მეწარმეთა შესახებ

მუხლი 231. კოოპერატივში წევრის მიღება

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კოოპერატივის კოოპერატივის წევრთა რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ კოოპერატივის წევრობის მსურველის კოოპერატივის წევრად მისაღებად აუცილებელია მისი წერილობითი განცხადება კოოპერატივში შესვლის თაობაზე.

2.კოოპერატივის წევრად მიღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანო ხმათა უმრავლესობით. კოოპერატივის წევრად მიღებაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს საერთო კრებაზე.

3.კოოპერატივის წევრად მიღების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელმა ორგანომ უნდა განახორციელოს კოოპერატივის წევრობის მსურველის კოოპერატივის წევრთა რეესტრში რეგისტრაცია. კოოპერატივის წევრობა წარმოიშობა კოოპერატივის წევრობის მსურველის განცხადების საფუძველზე მისი კოოპერატივის წევრთა რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

4.კოოპერატივის წევრობის მსურველის განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს კოოპერატივის წევრის ვალდებულება, რომ იგი კანონისა და წესდების შესაბამისად განახორციელებს დადგენილ შენატანს (შეიტანს პაის).

5.თუ წესდებით გათვალისწინებულია, რომ კოოპერატივის წევრმა დამატებითი შენატანი სრულად ან შეზღუდულად, მხოლოდ საგარანტიო თანხის ოდენობით უნდა განახორციელოს, კოოპერატივის წევრობის მსურველის განცხადებაში უნდა აღინიშნოს, კოოპერატივის წევრი კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად სრულად განახორციელებს დამატებით შენატანს თუ გადაიხდის წესდებაში დათქმულ საგარანტიო თანხას დადგენილი ოდენობით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 დეკ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
566¹²641054309³⁰1113¹22923423315231
მნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებსაქართველოს პატენტრწმუ…საავტორო და მომიჯნავე …სამომხმარებლო კოოპერაც…სასოფლო-სამეურნეო კოოპ…არასაბანკო სადეპოზიტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა