სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ

მუხლი 4. სამომხმარებლო კოოპერატივის წევრობა, წევრთა უფლება–მოვალეობანი

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 2 აგვ. 2021

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილი

1.სამომხმარებლო კოოპერატივის წევრები–მეპაიეები შეიძლება იყვნენ როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირები.

2.მეპაიე–ფიზიკური პირი შეიძლება იყოს როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა 16 წელი, სურს და შეუძლია მიიღოს მონაწილეობა სამომხმარებლო კოოპერატივის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებაში.

3.მეპაიე–იურიდიული პირი შეიძლება იყოს როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც იზიარებს სამომხმარებლო კოოპერატივის წესდების მოთხოვნებს.

4.სამომხმარებლო კოოპერატივსა და მის წევრებს შორის ურთიერთობა მყარდება ხელშეკრულების საფუძველზე.

5.სამომხმარებლო კოოპერატივი პასუხს არ აგებს თავისი წევრის ვალდებულებებზე, ეს უკანასკნელი კი პასუხისმგებელია კოოპერატივის ვალდებულებებზე ამ კოოპერატივში თავისი კუთვნილი ქონების ფარგლებში.

6.სამომხმარებლო კოოპერატივის წევრს უფლება აქვს: ა) მონაწილეობა მიიღოს კოოპერატივის მართვასა და საქმიანობაში, აირჩიოს და არჩეულ იქნეს მისი მართვისა და კონტროლის ორგანოებში, წამოაყენოს წინადადებები კოოპერატივისა და მისი მართვის ორგანოების საქმიანობის გასაუმჯობესებლად; ბ) გამოიყენოს კოოპერატივის მეპაიეთა საერთო (წარმომადგენელთა) კრების მიერ დაწესებული უპირატესობები და შეღავათები საქონლის შეძენისას და სხვა მომსახურებით სარგებლობისას.

7.სამომხმარებლო კოოპერატივის წევრი ვალდებულია დაიცვას წესდება, შეასრულოს თავისი მოვალეობანი კოოპერატივის წინაშე, უზრუნველყოს მეპაიეთა საერთო (წარმომადგენელთა) კრების, მართვისა და კონტროლის ორგანოების გადაწყვეტილებების შესრულება მათთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5711113²13¹1211231240229124
მნიშვნელობით ახლოსსასოფლო-სამეურნეო კოოპ…სამომხმარებლო კოოპერაც…წყალმომხმარებელთა ორგა…მეწარმეთა შესახებსაჯარო შესყიდვების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა