გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 11² (დანართი 1). დაქირავებულ პირთა რეესტრი

რედაქცია №400კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №402 (06.11.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №400 (08.10.2026), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული დამქირავებელი, ვალდებულია დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია ასახოს „დაქირავებულ პირთა რეესტრში“, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური.

2.დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს წარედგინება ელექტრონულად, შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით.

3.„დაქირავებულ პირთა რეესტრში“ აისახება დაქირავებულ პირთა შესახებ შემდეგი სახის ინფორმაცია: ა) დაქირავებული პირის პირადი ნომერი, სახელი და გვარი, სქესი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, მობილური ტელეფონის ნომერი; ბ) სამუშაო განაკვეთი; გ) სტატუსი – აქტიური, შეჩერებული, შეწყვეტილი; დ) სტატუსის შეწყვეტის/შეჩერების თარიღი.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისათვის: ა) აქტიური სტატუსი ენიჭება დაქირავებულ პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას; ბ) შეჩერებული სტატუსი ენიჭება დაქირავებულ პირს, რომელიც დროებით ვერ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, რაც არ იწვევს შრომითი ურთიერთობების შეწყვეტას და ამავდროულად შრომითი ურთიერთობის შეჩერების პერიოდი აღემატება 90 კალენდარულ დღეს; გ) შეწყვეტილი სტატუსი ენიჭება დაქირავებულ პირს, რომელთანაც შეწყდა შრომითი ხელშეკრულება.

5.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილებისას დამქირავებელი ვალდებულია შესაბამისი ცვლილებები 5 სამუშაო დღის ვადაში ასახოს „დაქირავებულ პირთა რეესტრში“, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაქირავებულს ენიჭება სტატუსი – აქტიური, რა დროსაც შესაბამისი ცვლილების რეესტრში ასახვა  უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს შრომითი ურთიერთობის განახლების თარიღისა.

6.დამქირავებელი  საწარმო უფლებამოსილია „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ არ ასახოს იმ ფიზიკური პირის შესახებ ინფორმაცია, რომელიც რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში ან საგადასახადო აღრიცხვის ერთიან რეესტრში და მინიჭებული აქვს ამ პირის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილება ან/და წარმოადგენს აღნიშნული პირის მმართველობითი ორგანოს წევრს.

7.უცხოეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს და უცხოეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან გათანაბრებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს არ ეკისრებათ ვალდებულება დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია ასახონ „დაქირავებულ პირთა რეესტრში. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №331 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 29 იანვრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 01.02.2021წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 9 ივნისის ბრძანება №202 - ვებგვერდი, 09.06.2023წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 20 სექტემბრის ბრძანება №341 - ვებგვერდი, 22.09.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული დამქირავებელი, ვალდებულია დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია ასახოს „დაქირავებულ პირთა რეესტრში“, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური. 2. დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს წარედგინება ელექტრონულად, შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით. 3. „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ აისახება დაქირავებულ პირთა შესახებ შემდეგი სახის ინფორმაცია: ა) დაქირავებული პირის პირადი ნომერი, სახელი და გვარი, სქესი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, მობილური ტელეფონის ნომერი; ბ) სამუშაო განაკვეთი; გ) სტატუსი – აქტიური, შეჩერებული, შეწყვეტილი; დ) სტატუსის შეწყვეტის/შეჩერების თარიღი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისათვის: ა) აქტიური სტატუსი ენიჭება დაქირავებულ პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას; ბ) შეჩერებული სტატუსი ენიჭება დაქირავებულ პირს, რომელიც დროებით ვერ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, რაც არ იწვევს შრომითი ურთიერთობების შეწყვეტას და ამავდროულად შრომითი ურთიერთობის შეჩერების პერიოდი აღემატება 90 კალენდარულ დღეს; გ) შეწყვეტილი სტატუსი ენიჭება დაქირავებულ პირს, რომელთანაც შეწყდა შრომითი ხელშეკრულება. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილებისას დამქირავებელი ვალდებულია შესაბამისი ცვლილებები 5 სამუშაო დღის ვადაში ასახოს „დაქირავებულ პირთა რეესტრში“, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაქირავებულს ენიჭება სტატუსი – აქტიური, რა დროსაც შესაბამისი ცვლილების რეესტრში ასახვა  უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს შრომითი ურთიერთობის განახლების თარიღისა. 6. დამქირავებელი  საწარმო უფლებამოსილია „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ არ ასახოს იმ ფიზიკური პირის შესახებ ინფორმაცია, რომელიც რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში ან საგადასახადო აღრიცხვის ერთიან რეესტრში და მინიჭებული აქვს ამ პირის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილება ან/და წარმოადგენს აღნიშნული პირის მმართველობითი ორგანოს წევრს. 7. უცხოეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს და უცხოეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან გათანაბრებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს არ ეკისრებათ ვალდებულება დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია ასახონ „დაქირავებულ პირთა რეესტრში. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №331 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 29 იანვრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 01.02.2021წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 9 ივნისის ბრძანება №202 - ვებგვერდი, 09.06.2023წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 20 სექტემბრის ბრძანება №341 - ვებგვერდი, 22.09.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ნოე. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია

  2. 3 იან. 2011 – 1 თებ. 2021 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁸⁷20³7¹12288⁵15339⁴ (…39¹ (…111² …13²3 (და…2111² (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…ახალი კორონავირუსით (S…გადასახადების ადმინისტ…დასაქმების ხელშეწყობის…ლატარიების, აზარტული დ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა