მეწარმეთა შესახებ

მუხლი 246. საერთო კრების ექსკლუზიური კომპეტენცია სხვა საკითხებთან დაკავშირებით

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საერთო კრების ექსკლუზიურ კომპეტენციას განეკუთვნება გადაწყვეტილებების მიღება შემდეგ საკითხებზე: ა) კოოპერატივის წესდებაში ცვლილების შეტანა; ბ) კოოპერატივის იურიდიული მისამართის შეცვლა; გ) კოოპერატივის საფირმო სახელწოდების შეცვლა; დ) პაის გაზრდა; ე) დამატებითი შენატანის განხორციელების ვალდებულების შემოღება ან გაფართოება შესაბამისი პაის მფლობელის თანხმობით; ვ) კოოპერატივის ინვესტორი წევრის მიღება ან მისი ხმის უფლების განსაზღვრა; ზ) რამდენიმე ხმის უფლების დაწესება ან გაზრდა; თ) პაის დაყოფა.

2.ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობა, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3.საერთო კრების გადაწყვეტილებები ამ მუხლით გათვალისწინებულ იმ საკითხზე, რომლითაც წესდებაში ცვლილება შედის, აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე სანოტარო წესით უნდა დამოწმდეს.

4.საერთო კრების გადაწყვეტილებები ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე ძალაში შედის რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 დეკ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
766¹³309³⁰309²⁹3585³85²85⁵4718423937246
მნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებარასაბანკო სადეპოზიტო …ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს სამოქალაქო…საავტორო და მომიჯნავე …საინვესტიციო ფონდების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა