Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეწარმეთა შესახებმუხლი 247

მეწარმეთა შესახებ

მუხლი 247. წარმომადგენელთა კრება

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.თუ კოოპერატივის წევრთა რაოდენობა 500-ზე მეტია, საერთო კრების ნაცვლად მოიწვევა წარმომადგენელთა კრება, ხოლო თუ კოოპერატივის წევრთა რაოდენობა 200-ზე მეტია, წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ საერთო კრების ნაცვლად წარმომადგენელთა კრება ჩატარდეს.

2.წარმომადგენლად შეიძლება არჩეულ იქნეს ნებისმიერი ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელიც არის კოოპერატივის წევრი, გარდა კოოპერატივის ხელმძღვანელი პირისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრისა.

3.წარმომადგენელთა კრება შედგება სულ მცირე 50 წარმომადგენლისგან, რომლებსაც კოოპერატივის წევრები ირჩევენ. წარმომადგენელს არ აქვს თავისი უფლებამოსილების სხვა პირისთვის გადაცემის უფლება.

4.წარმომადგენელი აირჩევა საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით.

5.პირი წარმომადგენლად არ შეიძლება აირჩეს 4 წელზე მეტი ვადით.

6.წესდებით უნდა განისაზღვროს: ა) კოოპერატივის რამდენ წევრზე აირჩევა ერთი წარმომადგენელი; ბ) წარმომადგენლობის ვადა.

7.წარმომადგენელთა არჩევნების ჩატარების წესის (მათ შორის, არჩევნების შედეგების განსაზღვრის) შესახებ დაწვრილებითი დებულებები შეიძლება ჩამოყალიბდეს კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანოს მიერ მიღებულ, ხოლო კოოპერატივის მართვის დუალისტური სისტემის შემთხვევაში − ხელმძღვანელი ორგანოს და სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ერთობლივად მიღებულ საარჩევნო დებულებაში. ამისთვის საჭიროა საერთო კრების თანხმობა.

8.წარმომადგენელთა არჩევნების ჩატარების ვალდებულება ეკისრება ხელმძღვანელ ორგანოს.

9.თუ წარმომადგენელი უარს იტყვის წარმომადგენლობაზე ან სხვა მიზეზით ვერ შეძლებს თავისი საქმიანობის განხორციელებას, დარჩენილი ვადით უნდა აირჩეს ახალი წარმომადგენელი.

10.არჩეულ წარმომადგენელთა სია სულ ცოტა 2 კვირის განმავლობაში უნდა იყოს გამოქვეყნებული ან იმავე პერიოდით უნდა იყოს განთავსებული კოოპერატივის ოფისში და კოოპერატივის ვებგვერდზე (არსებობის შემთხვევაში), რათა კოოპერატივის წევრები გაეცნონ მას. არჩეულ წარმომადგენელთა უფლებამოსილება იწყება აღნიშნული სიის გამოქვეყნების ან განთავსების დღიდან. კოოპერატივის წევრს მოთხოვნისთანავე უნდა მიეცეს ამ სიის ასლი.

რედაქციების შედარება

1. თუ კოოპერატივის წევრთა რაოდენობა 500-ზე მეტია, საერთო კრების ნაცვლად მოიწვევა წარმომადგენელთა კრება, ხოლო თუ კოოპერატივის წევრთა რაოდენობა 200-ზე მეტია, წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ საერთო კრების ნაცვლად წარმომადგენელთა კრება ჩატარდეს. 2. წარმომადგენლად შეიძლება არჩეულ იქნეს ნებისმიერი ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელიც არის კოოპერატივის წევრი, გარდა კოოპერატივის ხელმძღვანელი პირისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრისა. 3. წარმომადგენელთა კრება შედგება სულ მცირე 50 წარმომადგენლისგან, რომლებსაც კოოპერატივის წევრები ირჩევენ. წარმომადგენელს არ აქვს თავისი უფლებამოსილების სხვა პირისთვის გადაცემის უფლება. 4. წარმომადგენელი აირჩევა საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით. 5. პირი წარმომადგენლად არ შეიძლება აირჩეს 4 წელზე მეტი ვადით. 6. წესდებით უნდა განისაზღვროს: ა) კოოპერატივის რამდენ წევრზე აირჩევა ერთი წარმომადგენელი; ბ) წარმომადგენლობის ვადა. 7. წარმომადგენელთა არჩევნების ჩატარების წესის (მათ შორის, არჩევნების შედეგების განსაზღვრის) შესახებ დაწვრილებითი დებულებები შეიძლება ჩამოყალიბდეს კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანოს მიერ მიღებულ, ხოლო კოოპერატივის მართვის დუალისტური სისტემის შემთხვევაში − ხელმძღვანელი ორგანოს და სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ერთობლივად მიღებულ საარჩევნო დებულებაში. ამისთვის საჭიროა საერთო კრების თანხმობა. 8. წარმომადგენელთა არჩევნების ჩატარების ვალდებულება ეკისრება ხელმძღვანელ ორგანოს. 9. თუ წარმომადგენელი უარს იტყვის წარმომადგენლობაზე ან სხვა მიზეზით ვერ შეძლებს თავისი საქმიანობის განხორციელებას, დარჩენილი ვადით უნდა აირჩეს ახალი წარმომადგენელი. 10. არჩეულ წარმომადგენელთა სია სულ ცოტა 2 კვირის განმავლობაში უნდა იყოს გამოქვეყნებული ან იმავე პერიოდით უნდა იყოს განთავსებული კოოპერატივის ოფისში და კოოპერატივის ვებგვერდზე (არსებობის შემთხვევაში), რათა კოოპერატივის წევრები გაეცნონ მას. არჩეულ წარმომადგენელთა უფლებამოსილება იწყება აღნიშნული სიის გამოქვეყნების ან განთავსების დღიდან. კოოპერატივის წევრს მოთხოვნისთანავე უნდა მიეცეს ამ სიის ასლი.

წინა მუხლი 246შემდეგი მუხლი 248

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-11-26 · №13

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მეწარმეთა შესახებ

  • 251კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანო და მისი კომპეტენცია
  • 241საერთო კრების მოწვევა
  • 239კოოპერატივის საერთო კრების მიერ გადაწყვეტილების მიღება

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

  • 17—
  • 18—

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 70ინფორმაციის მიწოდებისა და დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის კონსულტაციის გამართვის ხელშეწყობა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 89წარმომადგენლის სავალდებულო დანიშვნა განმცხადებლის მიერ

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 309³⁰კოოპერატივის საერთო კრების მოწვევა

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 76კრედიტორთა კომიტეტი

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

  • 6პალატის მართვა

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 85⁵დასახლების საერთო კრების საქმიანობის წესი

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 17წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
891718309³⁰1770685⁵76251241239247
მნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებმოქალაქეთა პოლიტიკური …საქართველოს შრომის კოდ…საქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს სამოქალაქო…რეაბილიტაციისა და კრედ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ნოე. 2025