტზე. 5.6 პუნქტი ახლა ხელმოწერის ნიმუშის წარდგენას ეხება, ხოლო 5.7–5.9 პუნქტების ადგილას ჩამოყალიბდა ნოტარიული დამოწმების მოთხოვნა.

  13. 8 აგვ. 2003

    მე-5 მუხლის შესაბამის წინადადებაში სიტყვები „სამეწარმეო რეესტრში“ ამოღებულია, ხოლო ბოლოს დაემატა ნორმა, რომლის მიხედვით ცვლილების რეგისტრაციის უზრუნველყოფის ვალდებულება დირექტორებს ეკისრებათ.

  14. 4 ივნ. 2003· გამოქვეყნდა 21 მაი. 2003

    5.9 პუნქტში რეგისტრაციის ვადა შვიდი კალენდარული დღიდან ხუთ კალენდარულ დღეზე შეიცვალა; მოწმობის გაცემა ახლა დაკავშირებულია განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ გაცემასთან.

  15. 1 იან. 2002· გამოქვეყნდა 19 აპრ. 2001

    5.2 პუნქტიდან, 5.4.1 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტიდან და განცხადების შეტანის წესიდან ინდივიდუალური მეწარმე ამოღებულია; 5.9 პუნქტში რეგისტრაციის ვადა 15 დღიდან შვიდ დღემდე შემცირდა და სასამართლოს კოდების მინიჭების უფლებამოსილება დაემატა.

  16. 2 ივლ. 2001

    მე-5 მუხლის ბოლო წინადადება ამოღებულია: ნორმა, რომლის მიხედვითაც სასამართლო თავად ანიჭებს საწარმოს საგადასახადო და სტატისტიკის კოდებს, აღარ მოქმედებს.

  17. 4 მარ. 1999

    მე-5 მუხლიდან ამოღებულია სახაზინო საწარმოთა რეესტრში შეტანის აბზაცი, ხოლო მე-6 პუნქტის პირველი წინადადება მხოლოდ 5.4 მუხლზე მიუთითებს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 4შემდეგი მუხლი 5¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • პარტნიორობის ხელშეკრულებები29 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • რეგულატორული წარდგენები6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პარტნიორობის ხელშეკრულების შედგენა4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2 აგვ. 2021 · №70

  • 17 ცვლილება · ბოლო 4 აგვ. 2021
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 27 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 1საინვესტიციო ფონდე… 8

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მეწარმეთა შესახებ

  • 8მეწარმის რეგისტრაცია
  • 64გარდაქმნის რეგისტრაცია
  • 9სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის წინაპირობა

,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 5მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრი
  • 4სააგენტოს ზოგადი უფლებამოსილება
  • 11რეგისტრაციის ზოგადი საფუძვლები და დამატებითი პირობები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 29არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის პირობები

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 20¹მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის წარმოების  პრინციპები

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 14საინვესტიციო ფონდის რეგისტრაციის პირობები

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 27საწარმოს საქმიანობის ადგილი

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 11³ (დანართი 1)საწარმოს პარტნიორთა/მონაწილეთა შესახებ ინფორმაციის წარდგენა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 309²⁷სამეწარმეო საზოგადოების დოკუმენტების შენახვის ადგილის განსაზღვრა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20¹1309²⁷2954112711³ (…81486495
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებსაინვესტიციო ფონდების …მეწარმეთა შესახებ,,მეწარმეთა და არასამე…საქართველოს სამოქალაქო…საჯარო რეესტრის შესახე…