Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებმუხლი 64

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

მუხლი 64. აკრედიტაცია

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025
თემები:თანამშრომლის ტრენინგიპატენტის რეგისტრაციაIP დიუ დილიჯენსიაქტივებით ტრანზაქციებისტარტაპის იურიდიული მომსახურებაIP სტრატეგია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314

1.ორგანიზაციამ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე სამართავად მისთვის აკრედიტაციის მინიჭების მიზნით „საქპატენტს“ უნდა წარუდგინოს აკრედიტაციის განაცხადი, რომლითაც დასტურდება, რომ: ა) ორგანიზაცია წარმოადგენს უფლების მფლობელებს და იმავდროულად ნებისმიერ უფლების მფლობელს შეუძლია შეუერთდეს მას ორგანიზაციის წესდების შესაბამისად. აღნიშნულის დასადასტურებლად ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს  უფლების მფლობელებთან დადებული წერილობითი ხელშეკრულებები უფლების მფლობელების სიასთან ერთად, რომელიც უნდა მოიცავდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებებით დაცული ობიექტების რეპერტუარს ელექტრონული ან მატერიალური ფორმით; ბ)  ორგანიზაციას შეუძლია კოლექტიურად მართოს ქონებრივი უფლებები, მათ შორის, ჰყავს შესაბამისი პერსონალი, აქვს ჰონორარის შეგროვებისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ჰონორარის შეგროვების, განაწილებისა და გადახდის ეფექტიანი მექანიზმები (შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის ჩათვლით); გ) ორგანიზაციის წესდება, შიდა რეგულაციები და ტარიფების განაწილების წესები და პრინციპები იძლევა როგორც უფლების მფლობელების, ისე მოსარგებლეების მიმართ თანაბარი და არადისკრიმინაციული მოპყრობის გარანტიას; დ) ორგანიზაციას გადახდილი აქვს აკრედიტაციის განაცხადის განხილვის საფასური; ე) ორგანიზაცია რეგისტრირებული არ არის მოვალეთა რეესტრში და მას არ ადევს ყადაღა; ვ) ორგანიზაციის წესდება და სხვა რეგულაციები შეესაბამება ამ კანონსა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილ აკრედიტაციის განაცხადს უნდა ერთოდეს ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებები, რომლებიც დადებულია უცხო ქვეყნების იმ ანალოგიური ორგანიზაციების უმეტეს ნაწილთან, რომელთა რეპერტუარი არსებითად ფარავს საქართველოში გამოყენებული ნაწარმოებების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტების მნიშვნელოვან ნაწილს, აგრეთვე ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებები, რომლებიც დადებულია უცხო   ქვეყნების   იმ ანალოგიური ორგანიზაციების უმეტეს ნაწილთან, რომელთა რეპერტუარი არსებითად ფარავს უცხო ქვეყნებში გამოყენებული ქართული ნაწარმოებების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტების მნიშვნელოვან ნაწილს. ეს ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებები უნდა მოიცავდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებებით დაცული ობიექტების რეპერტუარს ელექტრონული ან მატერიალური ფორმით.

3.თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განაცხადის წარდგენისას ვერ ხდება ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებების სრულყოფილად წარდგენა, განმცხადებლის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, ამ კანონის 65-ე მუხლის საფუძველზე „საქპატენტის“ თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის კომისია (შემდგომ − აკრედიტაციის კომისია) უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებების წარდგენის ვადის გაგრძელების შესახებ.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აკრედიტაციის კომისია ანიჭებს აკრედიტაციას და ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებების სრულყოფილად წარსადგენად ეძლევა 1-წლიანი ვადა, რომელიც აკრედიტაციის კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს იმავე ვადით. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ცხადდება ძალადაკარგულად და „საქპატენტი“ იღებს გადაწყვეტილებას ახალი კონკურსის გამოცხადების თაობაზე.

5.ერთზე მეტი ორგანიზაციის მიერ ერთი და იმავე უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ აკრედიტაციის მინიჭების შესახებ განაცხადის „საქპატენტში“ წარდგენის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება იმ განმცხადებლის სასარგებლოდ, რომელიც ყველაზე მეტად აკმაყოფილებს აკრედიტაციის პირობებს. კონკურსში ისეთი ორგანიზაციის მონაწილეობის შემთხვევაში, რომელიც წარსულში საქმიანობდა შესაბამის სფეროში, აკრედიტაციის კომისია გაითვალისწინებს მის წარსულ საქმიანობას და გამოცდილებას.

6.აკრედიტაციის კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი, აკრედიტაციის კონკურსის ჩატარების წესი, აკრედიტაციის განაცხადის განხილვის საფასური, აგრეთვე ამ კანონის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

7.განმცხადებელმა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ აკრედიტაციის განაცხადში უნდა მიუთითოს იმ უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების ჩამონათვალი, რომლის/ რომელთა კოლექტიური მართვაც მას სურს. თუ აკრედიტაციის კომისია დოკუმენტების განხილვის შემდეგ დაასკვნის, რომ განმცხადებელი აკმაყოფილებს აკრედიტაციის პირობებს აკრედიტაციის განაცხადში მითითებული უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების ნაწილის მიმართ, აკრედიტაციის კომისიას განმცხადებლის თანხმობით შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ორგანიზაციისთვის შესაბამისი უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ აკრედიტაციის მინიჭების შესახებ.

8.ამ კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 51-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჰონორარის შეგროვებისა და განაწილების უფლებამოსილების მინიჭება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს „საქპატენტში“ მხოლოდ უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ აკრედიტაციის მინიჭების შესახებ განაცხადის წარდგენისას. თუ ამ პუნქტით გათვალისწინებული ჰონორარის შეგროვებისა და განაწილების უფლებამოსილების მინიჭება ერთზე მეტმა განმცხადებელმა მოითხოვა, გადაწყვეტილება მიიღება იმ განმცხადებლის სასარგებლოდ, რომელიც ყველაზე მეტად აკმაყოფილებს აკრედიტაციის პირობებს, აგრეთვე გათვალისწინებული იქნება მისი წარსული საქმიანობა და გამოცდილება.

9.აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება „საქპატენტის“ ოფიციალურ ბიულეტენში.

10.განმცხადებელს აკრედიტაციის მინიჭებაზე უარი ეთქმება, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს. აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოფიციალური გაცნობიდან 1 თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

11.ორგანიზაცია, რომლის მიმართაც გაიცემა აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება,  ვალდებულია ამ გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოფიციალური გაცნობიდან 14 დღის ვადაში მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) და უზრუნველყოს საკუთარი საფირმო სახელწოდების ამ კანონის 63-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნასთან შესაბამისობა.

12.ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში „საქპატენტი“ უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ორგანიზაციის საფირმო სახელწოდების ცვლილების მოთხოვნით.

13.„საქპატენტი“ უფლებამოსილია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას ნებისმიერ დროს მოსთხოვოს ანგარიში ამ კანონით გათვალისწინებული  ვალდებულებების  შესრულების შესახებ.

14.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის შეწყვეტის შემთხვევაში „საქპატენტი“ იმავე უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ ახალი აკრედიტაციის მისანიჭებლად აცხადებს კონკურსს აკრედიტაციის შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3450 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13 · ძალაშია 1 სექ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 63შემდეგი მუხლი 65

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • რისკის შეფასება6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • EdTech შესაბამისობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • SaaS შესაბამისობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სერია A დოკუმენტაცია4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 9 დეკ. 2025 · №18

  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 5 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 65

მიუთითებენ მასზე

მუხლი 65მუხლი 66მუხლი 66¹⁸

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

  • 65აკრედიტაციის კომისია
  • 66¹⁸აკრედიტაციის შეწყვეტა
  • 66¹²ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრობის წესები

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 96აკრედიტაციის ეროვნული სისტემა
  • 102აკრედიტაციის სიმბოლო
  • 97აკრედიტაციის ეროვნული სისტემის საფუძველი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 203საჯარო სამართლის იურიდიული პირის

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

  • 19აკრედიტაციის ჩატარება

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 5ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 23შუამდგომლობა ლიცენზიის მიღების შესახებ

საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

  • 14ასოციაციის სტატუსი

პროფესიული კავშირების შესახებ

  • 7პროფესიული კავშირის წესდება, მისი წესდების რეგისტრაცია, იურიდიული პირის სტატუსის მოპოვება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
236566¹⁸6666¹²519961029771420364
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაავტორო და მომიჯნავე …პროდუქტის უსაფრთხოების…საქართველოს პარლამენტი…განათლების ხარისხის გა…კერძო დაცვითი საქმიანო…არასაბანკო სადეპოზიტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 9 დეკ. 2025 · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026