Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებმუხლი 26

მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

მუხლი 26. სავალდებულო საექსპერტო შეფასებას დაქვემდებარებული სამშენებლო დოკუმენტის ნაწილები და მათი საექსპერტო შეფასების ჩატარების პროცედურა

რედაქცია №57კონსოლიდირებული · 2 მარ. 2020

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 04.03.2020.

  • მოქმედი ნორმების მოსაძებნად გამოიყენეთ ძებნა კანონმდებლობაში
თემები:უძრავი ქონების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევაინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული Feasibilityდაკავებასაინვესტიციო ანალიზიქონების შეფასება და სააუქციონო მომზადებაკომერციული უძრავი ქონების შეფასება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დამკვეთისათვის სავალდებულო საექსპერტო შეფასებას ექვემდებარება ამ დადგენილებით განსაზღვრული: ა) III კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების პროექტების არქიტექტურული ნაწილების შესაბამისობა „ტექნიკური რეგლამენტის – შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტთან; ბ) IV კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების პროექტების შემდეგი ნაწილები: ბ.ა) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასება; ბ.ბ) ფუძეების, საძირკვლებისა და სხვა ძირითადი კონსტრუქციების საექსპერტო შეფასება; ბ.გ) არქიტექტურული ნაწილების შესაბამისობა „ტექნიკური რეგლამენტის – შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტთან; გ) V კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების პროექტების შემდეგი ნაწილები: გ.ა) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასება; გ.ბ) ფუძეების, საძირკვლებისა და სხვა ძირითადი კონსტრუქციების საექსპერტო შეფასება; გ.გ) დოკუმენტების პროექტების ტექნოლოგიური ნაწილების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საექსპერტო შეფასება; გ.დ) არქიტექტურული ნაწილების შესაბამისობა „ტექნიკური რეგლამენტის – შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტთან; დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება ამ დადგენილების 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შენობებზე შემდეგი მახასიათებლებით − განაშენიანების ინტენსივობის (სიმჭიდროვის) კოეფიციენტით, K-2-ით განსაზღვრული ან იმ ზონაში, სადაც K-2 არ განისაზღვრება – სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური 6 000 მ 2 -მდე ფართობის, 22 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 4 მ-ზე მეტი ჩაღრმავების.

2.(ამოღებულია – 01.12.2011, №454).

3.საექსპერტო შეფასება უნდა შეიცავდეს ექსპერტიზის ჩატარების მეთოდს, შენიშვნებისა და დადებითი შეფასების დასაბუთებას. საბოლოო შეფასება უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად დადებითი ან უარყოფითი. უარყოფითი შეფასება არის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

4.მშენებლობის ნებართვის გამცემ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს უფლება მიიღოს ახსნა-განმარტებები და დამატებითი ინფორმაცია ექსპერტისაგან და გაიაროს მასთან კონსულტაციები.

5.ექსპერტიზის ჩატარების პროცედურა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №61 დადგენილებით „ტექნიკური რეგლამენტის – განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესის დამტკიცების თაობაზე“ (გარდა ამ დადგენილების 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა). საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №315 – ვებგვერდი, 15.08.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №454 - ვებგვერდი, 06.12.2011წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის დადგენილება №37 – ვებგვერდი, 06.02.2015წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 აპრილის დადგენილება №176 - ვებგვერდი, 19.04.2016წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 თებერვლის დადგენილება №63 - ვებგვერდი, 07.02.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №42 · ძალაშია 7 თებ. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 7 თებ. 2017

    26-ე მუხლში სავალდებულო ექსპერტიზა გაფართოვდა III კლასზე და ყველა კლასისთვის დაემატა არქიტექტურული ნაწილების შესაბამისობა №41 რეგლამენტთან; V კლასი ცალკე „გ“ ქვეპუნქტად გამოიყო, შესაბამისად შეიცვალა გამონაკლისისა და მე-5 პუნქტის მითითებები.

  2. 19 აპრ. 2016
  3. 6 თებ. 2015

    26-ე მუხლს დაემატა „ბ 1“ ქვეპუნქტი, რომლითაც „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ, მითითებული ფართობის, სიმაღლისა და ჩაღრმავების მახასიათებლების შენობებზე.

  4. 6 დეკ. 2011

    26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულია: მაძიებელს აღარ აქვს პასუხისმგებელი პირის მონაცემებისა და უარყოფითი შეფასების მითითების ეს ვალდებულება.

  5. 15 აგვ. 2011

    26-ე მუხლის მე-2 პუნქტში ორგანოში საექსპერტო შეფასების ნაცვლად ახლა წარდგენილია ინფორმაცია შეფასებაზე პასუხისმგებელი პირის შესახებ, უარყოფითი შეფასების მითითების ვალდებულებით.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 25შემდეგი მუხლი 27

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • იპოთეკური სესხის უზრუნველყოფის მიზნით ქონების შეფასება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მშენებარე საცხოვრებელი ფართის შეფასება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სადაზღვევო მიზნებისთვის უძრავი ქონების შეფასება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2 მარ. 2020 · №57

  • 5 ცვლილება · ბოლო 7 თებ. 2017
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 10 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 27

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 15სავალდებულო საექსპერტო შეფასებას დაქვემდებარებული სამშენებლო დოკუმენტის ნაწილები და მათი საექსპერტო შეფასების ჩატარების პროცედურა
  • 16სავალდებულო საექსპერტო შეფასებას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის წარმოების ეტაპები და მათი ექსპერტიზის ჩატარების პროცედურა
  • 13სამშენებლო საქმიანობაში საექსპერტო შეფასების მიზანი, სფერო და სახეები

სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის შესახებ

  • 2ექსპერტიზას დაქვემდებარებული სანებართვო დოკუმენტაციის სახეები შენობა-ნაგებობის კლასების მიხედვით
  • 3სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე პირები
  • 4სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელებისათვის ექსპერტიზისა და ტექნიკური ზედამხედველობის ჩატარების პროცედურა

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 99სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასების უფლებამოსილების მქონე პირი
  • 140სავალდებულო სერტიფიცირება არქიტექტურული საქმიანობისა და სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას
  • 142მისაღები კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 15 (დანართი 1)სამშენებლო პროდუქტის თვისებების კლასები, დონეები და სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასება და ვერიფიკაცია
  • 17 (დანართი 1)სხვა გამარტივებული პროცედურები
  • 3 (დანართი 1)სამშენებლო საქმიანობის მიმართ არსებული ძირითადი მოთხოვნები და სამშენებლო პროდუქტის ძირითადი მახასიათებლები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
279914014215 (დ…17 (დ…3 (და…23415161326
მითითებამნიშვნელობით ახლოსმშენებლობის ნებართვის …განსაკუთრებული მნიშვნე…სანებართვო დოკუმენტაცი…საქართველოს სივრცის და…სამშენებლო პროდუქტების…