მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

მუხლი 98. სამშენებლო მოედნისა და შენობა-ნაგებობის წყლით, წყალარინებით, ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების უზრუნველყოფის შესაძლებლობა და უზრუნველყოფა

რედაქცია №57კონსოლიდირებული · 2 მარ. 2020

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დამკვეთის ან/და მესაკუთრის/მოსარგებლის მოთხოვნის შემთხვევაში სამშენებლო მოედნისა და შენობა-ნაგებობის წყლით, წყალარინებით, საკანალიზაციო ქსელით, ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის შესაძლებლობა გულისხმობს შესაბამისი ძირითადი საინჟინრო-კომუნალური ქსელების მფლობელი კომპანიისაგან ინფორმაციის მიღებას სამშენებლო მოედნისა და შენობა-ნაგებობის წყლით, წყალარინებით, საკანალიზაციო ქსელით, ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის შესაძლებლობაზე.

2.შესაბამისი ძირითადი საინჟინრო-კომუნალური ქსელების მფლობელი კომპანიები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად წარმოადგენენ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ასრულებენ რა საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს, შესაბამისად, სამშენებლო მოედნისა და შენობა-ნაგებობის წყლით, წყალარინებით, ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის შესაძლებლობის თაობაზე. აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა.

3.შესაბამისი ძირითადი საინჟინრო-კომუნალური ქსელების მფლობელი კომპანიები ვალდებული არიან გასცენ ინფორმაცია სამშენებლო მოედნისა და შენობა-ნაგებობის წყლით, წყალარინებით, საკანალიზაციო ქსელით, ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის შესაძლებლობის შესახებ, ხოლო შესაძლებლობის არარსებობის შემთხვევაში – არგუმენტირებული/დასაბუთებული უარის შესახებ.

4.იმ შემთხვევაში, როდესაც ძირითადი საინჟინრო-კომუნალური ქსელების მფლობელი კომპანიების მხრიდან არ არსებობს სამშენებლო მოედნისა და შენობა-ნაგებობის წყლით, წყალარინებით, საკანალიზაციო ქსელით, ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის შესაძლებლობა, მაგრამ არსებობს შესაძლებლობა მათი განვითარებისა, ასეთ შემთხვევაში შესაბამის კომპანიებს არა აქვთ უარის თქმის უფლება ძირითადი საინჟინრო-კომუნალური ქსელების უზრუნველყოფასა და მიერთების შესაძლებლობაზე.

5.სამშენებლო მოედნისა და შენობა-ნაგებობის წყლით, წყალარინებით, საკანალიზაციო ქსელით, ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების უზრუნველყოფა განისაზღვრება ძირითადი საინჟინრო-კომუნალური ქსელების მფლობელ კომპანიებსა და ლოკალური საინჟინრო-კომუნალური ქსელების მესაკუთრე(ებ)ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად ამ მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით.

6.ძირითადი საინჟინრო-კომუნალური ქსელების მფლობელ კომპანიებსა და ლოკალური საინჟინრო-კომუნალური ქსელების მესაკუთრეს შორის სამშენებლო მოედნისა და შენობა-ნაგებობის წყლით, წყალარინებით, საკანალიზაციო ქსელით, ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების უზრუნველმყოფი ხელშეკრულებით აბონენტად აყვანა ხდება ობიექტის (შენობა-ნაგებობის და/ან მიწის ნაკვეთის) და არა მისი მესაკუთრის. შესაბამისად, აღნიშნული შენობა-ნაგებობის და/ან მიწის ნაკვეთის გასხვისების შემთხვევაში ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები/სიმძლავრეები ავტომატურად გადაეცემა ახალ მესაკუთრეს.

7.მშენებლობის ნებართვის მფლობელი, რომელსაც გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ძირითადი საინჟინრო-კომუნალური ქსელების მფლობელ კომპანიებთან, ლოკალური საინჟინრო-კომუნალური ქსელების ძირითად საინჟინრო-კომუნალურ ქსელებთან მიერთების თაობაზე, მიერთების სამუშაოების დაწყებამდე მინიმუმ 10 დღით ადრე ახდენს შესაბამისი ძირითადი საინჟინრო-კომუნალური ქსელების მფლობელის წერილობით ინფორმირებას ლოკალური საინჟინრო-კომუნალური ქსელების ძირითად საინჟინრო-კომუნალურ ქსელებთან მიერთების სამუშაოების წარმოების შესახებ.

8.სამშენებლო საქმიანობის შესაბამისი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების შესაბამისად განსახორციელებელი ლოკალური საინჟინრო-კომუნალური ქსელების ძირითად საინჟინრო-კომუნალურ ქსელებთან მიერთების სამუშაოები წარმოებს მშენებლობის ნებართვის მფლობელსა და სამუშაოების შემსრულებელ ნებისმიერ სამშენებლო ორგანიზაციას ან ინჟინერ-მემონტაჟეს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. შესაბამისი ძირითადი საინჟინრო-კომუნალური ქსელების მფლობელი უფლებამოსილია მიერთების სამუშაოებს გაუწიოს ტექნიკური ზედამხედველობა.

9.ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების შემდეგ მშენებლობის ნებართვის მფლობელსა და სამუშაოების შემსრულებელ ნებისმიერ სამშენებლო ორგანიზაციას ან ინჟინერ-მემონტაჟეს შორის დგება აქტი მიერთების შესახებ. თავი XXIV გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №33 · ძალაშია 4 დეკ. 2014-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2435163736731 (დ…414511131398
მნიშვნელობით ახლოსგანსაკუთრებული მნიშვნე…საქართველოს სივრცის და…სასმელი წყლის მიწოდები…ადგილობრივი თვითმმართვ…ენერგეტიკისა და წყალმო…წყლის რესურსების მართვ…