სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმისა და მისი წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 5 (დანართი 1)

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 28 აპრ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის შევსებისას მიეთითება: ა) გრაფაში „ორგანიზაციის დასახელება“ – ორგანიზაციის/დაწესებულების სრული დასახელება; ბ) გრაფაში „საიდენტიფიკაციო კოდი“ – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული უნიკალური და მუდმივი საიდენტიფიკაციო ნომერი; გ) გრაფაში „სტრუქტურული ერთეული“ – ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულის/ დანაყოფის/ქვედანაყოფის, როგორიცაა დეპარტამენტი, სამსახური, სამმართველო და ა.შ. სრული დასახელება (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) გრაფაში „შედგენის თარიღი“ – პასუხისმგებელი პირის მიერ სამუშაო დროის აღიცხვის ფორმის შედგენის თარიღი; ე) გრაფაში „საანგარიშო პერიოდი (-დან, -მდე)“ – საანგარიშო პერიოდის დაწყებისა და დასრულების თარიღები; ვ) გრაფაში 1 – დასაქმებულის გვარი, სახელი; ზ) გრაფაში 2 – პირადი ნომერი ან ტაბელის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); თ) გრაფაში 3 – თანამდებობა (სპეციალობა, პროფესია); ი) გრაფაში 4 – საანგარიშო პერიოდში/თვის განმავლობაში აღნიშვნები სამუშაოზე გამოცხადების/არგამოცხადების შესახებ თარიღების მიხედვით შესაბამისად; კ) გრაფაში 5 თვის განმავლობაში ნამუშევარ დღეთა ჯამური რაოდენობა; ლ) გრაფაში 6 თვის განმავლობაში ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა; მ) გრაფაში 7 თვის განმავლობაში ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა; ნ) გრაფაში 8 თვის განმავლობაში ღამით (22:00-დან 6:00-მდე პერიოდი) ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა; ო) გრაფაში 9 თვის განმავლობაში დასვენების, უქმე დღეებში ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა; პ) გრაფაში 10 თვის განმავლობაში სხვა 7-9 გრაფებისგან განსხვავებული ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა; ჟ) გრაფაში „ორგანიზაციის/სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი“ – ორგანიზაციის/სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა, ხელმოწერა და თარიღი; რ) გრაფაში „ტაბელის შედგენაზე პასუხისმგებელი პირი“ – დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის წარმოებაზე/შევსებაზე პასუხისმგებელი პირის თანამდებობა და ხელმოწერა.

2.იმ შეთხვევაში, თუ ორგანიზაციის/სტუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და ტაბელის შედგენაზე პასუხისმგებელი პირი ერთი და იგივე პირია, სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის სისწორე დასტურდება ორგანიზაციის/სტუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ხელმოწერით.

3.ერთი და იგივე დასაქმებულის მიერ ერთსა და იმავე ორგანიზაციაში/დაწესებულებაში ან ამ ორგანიზაციის/დაწესებულების ერთსა და იმავე სტრუქტურულ ერთეულში ორ სხვადასხვა თანამდებობაზე (სპეციალობით, პროფესიით) დასაქმების შემთხვევაში (შეთავსებით სამუშაო), სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმაში მონაცემები შეიტანება ცალ-ცალკე თითოეულ თანამდებობაზე (სპეციალობით, პროფესიით) ნამუშევარი საათების გათვალისწინებით.

4.სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის შევსებისას გამოიყენება შემდეგი პირობითი აღნიშვნები (გამოიყენება მე-4 გრაფის შევსებისას): ა) „დ“ – დასვენება/უქმე დღეები; ბ) „ა/შ“ – ანაზღაურებადი შვებულება; გ) „უ/შ“ – ანაზღაურების გარეშე შვებულება; დ) „დ/შ-ა“ – დეკრეტული შვებულება – ანაზღაურებადი; ე) „დ/შ-უ“ -დეკრეტული შვებულება – ანაზღაურების გარეშე; ვ) „ს/ფ“ – საავადმყოფო ფურცელი; ზ) „გ“ – გაცდენა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №01-89/ნ - ვებგვერდი, 08.11.2022წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 28 აპრილის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 28.04.2023წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმისა და მისი წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
324412638 (დ…11² (…114771 (და…2 (და…4 (და…5 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსამუშაო დროის აღრიცხვი…საქართველოს შრომის კოდ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…გადასახადების ადმინისტ…შრომითი მიგრაციის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა