Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაშრომის ინსპექციის შესახებმუხლი 3

შრომის ინსპექციის შესახებ

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:შესაბამისობის ტრენინგიპოლიტიკის შემუშავებადამსაქმებლის შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) შრომითი ნორმები − საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის, სამუშაო ადგილზე იძულებითი შრომის − ტრეფიკინგის ამკრძალავი საქართველოს კანონმდებლობის ნორმები, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებების, შრომითი უფლებებისა და შრომის პირობების შესახებ საქართველოს სხვა ნებისმიერი ნორმატიული აქტის, შრომითი ხელშეკრულებების, კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებების, აგრეთვე კოლექტიური დავების ფარგლებში მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმებებისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ნორმები; ბ) სამინისტრო − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; გ) მინისტრი − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; დ) შრომის ინსპექციის სამსახური − „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი, სამინისტროს  კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი; ე) მთავარი შრომის ინსპექტორი − შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი; ვ) შრომის ინსპექტორი − მთავარი შრომის ინსპექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნული პირი; ზ) ქცევის კოდექსი − ამ კანონის შესაბამისად მინისტრის მიერ დამტკიცებული შრომის ინსპექტორთა ქცევის კოდექსი; თ) დამსაქმებელი − საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ განსაზღვრული ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულება; ი) დასაქმებული − საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ განსაზღვრული ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დამსაქმებლისთვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურე; კ) სამუშაო ადგილი − კონკრეტული ადგილი, სადაც დასაქმებული ან სხვა პირი უშუალოდ ახორციელებს შრომით საქმიანობას; ლ) სამუშაო სივრცე − ყველა სამუშაო ადგილისა და იმ ტერიტორიის ერთობლიობა, სადაც დასაქმებული ან სხვა პირი სამსახურებრივი დანიშნულებით იმყოფება/გადაადგილდება და რომელსაც დამსაქმებელი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს; მ) პროფესიული დაავადება − დასაქმებულის მწვავე ან ქრონიკული დაავადება, რომელიც ვითარდება საწარმოო გარემოსა და სამუშაო პროცესის საფრთხის შემცველი ფაქტორების ზემოქმედებით, იწვევს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ან/და პროფესიული შრომისუნარიანობის შეზღუდვას მოკლე პერიოდში ან ხანგრძლივად და განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით; ნ) დაინტერესებული პირი − დასაქმებული, რომლის მიმართაც დაირღვა შრომითი ნორმებით გათვალისწინებული უფლება, ან სხვა დასაქმებული, რომელიც მუშაობს იმავე დამსაქმებელთან და რომლისთვისაც ცნობილი გახდა დასაქმებულის მიმართ შრომითი ნორმებით გათვალისწინებული უფლების დარღვევის ფაქტი; „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული მიზნებითა და დადგენილი წესით შექმნილი დასაქმებულთა გაერთიანება; საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი. საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2927 – ვებგვერდი, 02.06.2023წ. თავი II ძირითადი დებულებები

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 1 ივლ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 დეკ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2023· გამოქვეყნდა 2 ივნ. 2023
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • შრომის სამართლის ტრენინგი HR მენეჯერებისთვისსერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2025 · №6

  • 1 ცვლილება · ბოლო 2 ივნ. 2023
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

შრომის უსაფრთხოების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 75სახელმწიფო ზედამხედველობა საქართველოს შრომის კანონმდებლობაზე

პოლიციის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

  • 2ტერმინთა

საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ

  • 2 (დანართი 1)ტერმინთა განმარტება

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

შრომითი მიგრაციის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება
  • 14პასუხისმგებლობის საფუძვლები

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

თავისუფლების ქარტია

  • 2ტერმინთა განმარტება

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

  • 1ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
375222 (და…314332133
მნიშვნელობით ახლოსშრომის უსაფრთხოების შე…საქართველოს შრომის კოდ…პოლიციის შესახებდასაქმების ხელშეწყობის…საქართველოში ბინადრობი…საერთაშორისო დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025 · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026