საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

მუხლი 15. ასოციაციაში გაწევრება

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 27 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პირმა ასოციაციაში გაწევრებისთვის მას უნდა წარუდგინოს შესაბამისი განცხადება რეესტრში რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 1 თვისა.

2.ასოციაციის გამგეობა განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას პირის ასოციაციაში გაწევრების შესახებ.

3.პირმა ასოციაციაში გაწევრებისთვის მას შესაბამის განცხადებასთან ერთად უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) მონაცემები სამუშაო ადგილის მისამართის, საკონტაქტო ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ; თუ პატენტრწმუნებული დასაქმებულია პატენტრწმუნებულთა ბიუროში/სხვა კერძო სამართლის იურიდიულ პირში, − მონაცემები დასაქმების ადგილის სახელწოდების, საიდენტიფიკაციო ნომრის, იურიდიული მისამართის, საკონტაქტო ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ.

4.ასოციაცია მიიღებს გადაწყვეტილებას პირის ასოციაციაში გაწევრებაზე უარის თქმის შესახებ, თუ: ა) საქპატენტის მიერ პირის რეესტრში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვეა გასული და ამ პირს ასოციაციაში გასაწევრებლად მისთვის ამ კანონით დადგენილი წესით არ მიუმართავს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირი დაადასტურებს, რომ მან ამ კანონით დადგენილი ვადა საპატიო მიზეზით გაუშვა; ბ) პირი რეესტრში რეგისტრირებული არ არის.

5.პირის ასოციაციაში გაწევრებაზე ასოციაციის გამგეობის უარი შეიძლება მისი მიღებიდან 1 თვის განმავლობაში გასაჩივრდეს სასამართლოში.

6.ასოციაცია ვალდებულია პირის ასოციაციაში გაწევრების ან პირის ასოციაციაში გაწევრებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აცნობოს საქპატენტს. საქპატენტი ამ ინფორმაციას ცნობად იღებს და საჭიროების შემთხვევაში სათანადო ცვლილება შეაქვს რეესტრში.

7.თუ საქპატენტისთვის ცნობილი გახდა, რომ პირმა დადგენილ ვადაში არ შეასრულა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, იგი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირის რეესტრიდან ამორიცხვის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირი დაადასტურებს, რომ მან ამ კანონით დადგენილი ვადა საპატიო მიზეზით გაუშვა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

1
  • №1/11/186024.06.2025განჩინება(6, 7)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    დავით ძამუკაშვილი, შალვა გვარამაძე, გიორგი მეიფარიანი და სხვები (სულ, 6 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტისა და სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 29 მაი. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
36¹2121³2314112318131216172115
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პატენტრწმუ…ადვოკატთა შესახებდიზაინის შესახებმოქალაქეთა პოლიტიკური …მეწარმეთა შესახებსაქონლის ადგილწარმოშობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა