Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 38 (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 38 (დანართი 1). გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის შევსება

რედაქცია №400 კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111212¹13

1.დეკლარაციის პირველ ნაწილში აისახება ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტის, დეკლარაციის ტიპის (პირველადი/შესწორებული) და საანგარიშო თვის შესახებ.

2.დეკლარაციის ყველა გვერდზე მიეთითება გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, ამასთან, დეკლარაციაში ასახული მონაცემების უტყუარობა და სისრულე ხელისმოწერით დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.

3.დეკლარაციის II ნაწილი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და აისახება ინფორმაცია საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენისა და რეგისტრაციის შესახებ.

4.იმ შემთხვევაში, თუ დასახელებულ დეკლარაციის უჯრებში აუცილებელი გახდება განსხვავებული მონაცემების შეტანა, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია აღნიშნულზე დეკლარაციაში გააკეთოს სათანადო შენიშვნა.

5.ცნობა დეკლარაციის წარმოდგენის შესახებ ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შემთხვევაში.

6.დეკლარაციის III ნაწილის: ა) მე-16 უჯრაში მიეთითება – საანგარიშო თვეში დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად ფულადი და ნატურალური ფორმით გაცემული ანაზღაურება (გარდა 56 1 უჯრაში ასახულისა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლით დაწესებული შეღავათების გარეშე; ბ) მე-17 უჯრაში – საანგარიშო თვეში დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად ფულადი და ნატურალური ფორმით გაცემული გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული ანაზღაურება (საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დაწესებული შეღავათების გამოკლებით); გ) მე-18 უჯრაში – რეზიდენტი ფიზიკური პირებისათვის გადახდილი როიალტი; დ) მე-19 უჯრაში – ფიზიკურ პირებზე (გარდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული პირებისა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, ნოტარიუსებისა, კერძო აღმასრულებლებისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში) გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემები (გარდა პროცენტისა), როგორიცაა გაწეული მომსახურებისათვის გაცემული ანაზღაურების (სარგებლის) ღირებულება; ამხანაგობის წევრ ფიზიკურ პირზე (რომელიც არ არის დარეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ ან/და დღგ-ის გადამხდელად) განაწილებული შემოსავალი; ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც არ არიან ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული, უსასყიდლოდ გადაცემული ქონების ღირებულება (გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისათვის საგადასახადო წლის განმავლობაში უსასყიდლოდ გადაცემული 1000 ლარამდე ქონების ღირებულებისა); „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 26-ე პუნქტით გათვალისწინებული საბროკერო კომპანიის მიერ გაცემული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული ნამეტი; ე) მე -20 უჯრაში – პირის მიერ საცხოვრებელი ფართის საცხოვრებელი მიზნებისათვის გამოყენების შედეგად ფიზიკურ პირებზე ( გარდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა ) გაცემული თანხა , რომელიც იბეგრება 5 პროცენტით; ე 1 ) 20​ 1 უჯრაში – ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საქონლის (შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის, შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების, გარდა შავი ლითონის სხმულების, ზოდების, ნაგლინის, სხვა პირველადი გადამუშავების ნედლეულისა და ნახევარფაბრიკატებისა, რომლებიც კლასიფიცირებულია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის  7201, 7202, 7203, 7205, 7206, 7207 სასაქონლო პოზიციებში და 7204 50 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში), მიწოდებით მიღებული შემოსავალი, რომელიც საქონლის შემძენი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 133​ 3 მუხლის შესაბამისად იბეგრება გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით; ვ) 21-ე უჯრაში – არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები, რომლებიც არ უკავშირდება მომსახურების ანაზღაურებას და, ამასთან, ექვემდებარება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებას (გარდა დივიდენდებისა და ანაბრებზე გაცემული პროცენტებისა), როგორიცაა სტიპენდია, გარდა სახელმწიფო სტიპენდიისა; პენსია, გარდა იმ პენსიისა, რომელიც გაიცემა სახელმწიფო სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში, სათამაშო ბიზნესის მომწყობ პირთა მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული მოგებები, აგრეთვე, სათამაშო აპარატების მეშვეობით მოწყობილ აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობებში მონაწილე პირების მიერ თამაშობის მომწყობი/ორგანიზატორი პირისგან, მათ შორის, თამაშობაში მონაწილე პირების მიერ სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხები (ფულადი განაცემი); ზ) 22-ე უჯრაში – რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაცემული დივიდენდები შეღავათების გაუთვალისწინებლად; თ) 23-ე უჯრაში – რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაცემული დივიდენდები, რომელიც ექვემდებარება წყაროსთან დაბეგვრას საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი შეღავათების გამოკლებით; ი) 24-ე უჯრაში – რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაცემული პროცენტები შეღავათების გაუთვალისწინებლად; კ) 25-ე უჯრაში – რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაცემული პროცენტები, რომელიც ექვემდებარება წყაროსთან დაბეგვრას საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი შეღავათების გამოკლებით; ლ) 26-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1332  მუხლის შესაბამისად, ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მესაკუთრე ფიზიკურ პირზე შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული ანაზღაურება; მ) 27-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის შესაბამისად, მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაწეული მომსახურებისათვის გაცემული ანაზღაურება (შეღავათების გაუთვალისწინებლად), გარდა პროცენტებისა და დივიდენდებისა. ამასთან, პროცენტებთან დაკავშირებული შეზღუდვა არ ვრცელდება 32-ე უჯრაში მისათითებელი (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის 1 1 ნაწილით გათვალისწინებული) მონაცემების მიმართ; ნ) 28-ე უჯრაში – 27-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომელიც გადახდის წყაროსთან ექვემდებარება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ1“ პუნქტის შესაბამისად 5%-იან დაბეგვრას (შეღავათების  გაუთვალისწინებლად); ო) 29-ე უჯრაში – 27-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომელიც გადახდის წყაროსთან ექვემდებარება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის შესაბამისად 10%-იან დაბეგვრას (შეღავათების გაუთვალისწინებლად); პ) 30-ე უჯრაში – 27-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომელიც გადახდის წყაროსთან ექვემდებარება 4%-იან დაბეგვრას საქართველოს საგადსახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის შესაბამისად (შეღავათების გაუთვალისწინებლად); ჟ) 31-ე უჯრაში – 27-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომელიც გადახდის წყაროსთან ექვემდებარება 10%-იან დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად (შეღავათების გაუთვალისწინებლად); რ) 32-ე უჯრაში – 27 უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომლის მიმღებია   „შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე“ 2016 წლის 29 დეკემბრის №615 დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნების რეზიდენტი პირები და რომელიც წარმოადგენს საგადასახადოს კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „ბ 1 “ და „ე“ ქვეპუნტებით გათვალისწინებული მომსახურებების ანაზღაურებას და იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, 15 პროცენტით (შეღავათების გაუთვალისწინებლად); ს) 33-ე–38-ე უჯრებში მიეთითება დეკლარაციის 27-ე–32-ე უჯრებში მითითებულ მონაცემებში ასახული განაცემიდან წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემი საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი შეღავათების გამოკლებით. ამასთან, 33-ე უჯრაში მითითებული პროცენტებთან დაკავშირებული შეზღუდვა არ ვრცელდება 38-ე უჯრაში მისათითებელი (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის 1 1 ნაწილით გათვალისწინებული) მონაცემების მიმართ; ტ) 39-ე უჯრაში – საანგარიშო თვეში გადახდის წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული საშემოსავლო გადასახადის ოდენობა, რომელიც გამოიანგარიშება შესაბამისი საგადასახადო პერიოდისათვის მოქმედი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთების მიხედვით; უ) მე-40 უჯრაში – ორგანიზაციებზე და საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტ საწარმოებზე გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემები, შეღავათების გაუთვალისწინებლად; ფ) 41-ე უჯრაში – 40-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომელიც ექვემდებარება 5%-იანი განაკვეთით დაბეგვრას (შეღავათების გაუთვალისწინებლად); ქ) 42-ე უჯრაში – 40-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომელიც ექვემდებარება 10%-იანი განაკვეთით დაბეგვრას (შეღავათების გაუთვალისწინებლად); ღ) 43-ე უჯრაში – 40-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომელიც ექვემდებარება 4%-იანი განაკვეთით დაბეგვრას (შეღავათების გაუთვალისწინებლად); ყ) 44-ე უჯრაში – 40-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომელიც გადახდის წყაროსთან ექვემდებარება 10 %-იან დაბეგვრას (შეღავათების გაუთვალისწინებლად); შ) 45-ე უჯრაში – მე-40 უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომლის მიმღებია  „შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე“ 2016 წლის 29 დეკემბრის №615 დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნების რეზიდენტი პირები და რომელიც წარმოადგენს საგადასახადოს კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „ბ 1 “ და „ე“ ქვეპუნტებით გათვალისწინებული მომსახურებების ანაზღაურებას და იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, 15 პროცენტით (შეღავათების გაუთვალისწინებლად); ჩ) 46-ე უჯრაში – 40-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი (დივიდენდი), რომელიც ექვემდებარება 5%-იანი განაკვეთით დაბეგვრას (შეღავათების გაუთვალისწინებლად); ც) 47-ე უჯრაში – 40-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი (პროცენტები), რომელიც ექვემდებარება 5%-იანი განაკვეთით დაბეგვრას (შეღავათების გაუთვალისწინებლად); ძ) 48-ე – 55-ე უჯრებში მიეთითება დეკლარაციის 40-ე – 47-ე უჯრაში მითითებულ მონაცემებში ასახული განაცემიდან წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემი საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი შეღავათების გამოკლებით; წ) 56-ე უჯრაში გადახდის წყაროსთან – ორგანიზაციებისათვის და საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტი საწარმოებისათვის დაკავებული ბიუჯეტში გადასახდელი გადასახადი (49-ე – 55-ე უჯრებში ასახული თანხების შესაბამის საგადასახადო განაკვეთებზე ნამრავლის ჯამი); წ 1 ) 56 1 უჯრაში – 2008 წლის პირველ იანვრამდე გაუცემელი ანაზღაურებებიდან, საანგარიშო პერიოდში გაცემული ანაზღაურება; წ 2 ) 56 2 უჯრაში – 2008 წლის პირველ იანვრამდე გაუცემელი   ანაზღაურებებიდან საანგარიშო თვეში გაცემულ ანაზღაურებაზე გადახდის   წყაროსთან დაკავებული გადასახადი (განაკვეთი12%); წ 3 ) (ამოღებულია - 26.11.2024, №380) ; წ 4 ) (ამოღებულია - 26.11.2024, №380) ; წ 5 ) (ამოღებულია - 26.11.2024, №380) ; ჭ) 57-ე უჯრაში – სულ საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში გადასახდელი წყაროსთან დაკავებული გადასახადების ჯამი, შესამცირებელი საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით (39-ე, 56-ე, 56 2 უჯრებში და „დეკლარაციის დანართი „დ“-ს მე-6 სვეტში ასახული თანხების ჯამს გამოკლებული „დეკლარაციის დანართი „ა“-ს მე-14 სვეტში ასახული თანხების ჯამი); ჭ 1 ) 57 1 და 57 2 უჯრებში აისახება „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ შესაბამისად აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ ბიუჯეტებში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, რომელიც მოიცავს ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე ფაქტობრივად დასაქმებულ პირზე განაცემის მიხედვით საშემოსავლო გადასახადს. ასევე, შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე პირის სტრუქტურული ქვედანაყოფის (ფილიალი, საამქრო და ა.შ.) არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულ უჯრებში შეიტანება ამ ქვედანაყოფში ფაქტობრივად, მათ შორის, სეზონურად დასაქმებულ  პირზე განაცემის მიხედვით საშემოსავლო გადასახადი; ჭ 2 ) (ამოღებულია - 06.11.2023, №415) ; ხ) 58-ე უჯრაში – საანგარიშო თვეში მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ღირებულება დღგ–ის გარეშე; ჯ) 59-ე უჯრაში – სამეურნეო ოპერაციის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯი.    ასეთის არსებობის შემთხვევაში აღნიშნეთ „V“ ნიშნით; ჰ) მე-60 უჯრაში – საანგარიშო პერიოდში საგადასახადო ორგანოს მიერ ინვერნტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფაეულობების დანაკლისის ოდენობა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით; ჰ 1 ) 61-ე უჯრაში – ფიზიკურ პირთა რიცხოვნობა, რომელზეც გაცემულია მე-16 უჯრაში ასახული თანხა; შენიშვნა: აღნიშნულ უჯრაში არ შეიტანება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებით დამტკიცებულ „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხით“ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია; ჰ 2 ) 62-ე უჯრაში – არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები, რომელიც არ უკავშირდება მომსახურების ანაზღაურებას და ამასთან, არ ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას (დახმარება, სწავლის, მკურნალობის ანაზღაურება და სხვა); ჰ 3 ) 63-ე და 64-ე უჯრებში – აისახება ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებული ბრუნვა, მათ შორის, საკონტროლო-სალარო აპარატის საშუალებით განხორციელებული; ჰ 4 ) 65-ე და 66-ე უჯრაში – საანგარიშო პერიოდში შესაბამისად დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული მაქსიმალური და მინიმალური ხელფასის ოდენობა; ჰ​ 5 ) 67-ე უჯრაში – ნაღდი ფულის ნაშთი საანგარიშო თვის ბოლოსთვის, გარდა ამავე პუნქტის „ჰ​ 6 “ ქვეპუნქტში მითითებული თანხისა; ჰ​ 6 ) 68-ე უჯრაში – ანგარიშვალდებული პირების მიერ გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშ(ებ)ზე ან/და სალაროში დაუბრუნებელი თანხები საანგარიშო თვის ბოლოსთვის; ჰ​ 7 ) 69-ე უჯრაში – 68-ე უჯრაში გათვალისწინებულ ანგარიშვალდებულ პირთა რაოდენობა.

7.დეკლარაციის დანართ „ა“-ს უჯრებში მონაცემები აისახება უჯრების დასახელებების (შინაარსის) შესაბამისად, ამასთან: ა) პირველ–მე-4 სვეტებში აისახება განაცემების მიმღები პირის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი, დასახელება, მისამართი და რეზიდენტობა; ბ) მე-5 სვეტში აისახება შემოსავლების მიმღებ პირთა კატეგორია. კერძოდ, რეზიდენტი ფიზიკური პირები – დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირები, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოში დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირები, რომელთა საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ხელფასი იბეგრება 5%-ით, „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე სუბიექტში და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტში დასაქმებული ფიზიკური პირები, ფიზიკური პირები, გარდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, ნოტარიუსებისა, კერძო აღმასრულებლებისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში, რომლებიც ეწევიან მომსახურებას და რომელთა შემოსავალი იბეგრება 20%-ით ან 5%-ით, ფიზიკური პირები, რომელთა მიერ საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავალი საქონლის შემძენი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 133​ 3 მუხლის შესაბამისად იბეგრება გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით; სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მესაკუთრე ფიზიკური პირები; სხვა ფიზიკური პირები, მ.შ. სათამაშო აპარატების მეშვეობით მოწყობილ აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობებში მონაწილე პირები, რომელთა მიერ თამაშობის მომწყობი/ორგანიზატორი პირისგან გატანილი თანხა, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა იბეგრება 5 პროცენტით; რეზიდენტი ორგანიზაციები; არარეზიდენტები – შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში რეგისტრირებული იურიდიული პირები, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში რეგისტრირებული ფიზიკური პირები, საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე სხვა არარეზიდენტი იურიდიული პირები, საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტი ფიზიკური პირები; ფიზიკური პირი – „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განმახორციელებელი არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორი; მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხების მიმღები პირი; იურიდიული პირი – „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განმახორციელებელი არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორი; საწარმოს, ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხების მიმღები პირი; სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან თანხის გამტანი უცხო ქვეყნის მოქალაქე პირები, რომლებიც მონაწილეობენ სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში; გ) მე-6 სვეტში აისახება განაცემის სახე (ხელფასი, დივიდენდი, პროცენტი, ნივთმოგება, სათამაშო აპარატების მეშვეობით მოწყობილ აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობებში მონაწილე პირების მიერ თამაშობის მომწყობი/ორგანიზატორი პირისგან გატანილი თანხა, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა, იჯარის მომსახურების ანაზღაურება, მომსახურების ანაზღაურება, სტიპენდია, ამხანაგობის დასაბეგრი მოგების (შემოსავლის) წილის მფლობელზე, რომელიც არ არის რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად საგადასახადო ორგანოში, გაცემული მისი წილის შესაბამისი შემოსავალი და სხვა); დ) მე-7 სვეტში აისახება განაცემის ოდენობა (თანხა). ამასთან, სათამაშო აპარატების მეშვეობით მოწყობილ აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობებში მონაწილე პირების მიერ თამაშობის მომწყობი/ორგანიზატორი პირისგან გატანილი თანხა, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა, აისახება სრულად, ანგარიშის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირის მიერ დაწესებული მომსახურების საკომისიოს ჩათვლით; ე) მე-8 სვეტში აისახება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით, დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელითა და ხარჯით მის ინდივიდიალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანი  (სვ7x 2/100); ვ) მე-9 სვეტში აისახება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შეღავათები; ზ) მე-10 სვეტში აისახება განაცემის თარიღი. ამასთან, სათამაშო აპარატების მეშვეობით მოწყობილ აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობებში მონაწილე პირის მიერ თამაშობის მომწყობი/ორგანიზატორი პირისგან, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან, თვის განმავლობაში ჯამურად გატანილ თანხაზე განაცემის თარიღად მიეთითება შესაბამისი თვის ბოლო რიცხვი; თ) მე-11 სვეტში აისახება წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის განაკვეთი; ი) მე-12 სვეტში აისახება გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი ((სვ7 - სვ8 - სვ 9)X სვ11)); ამასთან, მე-12 სვეტის ჯამს გამოკლებული მე-14 სვეტის ჯამი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარაციის III ნაწილის 57-ე უჯრაში ასახულ თანხას; კ) მე-13 სვეტში აისახება საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე გათავისუფლებას ან შემცირებას დაქვემდებარებული გადასახადის თანხა; ლ) მე-14 სვეტში აისახება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე ჩათვლას დაქვემდებარებული, უცხო ქვეყანაში გადახდილი გადასახადის თანხა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს დაქირავებულისათვის ხელფასიდან დაკავებულ საშემოსავლო გადასახადის (სვ.11)  თანხას. ამ გრაფაში საგადასახადო აგენტის მიერ შესაბამისი თანხა აისახება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ერთსა და იმავე განაცემზე გადასახადის დაკავების უფლება წარმოექმნება როგორც ხელშემკვრელ სახელმწიფოს, ისე მეორე სახელმწიფოს და უცხო ქვეყანაში გადახდილი თანხა ექვემდებარება ჩათვლას. მაგალითი 1. ფაქტობრივი გარემოებები: არარეზიდენტი საწარმოს (შვეიცარიული ავიაკომპანიის) საქართველოში არსებული მუდმივი დაწესებულება (შემდგომში – მუდმივი დაწესებულება) ახორციელებს საჰაერო ხომალდით მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანებს. აღნიშნულ მუდმივ დაწესებულებას დაქირავებული ჰყავს საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც ფაქტობრივად საქმიანობას ახორციელებს საჰაერო ხომალდზე. საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირის ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი 10 000 ლარი დაექვემდებარა დაბეგვრას როგორც არარეზიდენტი საწარმოს (დამსაქმებლის) ფაქტობრივი მართვის ადგილის მიხედვით – შვეიცარიაში (15 %), ასევე მუდმივი დაწესებულების ადგილსამყოფელის მიხედვით – საქართველოში (20 %). ანალიზი: „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის შეთანხმების (შემდგომში – შეთანხმება) 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, როდესაც საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს, ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს შვეიცარიაში, საქართველო დაუშვებს ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც შვეიცარიაში შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია. ასეთი გამოქვითვა, არც ერთ შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალზე გადასახადის ან კაპიტალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებული. ვინაიდან,  მოცემულ  შემთხვევაში საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირისათვის გაცემული ხელფასი შესაძლებელია დაექვემდებაროს დაბეგვრას როგორც საქართველოში, ისე შვეიცარიის კონფედერაციაში, ამ უკანასკნელ სახელმწიფოში გადახდილი გადასახადის თანხა ექვემდებარება გამოქვითვას საქართველოში, შეთანხმების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული გამოქვითვა უნდა განხორციელდეს საგადასახადო აგენტის მიერ. შედეგი: მოცემულ შემთხვევაში, საგადასახადო აგენტი ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, უფლებამოსილია, გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის  დანართი „ა“-ს  მე-14 სვეტში მიუთითოს შვეიცარიაში დაკავებული და გადახდილი გადასახადის თანხა 1500 (10 000-ის 15 %) ლარი, რომელიც დააკლდება ამავე დანართის მე-11 სვეტში, იგივე განაცემზე საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხას 2000 (10 000-ის 20%) ლარს. შესაბამისად, მოცემულ სახელფასო განაცემზე, საგადასახადო აგენტს მიმდინარე საანგარიშო თვეში საშემოსავლო გადასახადში დაერიცხება 500 (2000 – 1500) ლარი.

8.(ამოღებულია - 11.10.2019, №313) .

9.(ამოღებულია - 03.08.2021, №192) .

10.დეკლარაციის დანართ „დ“-ს ავსებს საგადასახადო აგენტი (დამქირავებელი), რომლის საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში (მათ შორის, ლიზინგით, იჯარით და ა.შ.) არსებული ავტომობილი (გარდა ელექტროძრავიანი ავტომობილისა) შესაბამის საანგარიშო პერიოდში დაქირავებულის მიერ გამოიყენება პირადი სარგებლობისათვის.

11.ამ მუხლის მე-10 პუნქტის მიზნებისთვის: ა) ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენებად ითვლება, თუ შრომითი ხელშეკრულებით, წესდებით ან სხვა დოკუმენტით დაქირავებული უფლებამოსილია ავტომობილი გამოიყენოს პირადი (არასამსახურებრივი) მიზნებისათვის; ბ) ავტომობილი არის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილი.

12.დეკლარაციის დანართ „დ“-ში აისახება იმ ავტომობილის შესახებ ინფორმაცია, რომლის პირადი სარგებლობისათვის გამოყენებით მიღებული სარგებელიც ექვემდებარება დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით.

12¹.დეკლარაციის დანართ „ე“-ში პირი ვალდებულია ასახოს მიღებული მომსახურებისთვის ფულადი ფორმით განხორციელებული ანაზღაურება (რომელიც არ ექვემდებარება დაბეგვრას გადახდის წყაროსთან), მისი ფაქტობრივად გაცემის საანგარიშო თვის მიხედვით, სვეტების დასახელებების (შინაარსის) შესაბამისად, ამასთან: ა) პირველ–მე-4 სვეტებში აისახება განაცემების მიმღები პირის მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტში მითითებული ნომერი ან/და საიდენტიფიკაციო ნომერი, სახელი, გვარი, მისამართი და რეზიდენტობა; ბ) მე-5 სვეტში მიეთითება მომსახურების სახე (განაცემის მიმღების მიერ გაწეული მომსახურების შინაარსი); გ) მე-6 სვეტში მიეთითება განაცემის ოდენობა (თანხა), რომლითაც ანაზღაურდა მომსახურება.

13.გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის შესახებ დეკლარაცია შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს შემოსავლების მიმღებ პირთა იდენტიფიცირების გარეშე, თუ „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებით დამტკიცებულ „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხით“ ზემოაღნიშნულ პირებზე ინფორმაცია განეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლოებას. საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 18 აპრილის ბრძანება №122 – ვებგვერდი, 25.04.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 ივნისის ბრძანება №199 – ვებგვერდი, 02.07.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 29 ივლისის ბრძანება №237 – ვებგვერდი, 30.07.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №470- ვებგვერდი, 31.12.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 5 ივლისის ბრძანება №148 – ვებგვერდი, 06.07.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №300 - ვებგვერდი, 04.09.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 29 იანვრის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 30.01.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 24 ივლისის ბრძანება №280 - ვებგვერდი, 25.07.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №342 - ვებგვერდი, 13.09.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №289 - ვებგვერდი, 26.09.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №313 - ვებგვერდი, 16.10.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 4 ივნისის ბრძანება №124 - ვებგვერდი, 05.06.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №256 - ვებგვერდი, 16.10.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 3 აგვისტოს ბრძანება №192 - ვებგვერდი, 04.08.2021წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 8 თებერვლის ბრძანება №40 - ვებგვერდი, 09.02.2022წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 28 მარტის ბრძანება №108 - ვებგვერდი, 28.03.2023წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №382 - ვებგვერდი, 20.10.2023წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 6 ნოემბრის ბრძანება №415 - ვებგვერდი, 07.11.2023წ. ​საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 30 იანვრის ბრძანება №28 - ვებგვერდი, 31.01.2024წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 22 მაისის ბრძანება №166 - ვებგვერდი, 23.05.2024წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 10 ივლისის ბრძანება №234 - ვებგვერდი, 12.07.2024წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №365 - ვებგვერდი, 12.11.2024წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №380 - ვებგვერდი, 27.11.2024წ . საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №433 - ვებგვერდი, 31.12.2024წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №317 - ვებგვერდი, 10.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №382 · ძალაშია 10 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 27 ნოე. 2024 – 1 დეკ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 37 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 38¹ (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 ოქტ. 2026 · №400

  • 39 რედაქცია
  • 6 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს საგადა… 101საქართველოს საგადა… 82საქართველოს საგადა… 101საქართველოს საგადა… 82მუხლი 101მუხლი 82

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 33 (დანართი 1)საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსება
  • 37 (დანართი 1)გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაცია
  • 75 (დანართი 1)დღგ-ის დეკლარაციის შევსება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 67საგადასახადო დეკლარაცია
  • 153დეკლარაციის წარდგენა
  • 43გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 87საბაჟო დეკლარაციის წარდგენა
  • 94დეკლარანტის ჩანაწერებში მონაცემების ასახვა
  • 85გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია

ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

  • 3 (დანართი 1)კომპენსაციების გაცემის ადმინისტრირება

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 18²საგადასახადო ან/და სხვა ვალდებულების სხვა პირის მიერ შესრულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
101821018267153431018233 (დ…37 (დ…75 (დ…87943 (და…38 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საბაჟო კოდ…ახალი კორონავირუსით (S…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 ოქტ. 2026 · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026