მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

მუხლი 25. სამშენებლო საქმიანობის ექსპერტი, მისი უფლება-მოვალეობანი

რედაქცია №57კონსოლიდირებული · 2 მარ. 2020

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამშენებლო საქმიანობის ექსპერტად ყოფნის უფლება აქვს: ა) პირს, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №61 დადგენილებით „ტექნიკური რეგლამენტის – განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესის დამტკიცების თაობაზე“; ბ) ამ დადგენილების 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ.გ“ და „გ.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში, სპეციალისტს, რომელსაც აქვს არქიტექტორის აკადემიური ხარისხი და აქვს სპეციალობით, საპროექტო ან/და კვლევითი მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი; გ) ამ დადგენილების 53-ე მუხლის 5 2 პუნქტში მითითებული ობიექტების შემთხვევაში, რომელთა მშენებლობაც ხორციელდება საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე ან/და უცხოური დაფინანსების მონაწილეობით (მოზიდული საერთაშორისო სახსრები, ინვესტიცია, კრედიტი), საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციასთან გაფორმებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის განხორციელების ზედამხედველობაზე ამავე საფინანსო ორგანიზაციასთან შეთანხმებით შერჩეული კომპანიის სამშენებლო საქმიანობის ექსპერტს/კონსულტანტს, რომელიც ამზადებს საექსპერტო შეფასებას საპროექტო დოკუმენტაციის კანონმდებლობით განსაზღვრულ ნაწილებზე, რომელიც უნდა ატარებდეს ერთმნიშვნელოვნად დადებით ან უარყოფით ხასიათს. უარყოფითი შეფასება არის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი; დ) სამშენებლო საქმიანობის ექსპერტს, რომელსაც უფლება აქვს, განახორციელოს ამ დადგენილებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილება; ე) სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის (შემდგომში − აკრედიტაციის ცენტრი) მიერ აკრედიტებულ „A ტიპის ინსპექტირების ორგანოს“, რომელიც უზრუნველყოფს განხორციელებული ან/და განსახორციელებელი სამშენებლო საქმიანობის საექსპერტო შეფასებას. ასეთ შემთხვევაში, საექსპერტო შეფასებას თან უნდა დაერთოს აკრედიტაციის მოწმობა და დოკუმენტაცია აკრედიტაციის სფეროს შესახებ; ვ) ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებში აკრედიტებულ ორგანოებს, რომლებიც სამშენებლო საქმიანობის ექსპერტად ყოფნის მიზნით რეგისტრირდებიან აკრედიტაციის ცენტრში. ასეთ შემთხვევაში, საექსპერტო შეფასებას თან უნდა დაერთოს აკრედიტაციის ცენტრში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2.სამშენებლო საქმიანობის ექსპერტი ვალდებულია, მის მიერ განხორციელებული საექსპერტო შეფასება ატარებდეს ერთმნიშვნელოვნად დადებით ან უარყოფით ხასიათს.

3.26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ.გ“ და „გ.დ“ ქვეპუნქტების მიხედვით განსაზღვრული საექსპერტო დასკვნა უნდა მოიცავდეს არქიტექტურული პროექტის „ტექნიკური რეგლამენტის – შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებასთან შესაბამისობის შეფასებას, სულ მცირე, შემდეგი ნაწილების მითითებით: ა) დაკავებულობ(ებ)ისა და დაკავებულობის დატვირთვების შეფასებას; ბ) კონსტრუქციის ტიპების შეფასებას; გ) სიმაღლისა და ფართობის შეფასებას; დ) გასასვლელების, გასასვლელთან მისადგომების, გასავლელებისა და შენობიდან გამოსასვლელების შეფასებას; ე) გზა-კიბეებისა და სხვა გასასვლელი საშუალებების გამტარუნარიანობების შეფასებას; ვ) მისაწვდომობის შეფასებას; ზ) გარე კედლებისადმი მოთხოვნების შეფასებას; თ) სახურავის ანაწყობების შეფასებას; ი) ცეცხლმედეგობის ხარისხიანი მოთხოვნილი გამმიჯნავების შეფასებას; კ) ხანძრისაგან დაცვის სისტემების შეფასებას; ლ) წყალსადენი სისტემის ფიქსირებული მოწყობილობების შეფასებას; მ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა მოთხოვნების შეფასებას.

4.სამშენებლო საქმიანობის ძირითად სპეციალისტს, რომელიც არის ან იქნება დაკავშირებული კონკრეტული ობიექტის დაპროექტებასა და მშენებლობასთან, ასევე წარმოადგენს დაინტერესებულ ან ურთიერთდამოკიდებულ პირს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ წარმოებებში, არა აქვს უფლება, განახორციელოს იმავე ობიექტთან დაკავშირებული საექსპერტო შეფასება. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 აპრილის დადგენილება №176 - ვებგვერდი, 19.04.2016წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 თებერვლის დადგენილება №63 - ვებგვერდი, 07.02.2017წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 2 თებერვლის დადგენილება №48 - ვებგვერდი, 06.02.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №49 · ძალაშია 6 თებ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 25-ე მუხლი დაიყო პუნქტებად; „ა“ ქვეპუნქტის საფუძველი გახდა 2014 წლის №61 დადგენილება, დაემატა არქიტექტორის 5-წლიანი სტაჟის მოთხოვნა ზოგიერთ შემთხვევაში და დაკავებულობების, კონსტრუქციის, გასასვლელების და სხვა ნაწილების შეფასების სავალდებულო შინაარსი.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2163257168529931413151525
მნიშვნელობით ახლოსგანსაკუთრებული მნიშვნე…საქართველოს სივრცის და…სანებართვო დოკუმენტაცი…სამშენებლო საქმიანობის…მშენებლობის პროექტების…სამრეწველო ემისიების შ…