საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

მუხლი 16. ინფორმაციის მიღება და გამოქვეყნება

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით საგადახდო მომსახურების პროვაიდერს მოსთხოვოს და მიიღოს ფინანსური, სტატისტიკური და სხვა ნებისმიერი ინფორმაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

2.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია საგადახდო ანგარიშთან ან/და საგადახდო მომსახურებასთან.

2¹.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია, მათ შორის, საგადახდო ანგარიშსა და საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ დაწესებული საკომისიოების, აგრეთვე გაცვლითი კურსების შესახებ. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საკომისიოების გამჭვირვალობისა და მათი ერთმანეთთან შედარების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გამოაქვეყნოს აღნიშნული ინფორმაცია პროვაიდერის სახელწოდების მითითებით.

3.ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებისათვის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს აგრეთვე შესაბამის ანგარიშგებას. ანგარიშგების ფორმა, ხარისხი და წარდგენის ვადა განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1897 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 30 ოქტომბრის კანონი №5236 – ვებგვერდი, 30.10.2019წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 23 სექ. 2022

    მე-2 პუნქტში გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია გაფართოვდა საგადახდო ანგარიშზეც, ხოლო ახალი 2¹ პუნქტით ეროვნული ბანკი განსაზღვრავს საკომისიოებისა და გაცვლითი კურსების შესახებ მისაწოდებელ ინფორმაციას და შეუძლია მისი პროვაიდერის სახელწოდებით გამოქვეყნება.

  2. · გამოქვეყნდა 11 იან. 2018

    მე-16 მუხლს დაემატა მე-3 პუნქტი ლეგალიზაციის აღკვეთის მიზნით ანგარიშგებების წარდგენის შესახებ.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
32456348²70201718626241416
მნიშვნელობით ახლოსსაგადახდო სისტემისა და…ფასიანი ქაღალდების ბაზ…საქართველოს ეროვნული ბ…ფინანსური გირავნობის, …იპოთეკით დაცული ობლიგა…დემატერიალიზებული ფასი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა