Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებმუხლი 66¹²

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

მუხლი 66¹². ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრობის წესები

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025
თემები:DAO მართვამართვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია წევრად მიიღოს უფლების მფლობელი (მათ შორის, იურიდიული პირი), თუ იგი აკმაყოფილებს ამ ორგანიზაციის წესდებით განსაზღვრულ წევრობის მოთხოვნებს. უფლების მფლობელის აღნიშნული ორგანიზაციის წევრად მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში ეს ორგანიზაცია ვალდებულია წერილობით დაასაბუთოს უარის თქმის მიზეზი.

2.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია უფლების მფლობელის განაცხადი ამ ორგანიზაციის წევრად მიღების შესახებ განიხილოს მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში.

3.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრობის წესები უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციულ კრიტერიუმებს. ამ ორგანიზაციის წევრობის კრიტერიუმები შეიძლება დარეგულირდეს ამავე ორგანიზაციის წესდებით, აგრეთვე შესაძლებელია დადგინდეს ორგანიზაციის წევრად მიღების სპეციალური წესები, რომლებიც, თავის მხრივ, საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისთვის.

4.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წესდება უნდა ითვალისწინებდეს ეფექტიან და  ქმედით მექანიზმებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში ამ ორგანიზაციის წევრების თანაბარი მონაწილეობა. აღნიშნული ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში უფლებათა სხვადასხვა კატეგორიის წევრების წარმომადგენლების ჩართულობა უნდა იყოს სამართლიანი და დაბალანსებული.

5.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია ორგანიზაციის წევრებს მისცეს უფლება და შესაძლებლობა, მასთან კომუნიკაცია განახორციელონ ელექტრონულად, მათ შორის, უზრუნველყოფილი უნდა იყოს გაწევრების შესახებ განაცხადის წარდგენა როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით, აგრეთვე წევრის სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

6.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია აწარმოოს და რეგულარულად განაახლოს თავისი წევრების რეესტრი.

7.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციიდან წევრის გასვლის შემთხვევაში ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია ორგანიზაციიდან გასულ წევრთან საბოლოო ანგარიშსწორება მოახდინოს ორგანიზაციიდან მისი გასვლიდან არაუგვიანეს 3 თვისა. აღნიშნული ორგანიზაცია უფლებამოსილია დაადგინოს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა ძალაში შევიდეს ფინანსური წლის დასრულების შემდეგ. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3450 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.

წინა მუხლი 66¹¹შემდეგი მუხლი 66¹³

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • DAO-ს მმართველობა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციის სტრუქტურასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-09 · №18

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

  • 66¹⁵ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების ვალდებულებები
  • 66⁴უფლების მფლობელის გარანტიები ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციასთან მიმართებით
  • 63ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის შექმნა

მეწარმეთა შესახებ

  • 231კოოპერატივში წევრის მიღება
  • 43სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს შემადგენლობა და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი
  • 251კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანო და მისი კომპეტენცია

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 15ეთიკის ნორმები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 45ქონებრივი განცალკევება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ

  • 8წევრების უფლებამოსილება

სასაქონლო ნიშნების შესახებ

  • 32კოლექტიური ნიშნის დებულება

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ

  • 3თვითმმართველი ერთეულის ქონებაზე საკუთრების უფლება

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 5საკრედიტო კავშირის წევრად მიღება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5321566¹⁵66⁴6383452314325166¹²
მნიშვნელობით ახლოსსაავტორო და მომიჯნავე …მეწარმეთა შესახებეროვნული მარეგულირებელ…ენერგეტიკისა და წყალმო…საჯარო სამართლის იურიდ…სასაქონლო ნიშნების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 9 დეკ. 2025