1.საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მომხმარებლის საჩივრის მიღება და განხილვა უზრუნველყოს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 41 1 მუხლისა და ამ მუხლის შესაბამისად.
2.საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია საჩივრის შესახებ ჩანაწერები აწარმოოს ამ წესის დანართი №12-ის შესაბამისად და ყოველთვიურად, არაუგვიანეს ყოველი თვის 10 რიცხვისა, ელექტრონულად, Excel-ის ფორმატით წარუდგინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს, შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე – cp@nbg.gov.ge. საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენილ ანგარიშგებაში უნდა შედიოდეს გასული თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით მიღებული, ასევე წინა საანგარიშო თვეს მიწოდებულ და ატვირთულ ანგარიშგებაში დაუსრულებელი სტატუსით აღრიცხული საჩივრების შესახებ სტატისტიკა.
3.ამ მუხლის მიზნებისთვის მომხმარებელი არის „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ძ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგადახდო მომსახურების მომხმარებელი. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 27 თებერვლის ბრძანება №49/04 - ვებგვერდი, 28.02.2025 წ.

