მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

მუხლი 12. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის შენობა-ნაგებობებისა და საზოგადოებრივი სივრცეების გამოყენების უზრუნველყოფა

რედაქცია №57კონსოლიდირებული · 2 მარ. 2020

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საზოგადოებრივ შენობა-ნაგებობათა მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების დამუშავება დაუშვებელია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების დაცვის გაუთვალისწინებლად.

2.იმ ობიექტებს, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, განეკუთვნებიან: ა) საზოგადოებრივი, ადმინისტრაციული, კულტურულ-სანახაობრივი, სავაჭრო-საყოფაცხოვრებო და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სპეციალიზებული საწარმოო დანიშნულების შენობა-ნაგებობები; ბ) ჯანდაცვის, განათლების, სამეცნიერო და საბანკო-საფინანსო დაწესებულებათა შენობა-ნაგებობები; გ) სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სპორტული შენობა-ნაგებობები; დ) პარკები, ბაღები, ბულვარები, სკვერები და მათ ტერიტორიაზე არსებული რეკრეაციული და გამაჯანსაღებელი დანიშნულების ობიექტები; ე) სამოქალაქო დანიშნულების სატრანსპორტო მომსახურებისა და კავშირგაბმულობის ობიექტები, მათ შორის, რკინიგზისა და ავტოსადგურები, აეროპორტები, საზღვაო პორტები, ყველა სახის საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გაჩერებები; ვ) ქუჩები და მათი ტროტუარები.

3.საცხოვრებელი (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებლისა) შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების დამუშავებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს შენობა-ნაგებობის გამოყენებისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მათი გამოყენების შესაძლებლობა, სამშენებლო რეგლამენტების მოთხოვნათა შესაბამისად.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება ამავე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ობიექტების მიწის ნაკვეთებზეც.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საზოგადოებრივ შენობა-ნაგებობათა მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების დამუშავება დაუშვებელია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების დაცვის გაუთვალისწინებლად. 2. იმ ობიექტებს, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, განეკუთვნებიან: ა) საზოგადოებრივი, ადმინისტრაციული, კულტურულ-სანახაობრივი, სავაჭრო-საყოფაცხოვრებო და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სპეციალიზებული საწარმოო დანიშნულების შენობა-ნაგებობები; ბ) ჯანდაცვის, განათლების, სამეცნიერო და საბანკო-საფინანსო დაწესებულებათა შენობა-ნაგებობები; გ) სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სპორტული შენობა-ნაგებობები; დ) პარკები, ბაღები, ბულვარები, სკვერები და მათ ტერიტორიაზე არსებული რეკრეაციული და გამაჯანსაღებელი დანიშნულების ობიექტები; ე) სამოქალაქო დანიშნულების სატრანსპორტო მომსახურებისა და კავშირგაბმულობის ობიექტები, მათ შორის, რკინიგზისა და ავტოსადგურები, აეროპორტები, საზღვაო პორტები, ყველა სახის საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გაჩერებები; ვ) ქუჩები და მათი ტროტუარები. 3. საცხოვრებელი (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებლისა) შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების დამუშავებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს შენობა-ნაგებობის გამოყენებისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მათი გამოყენების შესაძლებლობა, სამშენებლო რეგლამენტების მოთხოვნათა შესაბამისად. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება ამავე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ობიექტების მიწის ნაკვეთებზეც.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 27 მარ. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
45¹85132¹925527530 (დ…19 (დ…44 (დ…42112
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სივრცის და…ტერიტორიების გამოყენებ…შეზღუდული შესაძლებლობი…განსაკუთრებული მნიშვნე…პროდუქტის უსაფრთხოების…