Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებმუხლი 20

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

მუხლი 20. მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება ან/და მასთან შეთანხმების დადება

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:გადახდის მომსახურება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია ან/და მასთან დადოს შეთანხმება, რომელიც მოიცავს მომსახურების პირობებს, მათ შორის, მომსახურების გაწევის ვადებს, ტარიფებს, მომხმარებლისა და პროვაიდერის უფლებებსა და მოვალეობებს. საგადახდო მომსახურების პროვაიდერს არ აქვს უფლება, მომხმარებელს დააკისროს საკომისიოს გადახდა ინფორმაციის მიწოდებისთვის, აგრეთვე მაკორექტირებელი, არაავტორიზებული ოპერაციის ან/და ოპერაციის არასწორად შესრულების თავიდან ასარიდებლად პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისთვის, გარდა ამ კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 29-ე მუხლის მე-6 პუნქტითა და 30 2 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული შემთხვევებისა.

2.ამ კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და 30 2 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე დადგენილი საკომისიოს ოდენობა წინასწარ უნდა შეთანხმდეს საგადახდო მომსახურების პროვაიდერსა და მომხმარებელს შორის. საკომისიო უნდა იყოს გონივრული.

3.თუ გადამხდელისა და მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი საქართველოში მოქმედი პროვაიდერია, გადამხდელი ვალდებულია გადაიხადოს თავისი საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ დადგენილი საკომისიო, ხოლო მიმღები ვალდებულია გადაიხადოს თავისი საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ დადგენილი საკომისიო.

4.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ მომხმარებლისთვის ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი ყველა საკომისიოს შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი.

5.საგადახდო მომსახურების პროვაიდერსა და საგადახდო მომსახურების მომხმარებელ იმ იურიდიულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, უფლება აქვთ, ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ მათ შორის არსებულ ურთიერთობებზე სრულად ან ნაწილობრივ არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკომისიოს დაკისრებასთან დაკავშირებული აკრძალვა, აგრეთვე ამავე მუხლის მე-2 პუნქტის და ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე, 31-ე და 31 1 მუხლების, 32-ე მუხლის მე-4,  მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, 33-ე მუხლის მე-6 და მე-8−მე-11 პუნქტებისა და 34-ე მუხლის მოქმედება. საგადახდო მომსახურების პროვაიდერსა და ამ პუნქტით გათვალისწინებულ საგადახდო მომსახურების მომხმარებელ იურიდიულ პირს ასევე უფლება აქვთ, ხელშეკრულებით განსაზღვრონ ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული ვადებისგან განსხვავებული ვადები. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 23 სექ. 2022

    20-ე მუხლს დაემატა პუნქტების ნუმერაცია და საკომისიოს დაკისრების აკრძალვისა და გამონაკლისების ახალი ნორმები (1-ლი−მე-5 პუნქტები). ამავე ტექსტში გაჩნდა ახალი 20¹ მუხლი საგადახდო ინსტრუმენტის მიღებისა და ქო-ბეჯინგის შესახებ.

  2. 22 მარ. 2017
  3. 10 სექ. 2015
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 19შემდეგი მუხლი 20¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიცენზირებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №21

  • 3 ცვლილება · ბოლო 23 სექ. 2022
  • 8 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 16ინფორმაციის მიღება და გამოქვეყნება
  • 20¹საგადახდო ინსტრუმენტის მიღება და ქო-ბეჯინგი
  • 41¹საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის საჩივრით მიმართვა და საჩივრის განხილვა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 7¹საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან გახსნილი საგადახდო ანგარიშის მიმართ მოთხოვნები
  • 70ინფორმაციის მოთხოვნის უფლება

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 4ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 5მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულება

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 64¹მომხმარებლის უფლებების დაცვა
  • 48²საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია და ზედამხედველობა
  • 64²ეროვნულ ბანკთან არსებული საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების სფეროში დავების განმხილველი კომისია

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 105მიმწოდებლის ვალდებულებები

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 28აკრძალული გარიგებები, მუშაობის მეთოდები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
64¹48²64²7¹701620¹41¹105528420
მნიშვნელობით ახლოსსაგადახდო სისტემისა და…საქართველოს საგადასახა…ელექტრონული კომერციის …მომხმარებლის უფლებების…საქართველოს ეროვნული ბ…ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026