მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

მუხლი 21. სამშენებლო საქმიანობის მონაწილე ძირითადი სპეციალისტები

რედაქცია №57კონსოლიდირებული · 2 მარ. 2020

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ დადგენილების მიზნებისათვის სამშენებლო საქმიანობის მონაწილე ძირითადი სპეციალისტები არიან: ა) ტერიტორიისა და დასახლებათა დამგეგმარებელი – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს ტერიტორიის სივრცითი მოწყობისა და დასახლებათა განვითარების დაგეგმარებას; ბ) გეოდეზისტი – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს ტერიტორიის აგეგმვას და შენობა-ნაგებობის დაკვალვას; გ) ინჟინერ-გეოლოგი – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს მიწის ნაკვეთის და საჭიროების შემთხვევაში მიმდებარე ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევას; დ) არქიტექტორი – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს შენობა-ნაგებობების ან/და მათი ნაწილების სივრცით-გეგმარებით დაპროექტებას. არქიტექტორი შეიძლება იყოს: დ.ა) შენობა-ნაგებობების არქიტექტორი; დ.ბ) ლანდშაფტის არქიტექტორი; დ.გ) შენობების ინტერიერის არქიტექტორი (დიზაინერი); დ.დ) ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის არქიტექტორი; ე) შენობა-ნაგებობების ინჟინერ-დამპროექტებელი – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს შენობა-ნაგებობების ან/და მათი ნაწილების კონსტრუქციული სისტემებისა და ელემენტების დაპროექტებას; ვ) წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ინჟინერ-დამპროექტებელი – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს წყლისა და წყალარინების სისტემების დაპროექტებას; ზ) ელექტროსისტემების ინჟინერ-დამპროექტებელი – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს ელექტროსისტემების დაპროექტებას; თ) მექანიკური სისტემების ინჟინერ-დამპროექტებელი – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს შენობა-ნაგებობების ან/და მათი ნაწილების მექანიკური სისტემების დაპროექტებას; ი) გათბობა/ცხელი წყლით მომარაგების სისტემების ინჟინერ-დამპროექტებელი – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს შენობა-ნაგებობების ან/და მათი ნაწილების გათბობა/ცხელი წყლით მომარაგების სისტემების დაპროექტებას; კ) აირმომარაგების სისტემების ინჟინერ-დამპროექტებელი – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს აირმომარაგების სისტემების დაპროექტებას; ლ) შენობა-ნაგებობების ინჟინერ-მშენებელი – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს შენობა-ნაგებობების ან/და მათი ნაწილების მშენებლობას; მ) ხაზობრივი ნაგებობების ინჟინერ-მშენებელი – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს ხაზობრივი ნაგებობების ან/და მათი ნაწილების მშენებლობას; ნ) წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მემონტაჟე – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს წყლისა და წყალარინების სისტემების მონტაჟს; ო) ელექტროსისტემების მემონტაჟე – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს ელექტროსისტემების მონტაჟს; პ) მექანიკური სისტემების მემონტაჟე – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს შენობა-ნაგებობების ან/და მათი ნაწილების მექანიკური სისტემების მონტაჟს; ჟ) გათბობა/ცხელი წყლით მომარაგების სისტემების მემონტაჟე – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს შენობა-ნაგებობების ან/და მათი ნაწილების გათბობა/ცხელი წყლით მომარაგების სისტემების მონტაჟს; რ) აირმომარაგების სისტემების მემონტაჟე – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს აირმომარაგების სისტემების მონტაჟს.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციალისტები პასუხისმგებელნი არიან მათ მიერ შესრულებული დოკუმენტის სისწორისათვის ან/და შესრულებული სამუშაოსათვის. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №315 – ვებგვერდი, 15.08.2011წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 15 აგვ. 2011-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 21-ე მუხლი დაიყო პუნქტებად, სპეციალისტთა განმარტებებიდან ამოღებულია „არის“ და დაემატა მე-2 პუნქტი სპეციალისტთა პასუხისმგებლობის შესახებ.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
65329171406121154 (და…21
მნიშვნელობით ახლოსგანსაკუთრებული მნიშვნე…საქართველოს სივრცის და…არქიტექტურული საქმიანო…სამშენებლო საქმიანობის…ტერიტორიების გამოყენებ…