Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებმუხლი 97

მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

მუხლი 97. შენობა

რედაქცია №57კონსოლიდირებული · 2 მარ. 2020

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 04.03.2020.

  • მოქმედი ნორმების მოსაძებნად გამოიყენეთ ძებნა კანონმდებლობაში
თემები:დაკავებასაცხოვრებელი უძრავი ქონების შეფასება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:22¹33¹456788¹910

- ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება 1. შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების ან შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილების საფუძველზე, მათ კომპეტენციას დაქვემდებარებული შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების უფლებამოსილება შეიძლება მიენიჭოს შესაბამის სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ორგანოს. ექსპლუატაციაში მიღება ხდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

2.შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებაზე უფლებამოსილი ორგანო შენობა-ნაგებობის საბოლოო ინსპექტირებას/შემოწმებას და ექსპლუატაციაში მიღებას ახორციელებს ერთი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, რომლის დროსაც დამკვეთი ვალდებულია,  უზრუნველყოს სახელმწიფო ზედამხედველის შეუფერხებელი და უპირობო შესვლა.  ადმინისტრაციული წარმოება იწყება ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნის შესახებ უფლებამოსილი პირის განცხადების ადმინისტრაციულ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან. ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მშენებლობის ზედამხედველობის ორგანო: ა) ამოწმებს განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობას და ხარვეზის დადგენის შემთხვევაში,  მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად; ბ)   ახორციელებს საბოლოო ინსპექტირებას/შემოწმებას; გ) ახორციელებს შენობა-ნაგებობის დათვალიერებას ან/და, საჭიროების შემთხვევაში, აზომვას მისი მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; დ) შენობა-ნაგებობაზე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში,  ახორციელებს კანონმდებლობის შესაბამის რეაგირებას; ე) გამოსცემს შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებაზე ან უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

2¹.საბოლოო ინსპექტირების განხორციელების პროცესში დაფიქსირებული დარღვევების დადგენილი წესით აღმოფხვრის შემდგომ, დამკვეთის მიერ ხელახალი მიმართვის შემთხვევაში, შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია, განმეორებით ჩაატაროს შენობა-ნაგებობის ინსპექტირება/შემოწმება.

3.გადაწყვეტილება ამ დადგენილებით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების შესახებ მიიღება: ა) განცხადების წარდგენიდან 5 დღის ვადაში, III კლასის შენობა-ნაგებობებისთვის, (გარდა ამ პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწისნებული შენობა-ნაგებობებისა); ბ) განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში: ბ.ა) II კლასის შენობა-ნაგებობებისთვის; ბ.ბ) III კლასის საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობებისა და აგრეთვე განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის 1500 მ ​2 -ზე მეტი საანგარიშო ფართობისა და მიწის ზედაპირიდან 14 მეტრზე მეტი სიმაღლის შენობა-ნაგებობებისათვის; გ) განცხადების წარდგენიდან 30 დღის ვადაში: გ.ა) IV და V კლასების შენობა-ნაგებობებისათვის; გ.ბ) შენობა-ნაგებობის ნაწილ(ებ)ისათვის.

3¹.თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდებში არ იქნება გამოცემული შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ შენობა-ნაგებობა ჩაითვლება ექსპლუატაციაში მიღებულად და ნებართვის მფლობელის მოთხოვნისთანავე შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, დაუყოვნებლივ გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების შესახებ.

4.შენობა - ნაგებობის ან მისი ნაწილ( ებ) ის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ გადაწყვეტილებით ხდება სანებართვო პირობების შესრულების ან/ და დასაშვები ცვლილებების დადასტურება. აქტი გამოიცემა 3 ეგზემპლარად და მას თან ერთვის აქტის გამომცემი ორგანოს მიერ სათანადოდ დამოწმებული ექსპლუატაციაში მიღებული შენობა - ნაგებობის საბოლოო მდგომარეობის ამსახველი ნახაზები.

5.შენობა ‑ ნაგებობის ან მისი ნაწილ( ებ) ის ( გარდა V კლასის შენობა ‑ ნაგებობებისა) ექსპლუატაციაში მიღების შესახებ გადაწყვეტილება არ ადასტურებს სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზღვრების დარღვევით ნაწარმოები ღობის სამშენებლო სამუშაოების სანებართვო პირობებთან შესაბამისობას ან დასაშვებ ცვლილებას და ასეთი მშენებლობა არ აფერხებს სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული შენობის ექსპლუატაციაში მიღებას. ასეთ შემთხვევაში, ექსპლუატაციაში მიმღები ორგანო უფლებამოსილია დამოუკიდებლად განიხილოს სანებართვო პირობებით განსაზღვრული შენობა ‑ ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების საკითხი, ხოლო სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზღვრების დარღვევით ნაწარმოები ღობის მშენებლობასთან დაკავშირებით გატარდება საქართველოს კანონით – პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული ზომები.

6.იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას აქვს სტრუქტურული ხარვეზ(ებ)ი, აღნიშნულზე პასუხიმგებლობა შესაბამისი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე ეკისრება არქიტექტორს (არქიტექტურულ კომპანიას); კონსტრუქტორს, მშენებლობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ პირს, სამშენებლო კომპანიას ან შენობის ექსპლუატაციაში მიმღებ შესაბამის ორგანოს.

7.შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია: ა) ამ დადგენილების 96- ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების წარუდგენლობა ან არასწორი დოკუმენტების წარდგენა; ბ) ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – დამკვეთის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სახელმწიფო ზედამხედველისათვის შენობა - ნაგებობის დათვალიერებაზე უარის თქმა, ხელის შეშლა ან დათვალიერებისთვის სათანადო პირობების შეუქმნელობა; გ) სანებართვო პირობების დარღვევა ან/ და შეუსრულებლობა.

8.შენობა-ნაგებობის (გარდა I და II კატეგორიის საავტომობილო გზის/საავტომობილო გზის მონაკვეთ(ებ)ისა) ნაწილ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის საფუძვლებია: ა) 96-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების წარუდგენლობა; ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,  დამკვეთის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სახელმწიფო ზედამხედველისათვის შენობა-ნაგებობის დათვალიერებაზე უარის თქმა ან ხელის შეშლა; გ) სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა; დ) მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დადგენილი მეთოდების და ღონისძიებების შეუსრულებლობა ან განხორციელებული ღონისძიებების შეუსაბამობა წარდგენილი მშენებლობის ორგანიზების საბოლოო პროექტთან, უარყოფითი საექსპერტო შეფასება ან/და მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა.

8¹.I და II კატეგორიის საავტომობილო გზის/საავტომობილო გზის მონაკვეთ(ებ)ის ნაწილობრივ ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია ამ დადგენილების 96-ე მუხლის 4 1 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარუდგენლობა.

9.შენობა ‑ ნაგებობის ნაწილ( ებ) ის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო იღებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.

10.შენობა - ნაგებობის ან მისი ნაწილ( ებ) ის ექსპლუატაციაში მიღებისათვის წარდგენილი დოკუმენტების სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება დამკვეთს. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 თებერვლის დადგენილება №70- ვებგვერდი , 15.02.2011 წ . საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ივნისის დადგენილება №244 – ვებგვერდი , 24.06.2011 წ . საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი , 18.01.2012 წ . საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 ივნისის დადგენილება №216 - ვებგვერდი , 19.06.2012 წ . საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის დადგენილება №27- ვებგვერდი, 11.02.2013წ. სა ქართველოს მთავრობის 2015 წლი ს 18 დეკემბრი ს დადგენილება №637 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. ს აქართველოს მთავრობის 2015 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №641 - ვ ებგვერდი, 24.12.2015წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის დადგენილება №174 - ვებგვერდი, 04.04.2017წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 მარტის დადგენილება №142 - ვებგვერდი, 29.03.2019წ. თავი XXIII სამშენებლო მოედნისა და შენობა-ნაგებობის წყლით, წყალარინებით, ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების უზრუნველყოფის შესაძლებლობა და უზრუნველყოფა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №54 · ძალაშია 29 მარ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 29 მარ. 2019
  2. 4 აპრ. 2017

    97-ე მუხლის მე-2 პუნქტით საბოლოო ინსპექტირება და ექსპლუატაციაში მიღება ერთ ადმინისტრაციულ წარმოებაშია და დაემატა 2¹ პუნქტი; მე-3 პუნქტის ვადები ქვეპუნქტებად გადაჯგუფდა, ხოლო ვადის გასვლის შედეგი 3¹ პუნქტშია.

  3. 24 დეკ. 2015
  4. 23 დეკ. 2015

    97-ე მუხლის მე-8 პუნქტი საავტომობილო გზების გარდა შენობა-ნაგებობებზე შემოიფარგლა, ხოლო ახალი 8¹ პუნქტით I და II კატეგორიის გზების ნაწილობრივი მიღებაზე უარის საფუძვლად 4¹ პუნქტის დოკუმენტაციის წარუდგენლობა განისაზღვრა.

  5. 11 თებ. 2013

    97-ე მუხლის მე-3 პუნქტში ექსპლუატაციაში მიღების გადაწყვეტილების ვადებს დაემატა 62-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შემთხვევები: 5 დღე (II, III კლასი) და 10 დღე (IV კლასი).

  6. 24 ივნ. 2011

    97-ე მუხლს დაემატა მე-7 პუნქტი, რომლის თანახმადაც უცხოური დაფინანსებით განხორციელებული ობიექტების ვარგისად აღიარება ეფუძნება 89-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენასა და ვიზუალურ დათვალიერებას.

  7. 15 თებ. 2011
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 96შემდეგი მუხლი 98

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საცხოვრებელი სახლის და კოტეჯის შეფასება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2 მარ. 2020 · №57

  • 7 ცვლილება · ბოლო 29 მარ. 2019
  • 14 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 96

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 66შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება
  • 64ექსპლუატაციაში მიღებისათვის მომზადებული შენობა-ნაგებობა
  • 65შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის წარდგენა

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 104ადმინისტრაციული წარმოება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებასთან დაკავშირებით
  • 107ადმინისტრაციული წარმოება მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით
  • 139შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 103³ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესი
  • 25²შენობა-ნაგებობის ფუნქციონირება ექსპლუატაციაში მიღების გარეშე
  • 16ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 15⁶შენობა-ნაგებობაზე ან მის ერთეულზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესი

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 23ნებართვის გაცემის ზოგადი წესი

სამშენებლო საქმიანობის შესახებ

  • 6სამშენებლო საქმიანობის მონაწილეთა ვალდებულებანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9623615⁶103³25²1610410713966646597
მითითებამნიშვნელობით ახლოსმშენებლობის ნებართვის …განსაკუთრებული მნიშვნე…საქართველოს სივრცის და…პროდუქტის უსაფრთხოების…საჯარო რეესტრის შესახე…სამეწარმეო საქმიანობის…