1.საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებით დამტკიცებული „მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის“ 231 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკი და მიკრობანკი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია მომხმარებელთან კომუნიკაცია წარმართოს ამ წესის დანართი №13-ით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.
2.ამ მუხლის მიზნებისთვის მომხმარებელი არის „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ძ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგადახდო მომსახურების მომხმარებელი. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2026 წლის 8 აპრილის ბრძანება №87/04 - ვებგვერდი, 14.04.2026 წ.

